გამოიცანი: რა და რატომ იქნება 2021 წლის ტექნოლოგიური ტრენდი
ფოტო: VectorFun
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მიუხედავად პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისისა, სამეცნიერო და ტექნოლოგიური სფერო არ გაჩერებულა, პირიქით კრიზისმა დააჩქარა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარება და სავარაუდოდ, პანდემიის ჟამს აკრეფილი სწრაფი ტემპი მომდევნო წლებშიც არ დავარდება. COVID-19–მა განსხვავებული ხედვები გააჩინა, ხოლო ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ ხვალ მათი როლი კიდევ უფრო გაიზრდება.
ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ 2021 წელს ასევე ვიხილავთ სწრაფ ცვლილებებს ტექნოლოგიურ სფეროში, გამომდინარე აქიდან გთავაზობთ ტესტს, რომელიც შეგამოწმებთ რამდენად შეგიძლიათ მომავლის პროგნოზირება, თქვენ გევალებათ გამოიცნოთ: რა და რატომ იქნება 2021 წლის ტექნოლოგიური ტრენდი.
გამოიცანი: რა და რატომ იქნება 2021 წლის ტექნოლოგიური ტრენდი
ტესტის დაწყება1 / 10 2021 წელს რა მთავარ ტექნოლგიურ ტრენდს უნდა ველოდოთ საავიაციო სფეროში?
- რობოტ სტიუარდესებს
- მოდიფიცირებულ ძრავებს, რომლებიც შეამცირებენ გარემოს დაბინძურებას
- თვითმფრინავის ფიქსირებული ფრთების ამოძრავებას
- ჰაერზე მსუბუქი საფრენი აპარატების შექმნას
2 / 10 კიბერუსაფრთხოება 2021 წლის სავარაუდო ტრენდია, რატომ?
- წლებია კიბერუსაფრთხოების ტრენდულობა იზრდება, მომავალ წელს კი პიკს მიაღწევს.
- სულაც არა, ის უკვე დიდი ხანია არსებობს და ტრენდულია
- რადგან, IT მიმართულება გამუდმებით იზრდება
- კრიზისმა უპრეცედენტო შესაძლებლობი მისცა კიბერკრიმინალებს, ამიტომაც საკმაოდ ტრენდული იქნება ეს მიმართულება
3 / 10 2021 წლის რომელი ტრენდი შეუწყობს ხელს ჭვკიანი სახლების, ავტონომიური ტრანსპორტის, ტელემედიცინისა თუ სხვა ტექნოლოგიების სწრაფ შემოსვლას ჩვენს ყოველდღიურობაში?
4 / 10 2021 წლის ერთ-ერთი მოსალოდნელი ტექნოლოგიური ტრენდი ტელემედიცინაა, რატომ?
- საჭიროების შემთხვევაში, ექიმებმა უნდა შეძლონ ოპერაციების დისტანციურად ჩატარება
- ყველა პასუხი სწორია
- რიგი დაავადებების, მათ შორის, ვირუსებზე მკურნალობისას, უმჯობესია პაციენტს ექთნის ნაცვლად რობოტი უვლიდეს
- დაწესებულებები, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში, ცდილობენ შეამცირონ Covid-19 პაციენტთა და სამედიცინო პერსონალთა კონტაქტი.
5 / 10 რას უნდა ველოდოთ 2021 წელს?
- სახლიდან მუშაობის ტექნოლოგიების დახვეწას
- ადამიანის მთვარეზე გაფრენას
- მარსის კოლონიზაციას
- პირველივე თვეებში სამსახურებში ფიზიკურად დაბრუნებას
6 / 10 რატომ შეიძლება იყოს AR და VR ტექნოლოგიები 2021 წლის ერთ-ერთი ტრენდი ბიზნესში?
- ბიზნეს სექტორმა თანამშრომელების AR ავატარების შექმნა მოისურვონ
- მომუშავე პერსონალმა თავისუფალი დრო სახალისოდ რომ გაიყვანოს
- AR და VR ინვესტორებს დაეხმარება უკეთესად აღიქვან ბიზნეს გარემო
- რადგან ბიზნესი დისტანციური მუშაობის მოდელზე გადავიდა, კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის AR და VR საკმაოდ გამოსადეგია
7 / 10 2021 წლის რომელი ტრენდი იყენებს კუბიტებს ბიტების ნაცვლად?
8 / 10 2021 წლის მოსალოდნელი ტრენდებიდან, რომელს მიიჩნევენ სამუშაო ადგილებისთვის საფრთხისშემცველად?
9 / 10 რა განაპირობებს 2021 წელს სახლიდან მუშაობის ტექნოლოგიების ტრენდულობას?
- მთავრობების შეზღუდვები
- ოფისების არქონა
- ადამიანების მიერ გამოთქმული სიმპათია სახლიდან მუშაობაზე და ასევე კომპანიების პოლიტიკა ამ მიმართულებით
- COVID-19-ის შიში
10 / 10 რატომ დარჩება კომპანიებისთვის უკონტაქტო მიწოდება და რობოტი კურიერები აქტუალური და ტრენდული 2021 წელსაც, იმ შემთხვევაშიც თუ პანდემია დასრულდება?
- პანდემია კიდევ დიდი ხნით იქნება
- რადგან ადამიანი, ადამიანურ რესურსში ყველაზე სუსტი რგოლია
- კომპანიების უბრალო მარკეტინგული ხრიკია
- კომპანიები მიწოდების სერვისის ავტომატიზაციით ადამიანური რესურსის მეტად შემოქმედებითი საქმიანობისკენ მიიმართვას ცდილობენ
ერთი წუთით...
კომენტარები