მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ანგარიში ქართულ რაგბიში მძიმე დარღვევებს აღწერს
ფოტო: Getty Images
მთავარი მოკლედ:
- სინჯების ჩანაცვლება: საქართველოს მორაგბეთა ნაკრების 6 მოთამაშეს დოპინგ-სინჯების ჩანაცვლება დაუდასტურდა.
- სააგენტოს დარღვევები: საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო (GADA) მოთამაშეებს ტესტირებებზე წინასწარ აფრთხილებდა და პროცედურებს არ აკონტროლებდა.
- მძიმე შედეგები: სააგენტომ WADA-ს ნდობა დაკარგა და შესაძლოა, მასზე სანქციები დააწესონ.
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) და მსოფლიო რაგბის (World Rugby) ერთობლივი ფართომასშტაბიანი გამოძიების შედეგად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ექვს მოთამაშესა და ათლეტთა მხარდამჭერი პერსონალის ერთ წევრს ანტიდოპინგური წესების დარღვევა (ADRV) დაუდასტურდათ. ამასთან, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის არაერთი დარღვევის გამო, WADA-მ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) მიმართ ნდობა დაკარგა.
2023 წელს დაწყებულმა ოპერაციამ (სახელწოდებით: ობსიდიანი) შეისწავლა ბრალდებები მოთამაშეების მიერ წესების უხეში დარღვევით სინჯების ჩანაცვლებაზე. სინჯის ჩანაცვლება აკრძალული მეთოდია, რომელიც კოდექსის 2.2-ე მუხლის თანახმად კანონგარეშედ არის გამოცხადებული. გამოძიებამ, რომლის ანგარიშიც 13 მარტს გამოქვეყნდა, სინჯის ჩანაცვლების ხუთი შემთხვევა გამოავლინა. ასევე დადგინდა, რომ GADA-ს თანამშრომლები საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს ტესტირების შესახებ წინასწარ აფრთხილებდნენ. გარდა ამისა, გამოვლინდა, რომ დოპინგ-კონტროლის ოფიცრები არ აკვირდებოდნენ დოპინგ-ტესტისთვის გამოძახებულ სპორტსმენებს და არ ესწრებოდნენ შარდის მიწოდების პროცესს, რაც წესების თანახმად, აშკარა შეუსაბამობაა.
ოპერაცია ობსიდიანის მთავარი მიგნებები:
- სინჯების ჩანაცვლების 5 შემთხვევა (2019–2023) — გამოძიებამ დაადგინა შარდის ნიმუშების ჩანაცვლების ხუთი შემთხვევა, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ექვსი მოთამაშე და გუნდის პერსონალის ერთი წევრი. ერთ-ერთმა მოთამაშემ ეს ქმედება ორჯერ ჩაიდინა სხვადასხვა ტესტირების დროს.
- ტესტირებაზე წინასწარი გაფრთხილება — ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ერთ-ერთი მენეჯერი მსოფლიო რაგბის მიერ დაგეგმილი დოპინგ-ტესტირების შესახებ ინფორმაციას წინასწარ აწვდიდა გუნდის წარმომადგენელს, რომელიც შემდეგ ამ ინფორმაციას მოთამაშეებსა და სტაფის წევრებს ჯგუფურ ჩატში უზიარებდა.
- პროცედურების უხეში დარღვევები დოპინგ-კონტროლის დროს — გამოძიებამ დაადგინა, რომ ტესტირებისას სპორტსმენები შეტყობინების შემდეგ სათანადოდ არ კონტროლდებოდნენ, ხოლო დოპინგ-კონტროლის ოფიცრები არ ესწრებოდნენ შარდის მიწოდების პროცესს, რაც საერთაშორისო ანტიდოპინგური სტანდარტების პირდაპირი დარღვევაა.
- დოკუმენტების გაყალბების შემთხვევები — ანგარიშის მიხედვით, ორ ეპიზოდში დოპინგ-კონტროლი ჩატარდა მსოფლიო რაგბის მიერ მოთხოვნილ თარიღზე ერთი დღით ადრე, რის შემდეგაც დოკუმენტებში თარიღები შეცვალეს, რათა ტესტირება ოფიციალურად სწორ დღეს ჩატარებულად წარმოჩენილიყო.
- სისტემური პრობლემების ნიშნები — WADA-ს შეფასებით, გამოვლენილი ფაქტები, მათ შორის წინასწარი გაფრთხილება, პროცედურების დარღვევა და დოკუმენტების შესაძლო გაყალბება, სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში მოქმედი ანტიდოპინგური პროგრამის მთლიანობის შესახებ.
WADA-ს პრეზიდენტმა, ვიტოლდ ბანკამ განაცხადა: "ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, აღმაშფოთებელია და შოკისმომგვრელი იქნება, როგორც ქართული სპორტისა და მთავრობისთვის, ისე რაგბის გლობალური სამყაროსთვის. მინდა მადლობა გადავუხადო WADA-ს დამოუკიდებელ დაზვერვისა და გამოძიების ჯგუფს გულმოდგინებისა და ექსპერტიზისთვის, რომლითაც მათ ეს ოპერაცია მტკიცედ და პროფესიონალურად განახორციელეს. ასევე ვაფასებ მსოფლიო რაგბის მზადყოფნას, გამოეაშკარავებინა ფაქტები და ეთანამშრომლა WADA-სთან, რათა რაგბისთვის ამ ძლიერი შედეგისთვის მიგვეღწია".
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) პრეზიდენტი ვიტოლდ ბანკა საუბრობს პრესბრიფინგზე, რომელიც სპორტში დოპინგის შესახებ დაგეგმილ 2025 წლის WADA-ს მსოფლიო კონფერენციას ეძღვნება, სეულში, სამხრეთ კორეა, 26 აგვისტო, 2025 წელი
ფოტო: AP Photo/Lee Jin-man
ეს ამბავი აქ არ მთავრდება, რადგან მიმდინარეობს შემდგომი, უფრო სიღრმისეული გამოძიება ქართულ სპორტში. WADA-მ ოპერაცია ობსიდიანის დასკვნები საქართველოს მთავრობის ყურადღების ცენტრში მოაქცია, რათა საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოში არსებული პრობლემები მოგვარდეს. ვინაიდან შემდგომი ნაბიჯები განიხილება, აშკარაა, რომ WADA-მ დაკარგა ნდობა GADA-ს ანტიდოპინგური პროგრამის მიმართ და შესაბამისმა ორგანოებმა რადიკალური ცვლილებები უნდა განახორციელონ."
ოპერაცია ობსიდიანმა თავისი დასკვნები WADA-ს შესაბამისობის სამუშაო ჯგუფს (Compliance Taskforce) წარუდგინა. საქართველოში ანტიდოპინგური პროგრამის მთლიანობისთვის არსებული მუდმივი რისკისა და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ზომების გათვალისწინებით, სამუშაო ჯგუფმა შესაძლოა განიხილოს GADA-ს წინააღმდეგ "ხელმომწერთა შესაბამისობის საერთაშორისო სტანდარტის" 8.5.1.1 მუხლის შესაბამისად დაჩქარებული შესაბამისობის პროცედურის დაწყება.
WADA-ს დაზვერვისა და გამოძიების დირექტორმა, გიუნტერ იუნგერმა აღნიშნა: "ოპერაცია ობსიდიანი ხაზს უსვამს სინჯების ჩანაცვლების საქმეების სირთულეს, სამართლებრივი, საგამოძიებო, სამეცნიერო და სასამართლო ექსპერტიზის თვალსაზრისით, რაც მათი წარმატებით გამოვლენისა და დადასტურებისთვის დიდ ექსპერტიზას მოითხოვს. საგამოძიებო უფლებამოსილებები არსებითია იმისთვის, რომ ამ ტიპის ანტიდოპინგური დარღვევები სათანადოდ და ეფექტურად იქნას აღმოფხვრილი.
WADA-ს დაზვერვისა და გამოძიების დირექტორი, გიუნტერ იუნგერი
ფოტო: Getty Images
მადლობას ვუხდი ჩვენს კოლეგებს მსოფლიო რაგბიდან. მნიშვნელოვანი ფინანსური და ადამიანური რესურსი იქნა მიმართული ამ საქმეების გამოსაძიებლად, მათ შორის საცნობარო სინჯების შეგროვება, სინჯების გადაგზავნა სპეციფიკურ ლაბორატორიებში და მრავალი შემდგომი ანალიზის ჩატარება. მსოფლიო რაგბის გრძელვადიანი შენახვის პროგრამა გადამწყვეტი აღმოჩნდა მთლიანი გამოძიების დასაბუთებისთვის. ეს საქმე ნათლად ადასტურებს სინჯების დროთა განმავლობაში შენახვის უდიდეს მნიშვნელობას".
შემდგომი მოქმედებების ფარგლებში, WADA-მ საქართველოში სხვა სპორტის სახეობების წარმომადგენელი ათლეტებისგან აღებული სინჯები გამოითხოვა. ამჟამად მიმდინარეობს ამ სინჯებთან დაკავშირებული სპორტსმენთა ბიოლოგიური პასპორტების ექსპერტული შეფასება. თუ სინჯები ჩანაცვლების მხრივ საეჭვოდ იქნება მიჩნეული, ოპერაცია ობსიდიანი აცნობებს შესაბამის ანტიდოპინგურ ორგანიზაციებს და გაუძღვება მათ დნმ-ის ანალიზისა და შედარების პროცესში. ამ მიზნით, WADA ავითარებს სპეციალურ სახელმძღვანელოს სინჯების ჩანაცვლების შემთხვევების გამოსაძიებლად. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს WADA-მ გამოაქვეყნა ოპერაცია ისრის (Operation Arrow) დასკვნები, რომელიც ძალოსნობაში შარდის ჩანაცვლების ფარულ გამოძიებას ეხებოდა, რამაც ამ აკრძალული პრაქტიკის აღმოჩენის ახალი მეთოდი შეიმუშავა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები