რა წესების დაცვა მოგვიწევს სკოლებში — მოკლედ
ფოტო: Stock
2020-2021 წლის სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს განახლდება. სულ სწავლას 2084 სკოლის მოსწავლეები დაიწყებენ. განათლების სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა ის რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც სკოლებს პანდემიის პერიოდში მოუწევთ.
- მოსწავლეებს შორის უნდა იყო 1-მეტრიანი დისტანცია;
- მოსწავლეების გარდა, შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება;
- სკოლის შენობაში შესვლისას ყველამ უნდა გაიაროს დეზობარიერი, ამასთან, მათ შეუმოწმებენ ტემპერატურას. აუცილებელი იქნება ხელების დეზინფექციაც.
- სკოლებში უნდა არსებობდეს პირბადეების რეზერვი;
- სველი წერტილები ყოველი დასვენების შემდეგ სანიტარულად უნდა დამუშავდეს;
- ცვლებს შორის უნდა იყოს ნახევარსაათიანი შესვენება, რა დროსაც საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართები სანიტარულად უნდა დასუფთავდეს და განიავდეს;
- უნდა გამოიყოს დროებითი საიზოლაციო ოთახი სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის;
- გაკვეთილებს შორის დასვენებებზე საკლასო ოთახები უნდა განიავდეს;
- სანიტარულად უნდა დამუშავდეს ხშირად შესახები ზედაპირები;
- სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს, გარდა მოსწავლეებისა, უნდა ეკეთოს პირბადე. მათ შორის, დასვენებების პერიოდში.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ რეგულაციების გათვალისწინებით რეკომენდაციები შემუშავდა თითოეული სკოლის სპეციფიკისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ამიტომ სკოლები სასწავლო პროცესს ინდივიდუალურად დაგეგმავენ და შესაძლებლობა ექნებათ, თავად განსაზღვრონ, როგორც გაკვეთილის ხანგრძლივობა, ასევე დაწყების დრო.
უწყებაში ასევე ამბობენ, რომ სკოლებს, მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეუძლიათ დანერგონ შერეული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ერთცვლიანი სკოლები უნდა გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით. ამასთან, სკოლების განტვირთვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე.
განათლების სამინისტროს ცნობით, სავალდებულოა I-IV კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები სასკოლო სივრცეში ჩაუტარდეთ. V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII–XI კლასებში — 2 დღე, ხოლო XII კლასში მაქსიმუმ 3 დღე. ამასთან, შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
გადახედვა
-
საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა
გადახედვა
-
რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები? გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები?
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით
-
რატომ არ უნდა შეგვაშინოს ბაზრის ვარდნამ და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ რატომ არ უნდა შეგვაშინოს ბაზრის ვარდნამ და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ
-
როგორ გვეხმარება ჭექა-ქუხილი მიწისქვეშა სამყაროს აღქმაში — ახალი კვლევა როგორ გვეხმარება ჭექა-ქუხილი მიწისქვეშა სამყაროს აღქმაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს
-
მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს
გადახედვა
-
ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
კომენტარები