საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ოლიმპიადაზე თამაშის შანსს ინარჩუნებს
ფოტო: nakrebi.ge
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს მეოთხედფინალში გამოეთიშა. რამაზ სვანაძის გუნდი ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა, მაგრამ ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ტურნირს ძირითად დროში მატჩის წაგების გარეშე გამოეთიშა. 21-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დებიუტი ჰქონდათ, შესაბამისად, ე.წ. "სიკვდილის ჯგუფიდან" გასვლა და თანაც პირველი ადგილით — კარგი შედეგია. შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან ვერ გავიდნენ ბელგია და ნიდერლანდები, ასევე მეოთხედფინალს მიღმა დარჩნენ გერმანია და იტალია.
ფოტო: nakrebi.ge
ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ქართველმა გულშემატკივარმა იქამდე მის მიერვე დამყარებული რეკორდი კიდევ ერთხელ გააუმჯობესა და დასწრების მაჩვენებელი — 44 338 გახლდათ.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბოლო წამამდე იბრძოდა და უკანასკნელ მომენტში საჯარიმოს ხაზთან სახიფათო ჯარიმის შესრულების უფლებაც მოიპოვა, მაგრამ გატანა ვერ მოახერხეს. სვანაძის გუნდს ბრძოლისუნარიანობა და ჟინი არ აკლდა. საქართველო ბურთსაც ფლობდა, განსაკუთრებით— მეორე ტაიმში და დამატებული ტაიმების დროს, მაგრამ რამდენიმე ძალიან მწვავე შეტევის მიუხედავად, კარში ზუსტი დარტყმა 120 წუთის მანძილზე არ გვქონია.
საგულისხმოა, რომ მეტოქემ რამდენჯერმე დაარტყა და მამარდაშვილმა გვიხსნა. პენალტების სერიაში კი ისრაელის მეკარემ, რომელიც თერთმეტმეტრიანების მოგერიების ოსტატია (რაც გერმანიასთან შეხვედრაშიც დაადასტურა) ერთი პენალტი აიღო, ერთიც ძელს მოხვდა და საქართველო ნაკრები ტურნირს დაემშვიდობა, მაგრამ საქართველო — არა, რადგან დღეს ქუთაისში ინგლისი და პორტუგალია ითამაშებენ, ხოლო ბათუმის აჭარაბეთ არენა 5 ივლისს ნახევარფინალურ მატჩს უმასპინძლებს, 8 ივლისს კი — ფინალს.
მატჩის შემდეგ, ზურიკო დავითაშვილმა და სხვა ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს მთელი ამ დღეების მანძილზე მხურვალე მხარდაჭერისთვის და მარცხის მიუხედავად გამხნევებისთვის მადლობა გადაუხადეს. დავითაშვილის თქმით, ზღაპარში ფეხბურთელებმა კი არ აცხოვრეს ქომაგი, არამედ პირიქით.
ფოტო: nakrebi.ge
"ქართველი ხალხის ერთიანობა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ჩვენს გარშემო იყო, ნამდვილად სამაგალითოა და დღის ასეთი დასასრული არაა ის, რაც თქვენ დაიმსახურეთ. საფინალო სასტვენი, ხალხის იდენტური რაოდენობა ტრიბუნებზე და საოცარი მხარდაჭერა მუდამ დარჩება ჩემს გონებაში. მადლობა არის ძალიან სუსტი სიტყვა, რაც გულშემატკივრებისადმი ჩემს და გუნდის მადლიერებას გამოხატავს... ახლა კი საჭიროა თავი ავწიოთ და წინ ვიყუროთ. იქ, სადაც მომავლის ლამაზი დღეები ერთად უნდა შევქმნათ", — თქვა ზურიკო დავითაშვილმა.
რამაზ სვანაძემ კი ოლიმპიადაზე მოხვედრის დარჩენილ შანსზე ისაუბრა და ნაკრების მთელი შემადგენლობის თავდაუზოგავ მუშაობას გაუსვა ხაზი.
"მიმძიმს საუბარი, მაგრამ რაც მოხდა, ფეხბურთის ნაწილია. ვთვლი, რომ ის ბიჭები, რომლებიც ახლა თვალცრემლიანები არიან გასახდელში, მეტს იმსახურებდნენ. ეს მოთამაშეები ქართული ფეხბურთის მომავალი არიან. მათი რწმენა და პროფესიონალიზმი იმედს მიტოვებს. მადლობა გადავუხადე ერთად განვლილი დღეებისთვის. ეს იყო დიდი ზეიმი, გამოწვევა, პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანისთვის. ბედნიერი ვარ და მადლობა ღმერთს, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვიყავი. ოცნებად გვაქვს ოლიმპიურ თამაშებზე თამაში, გვაქვს მცირე შანსი, თუმცა დამოკიდებულები ვართ სხვა შედეგებზე. იმედი მაქვს, მოგვეცემა ოცნების ახდენის შესაძლებლობა", — აღნიშნა მთავარმა მწვრთნელმა.
ფოტო: ნაკრები
რაც შეეხება ოლიმპიადის ლიცენზიას, ესპანეთმა დამატებით დროში დაამარცხა შვეიცარია და ისრაელის დარად ნახევარფინალში გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებისთვის აუცილებელია დღეს ინგლისმა პორტუგალია დაამარცხოს, ხოლო საფრანგეთმა — უკრაინა და ამ შემთხვევაში, საქართველო და უკრაინა, როგორც მეოთხედფინალში დამარცხებული საუკეთესო ნაკრებები, ერთმანეთში დამატებით მატჩს გამართავენ და გამარჯვებული ოლიმპიადაზე ითამაშებს. საქართველოსა და უკრაინის 21-წლამდელებმა ერთმანეთში ამხანაგურად 2022 წლის ნოემბერში ითამაშეს, მატჩი გორში გაიმართა და 1:1 დასრულდა.
საქართველოს ბანკი ქართული ფეხბურთის და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მხარდამჭერია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები