ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო დღეებში ციხიდან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც მის მიმართ "უსამართლო" დამოკიდებულებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სასამართლო პროცესში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ზურაბიშვილის ამბობს, რომ ექსპრემიერმა მხოლოდ მაშინ ამხილა სასამართლო სისტემა, როცა უსამართლობა პირადად შეეხო. მისთვის ასევე გაუგებარია ის ბიძინა ივანიშვილს ებრძვის, თუ მის მიმართ ჯერ კიდევ ლოიალურია.
"რა ვთქვა, კარგი დროა, რომ ახლა ამხილა სასამართლო. რამდენი ხანია, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი პარტნიორები [ვსაუბრობთ]… რამდენჯერ მოისმინა თვით ბატონმა ღარიბაშვილმა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან შენიშვნები ჩვენს სასამართლოზე. მაშინ ამართლებდა ამ ყველაფერს და დღეს თურმე ამხილა, რადგან მას შეეხო. სანამ ადამიანებს არ ეხებათ უშუალოდ რაღაც, მანამდე ან თვალს ხუჭავენ ან ითმენენ, ან სხვაგან იყურებიან. ასეთი იყო ღარიბაშვილის პოზიცია ზუსტად.
კორუფცია ხან აღიარა, ხან არ აღიარა, ვეღარ გავიგე ზუსტად რა ხდება ამ მიმართულებით. ებრძვის, იბრძვის, "გადავედი ბრძოლაზე", მაგრამ ვის ებრძვის, ესეც გაუგებარია. ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, თუ ჯერ კიდევ ლოიალობას უცხადებს ბიძინა ივანიშვილს. ვის ებრძვის, ვინ არის სხვა ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ვის აქვს პასუხისმგებლობა თუნდაც მის დატყვევებაზე, თუ არა ივანიშვილი, აბა ვინ. სხვები ვინ არიან. მე არ ვიცი, ზარქუა თუა დღეს მმართველი ამ ქვეყნის, თუ ვინ უნდა იყოს, ცოტა გაუგებარია. ამიტომ მისი პოზიციაც არის გაუგებარი, რაღაც უნდა რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს და ბოლომდე გარკვეული პოზიცია ნამდვილად არ გააჩნია", — თქვა სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქ-ლაივში.
შეგახსენებთ, რომ ციხიდან გამოქვეყნებულ რიგით მე-4 წერილში ღარიბაშვილი წერს, რომ "დაუნდობელ და უსამართლო" პოლიტიკურ ბრძოლას აწარმოებენ მის წინააღმდეგ, ამიტომ აღარ აპირებს "ამ სამარცხვინო და ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას". ის იმასაც წერს, რომ არც სასამართლო პროცესში მიიღებს მონაწილეობას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები