ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს, ასეთის დადასტურების შემთხვევაში კი იმოქმედოს შესაბამისად, მათ შორის გამოირიცხოს მისი მშრალი ჭრა და მტვრევა, უზრუნველყოს დასაქმებულთა აღიჭურვა შესაბამისი დამცავი საშუალებებით, ხოლო ნარჩენი შეგროვდეს ცალკე, მარკირებულ შეფუთვაში.
რეაბილიტაციის ფარგლებში აზბესტის კვალის შესაძლო აღმოჩენის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
სახალხო დამცველი წერს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში თბილისის წყალარინების სისტემაში მილსადენები სხვადასხვა მასალებისგან, მათ შორის, აზბესტისგან იყო დამზადებული სრულიად დასაშვებია იმის ალბათობა, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული ქსელის განახლებისას აზბესტცემენტის მილები იქნას აღმოჩენილი.
"საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ აზბესტი ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველი ნივთიერებაა და მისი ზემოქმედება დაკავშირებულია მძიმე დაავადებებთან, მათ შორის, მეზოთელიომასა და ფილტვის კიბოსთან. რისკი მკვეთრად იზრდება მექანიკური ზემოქმედებისას, ჭრის, მტვრევის, ბურღვისა და გრუნტიდან ამოღების დროს. ზუსტად ამიტომ, აზბესტთან დაკავშირებულ პრობლემებზე სახალხო დამცველი დეტალურად მიუთითებს 2026 წლის აპრილში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში "აზბესტის საერთაშორისო რეგულირებასთან დაკავშირებით ეროვნული შესაბამისობის ზოგადი მიმოხილვა: შრომითი უსაფრთხოება, უფლება ჯანსაღ გარემოზე და ჯანმრთელობის დაცვა“, რომელშიც გამოკვეთილია არაერთი გამოწვევა, მათ შორის ის, რომ საქართველოში სრულად არ არის დანერგილი აზბესტის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტები, არ არის მიღებული ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც დაარეგულირებდა სამუშაო სივრცეში აზბესტის ზემოქმედებისგან დასაქმებულთა დაცვას და სხვა", — წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
აქედან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომ "პირველ რიგში დაადგინონ სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს, ასეთის დადასტურების შემთხვევაში კი იმოქმედოს შესაბამისად, მათ შორის გამოირიცხოს მისი მშრალი ჭრა და მტვრევა, უზრუნველყოს დასაქმებულთა აღიჭურვა შესაბამისი დამცავი საშუალებებით, ხოლო ნარჩენი შეგროვდეს ცალკე, მარკირებულ შეფუთვაში".
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები