თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
ფოტო: თეგეტა
კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის, Georgian Kart Masters-ის, III ეტაპი დასრულდა. ჩემპიონატი ახალგაზრდა მრბოლელებს პროფესიული განვითარების გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. რბოლის მხარდამჭერი თეგეტა მოტორსი იყო, საცხებ-საპოხი მასალების ფრანგულ ბრენდ MOTUL-თან ერთად, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში სწორედ თეგეტა მოტორსია. ახალგაზრდების სპორტული განვითარებისა და ქვეყანაში ავტოსპორტის პოპულარიზაციის ხელშეწყობა კომპანიის გრძელვადიანი ხედვის ნაწილია, რომლის განხორციელებაშიც მისი პარტნიორი ბრენდებიც აქტიურად მონაწილეობენ.
ფოტო: თეგეტა
"თეგეტა მოტორსისთვის ავტოსპორტი ბუნებრივად დაკავშირებული სფეროა — ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა ავტომობილებთან, მათ ტექნიკურ გამართულობასა და ადამიანებისთვის უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობის შექმნას ეხება. მნიშვნელოვანია, რომ ეს კავშირი მხოლოდ ბიზნესის ფარგლებში არ დარჩეს და ხელი შევუწყოთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამენ და საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას ცდილობენ.
Georgian Kart Masters-ის პარტნიორობის მთავარი მოტივაციაც სწორედ ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა იყო. მიგვაჩნია, რომ სპორტული განვითარება ადრეული ასაკიდანვე საჭიროებს პრაქტიკულ გამოცდილებას, შესაბამის გარემოსა და მხარდაჭერას. როცა ახალგაზრდა მრბოლელს აქვს შესაძლებლობა, იასპარეზოს, შეიძინოს გამოცდილება და საკუთარი თავი კონკურენტულ გარემოში გამოცადოს, ეს მომავალში უკვე პროფესიული განვითარების საფუძველი შეიძლება გახდეს", — ამბობს ნინა მამაცაშვილი, თეგეტა მოტორსის მარკეტინგის უფროსი მენეჯერი.
კარტინგში საქართველოს ჩემპიონატი ხუთი ეტაპისგან შედგება. 23 აგვისტოს გამართულ მესამე ეტაპზე ერთმანეთს Mini და Senior კატეგორიის მონაწილეები შეეჯიბრნენ. Mini კატეგორია 8-დან 12 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, Senior-ში კი 13 წლისა და უფროსი ასაკის მრბოლელები მონაწილეობენ.
ღონისძიების მონაწილეები საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად მიმდინარე წლის ნოემბრამდე იბრძოლებენ. გამარჯვებული სეზონის ბოლოს დაგროვებული ქულების მიხედვით გამოვლინდება და მთავარ პრიზად ახალ კარტინგს მიიღებს. თუმცა Georgian Kart Masters-ის მნიშვნელობა მხოლოდ ადგილობრივ ჩემპიონატში გამარჯვებით არ შემოიფარგლება - მომდევნო წელს გამარჯვებულს შესაძლებლობა ექნება, გერმანიის Deutsche Kart-Meisterschaft (DKM) ჩემპიონატზე იასპარეზოს და განვითარება საერთაშორისო დონეზე განაგრძოს.
ფოტო: თეგეტა
Georgian Kart Masters-ის მხარდაჭერა თეგეტა მოტორსის მიმდინარე კამპანიის — გაიარე მეტის იდეასაც ეხმიანება. კამპანიის მთავარი გზავნილი მხოლოდ უსაფრთხო გადაადგილებას არ უკავშირდება, ის ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის, უფრო დიდი მიზნების დასახვისა და მათკენ ნაბიჯების თამამად გადადგმისკენ მოუწოდებს. ახალგაზრდა მრბოლელებისთვის კი თითოეული ეტაპი სწორედ ასეთი ნაბიჯია: ახალი გამოცდილება, ახალი გამოწვევა და საკუთარი შედეგის გაუმჯობესების შესაძლებლობა. ვარჯიში, შეჯიბრებაში მონაწილეობა და ყოველ ეტაპზე უკეთესი შედეგისთვის ბრძოლა ის პროცესია, რომლის მეშვეობითაც სპორტსმენი როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად ვითარდება.
ჩემპიონატში ახალგაზრდა მრბოლელებისთვის, განვითარების შესაძლებლობის შექმნასთან ერთად, მნიშვნელოვანია იმ ტექნიკური გარემოს უზრუნველყოფაც, რომელშიც ისინი ასპარეზობენ. სწორედ ამიტომ ღონისძიებაზე თეგეტა მოტორსის მხრიდან MOTUL-ის ბრენდიც იყო წარმოდგენილი. ავტოსპორტთან მჭიდროდ დაკავშირებული MOTUL-ის მონაწილეობა ჩემპიონატში მხოლოდ ბრენდის წარმოჩენას არ გულისხმობს - მისი პროდუქტი უშუალოდ გამოიყენება ღონისძიებაში მონაწილე კარტინგების ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად და ახალგაზრდა მრბოლელებს ეხმარება, მთლიანად რბოლაზე კონცენტრირდნენ.
Georgian Kart Masters-ის მესამე ეტაპით ჩემპიონატის მონაწილეებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა. წლის ბოლომდე მათ კიდევ ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი შედეგები გააუმჯობესონ და საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლონ. თეგეტა მოტორსი კი, MOTUL-თან ერთად, ახალბედა მრბოლელების გვერდით მთელი ტურნირის განმავლობაში იქნება და მათთვის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ სივრცე, სადაც საკუთარ ინტერესებს განავითარებენ, კონკურენტულ გარემოში გამოცდილებას მიიღებენ და დასახული მიზნებისკენ სვლას ადრეული ასაკიდანვე დაიწყებენ.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები