5 რჩევა, რომელიც სწავლის დროს შესვენების ეფექტურად გამოყენებაში დაგეხმარება
ფოტო: Slava Lookyantsev/Dribbble
მომდევნო დღისთვის წასაკითხი ასობით გვერდი, მნიშვნელოვანი პრეზენტაცია თუ რთული გამოცდა - ხშირად ეკრანსა თუ სქელტანიან წიგნებში ჩაძირულებს მთელი დღის სამეცადინო მაგიდასთან გატარება გვიწევს. ასეთ დროს მეცადინეობა სტრესსა და გადაღლილობას იწვევს, შედეგად კი ვერაფრით ვპოულობთ მომდევნო გვერდზე გადასვლისა თუ კიდევ ერთი სიტყვის დაწერის მოტივაციასა და ენერგიას. როდესაც სასწავლო მასალა დიდია, დრო კი - მცირე, გადაბმულად, შესვენების გარეშე მეცადინეობა სწორი გამოსავალი სულაც არაა. გადაღლილი გონებით მეცადინეობისას მაგიდასთან გატარებული საათები შეიძლება, არაპროდუქტიული აღმოჩნდეს.
თუ გინდა, რომ შენმა შრომამ შედეგი გამოიღოს, სწავლის პროცესში შესვენების კულტურის გამომუშავება მეცადინეობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ბალანსის დასაცავად შეგიძლია, საკუთარ თავს სწავლისა და შესვენებისთვის დროის კონკრეტული მონაკვეთები განუსაზღვრო, მაგალითად, შეგიძლია 1 საათიდან 45 წუთი სწავლას დაუთმო, 15 წუთი კი - შესვენებას. სწავლის პროცესში დამსახურებული შესვენების ეფექტურად გამოსაყენებლად კი ეს 5 რჩევა გამოგადგება:
1. იმოძრავე!
ფოტო: Alexandra Timoshina/Dribbble
დიდი ხნის განმავლობაში მეცადინეობის დროს ჩვენი სხეული ნაკლებად მოძრაობს, თანაც მაგიდასთან ჯდომისას წელი და მხრებიც შეიძლება აგვტკივდეს. გადაღლილი გონების ხელახლა ასამუშავებლად მოძრაობა ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია. შეგიძლია, მარტივი გაწელვები გააკეთო, სახტუნაო მოძებნო ან შესვენება მუსიკით გაამრავალფეროვნო და მივიწყებული ილეთები გაიხსენო — არჩევანი შენზეა.
2. დაკავდი მედიტაციით
ფოტო: Sushama Patel/Dribbble
როდესაც გონებაში ფაქტები, სიტყვები და რიცხვები ერთმანეთში ირევა, მათგან გონების დროებით გათავისუფლება აუცილებელია. ამისათვის ერთ-ერთი საუკეთესო ხერხი მედიტაციაა, რომელიც სტრესის დაძლევაშიც დაგეხმარება. მედიტაციის შემდეგ სამეცადინო მაგიდაზე დახვავებულ სასწავლო მასალას ახალი ენერგიითა და შემართებით შეუტევ.
3. დაალაგე ოთახი
ფოტო: Denis Yudin/Dribbble
სწავლის დროს ჩვენი ოთახი ხშირად ბუნაგს ჰგავს: ერთმანეთზე დახვავებული წიგნები, მიმოფანტული კალმები და რვეულები, ცარიელი ყავის ჭიქები. ხშირად სასწავლო მასალაში ჩაძირულებს ოთახის დალაგება საერთოდ აღარ გვახსენდება. ჩართე საყვარელი სიმღერა და შეებრძოლე არეულობას! თუ შესვენებას ოთახის დაწკრიალებას მიუძღვნი, დროსაც პროდუქტიულად გამოიყენებ და ვინ იცის, იქნებ, ოთახთან ერთად, შენს გონებაში არეულმა ფაქტებმა, რიცხვებმა და სიტყვებმაც იპოვონ საკუთარი ადგილი.
4. გაისეირნე
ფოტო: Dali/Dribbble
მეცადინეობა ხშირად ერთ ოთახში გამოკეტვასთან ასოცირდება. როდესაც მასალას გულს ვერ უდებ, ხშირად გარემოს გამოცვლა ეფექტური ხერხია. დააღწიე თავი ეკრანსა და წიგნებს, შეირბინე უბნის მაღაზიაში, დაათვალიერე უცხო ადამიანები ან ესტუმრე შენს სახლთან ახლოს მდებარე პატარა პარკს. გარემოს გამოცვლა დაგეხმარება, სამეცადინო მაგიდასთან დატოვებულ პრობლემებს ახალი გადაჭრის გზებით, ძალებითა შემართებით დაუბრუნდე.
5. წაიხემსე
ფოტო: Anya Perepelkina/Dribbble
სეირნობისას, შეგიძლია, მაღაზიაში შეირბინო და საჭირო პროდუქტებიც მოიმარაგო, რადგან განტვირთვისთვის საკვების მომზადებაც და მირთმევაც ეფექტური გზაა. მეცადინეობას დიდი ენერგია მიაქვს, რომლის შევსებაც აუცილებელია. მოამზადე მარტივი სადილი ან უბრალოდ წაიხემსე. ეცადე, ჯანსაღი და სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი ინგრედიენტები შეარჩიო. საყვარელი საკვები ენერგიითაც აგავსებს და განწყობასაც გამოგიკეთებს.
მართვისა და კომუნიკაციების სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი აბიტურიენტებსა და მაგისტრანტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს კომუნიკაციების მართვის მიმართულებით. ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალი სპიკერები და პროფესორები; სტუდენტზე მორგებული სწავლების განსხვავებული მეთოდი; ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ორიგინალური დიზაინის მქონე შენობა და, რაც მთავარია, დასაქმების რეალური შანსი ქვეყნის წამყვან კომპანიებში — ამ და სხვა შესაძლებლობებს ალტერბრიჯი გთავაზობთ.
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
გადახედვა
-
დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა
გადახედვა
-
საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა
გადახედვა
-
რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით
-
რატომ არ უნდა შეგვაშინოს ბაზრის ვარდნამ და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ რატომ არ უნდა შეგვაშინოს ბაზრის ვარდნამ და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ
-
როგორ გვეხმარება ჭექა-ქუხილი მიწისქვეშა სამყაროს აღქმაში — ახალი კვლევა როგორ გვეხმარება ჭექა-ქუხილი მიწისქვეშა სამყაროს აღქმაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს
-
ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
კომენტარები