ინფექციური დაავადებები: კოვიდის გარდა, არსებობენ სხვებიც
ფოტო: თოდუას კლინიკა
უკვე მესამე წელია მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კოვიდპანდემია იქცა. ამ ახალმა ვირუსმა თითქოს დაგვავიწყა კიდეც, რომ ჩვენ გარშემო სხვა უამრავი ინფექცია არსებობს და რომ, კოვიდ-19-ის მსგავსად, მათაც შეუძლიათ ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნან. სწორედ, ამიტომ, გადავწყვიტეთ, თოდუას კლინიკის ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავასთან ერთად, ყველაზე გავრცელებული ინფექციები მიმოგვეხილა და უფრო მეტი გაგვეგო მათ სიმპტომებსა და გართულებების თავიდან აცილების გზებზე.
პირველ რიგში, ცივ სეზონზე გავრცელებულ და ამ პერიოდში ყველაზე აქტუალურ ინფექციებზე ვისაუბროთ. რომლებია ისინი და რა უნდა ვიცოდეთ მათზე?
გრიპი, პარაგრიპი, ადენოვირუსული, ენტეროვირუსული და სხვა რესპირაციული ინფექციები წელიწადის ამ დროს უფრო აქტუალური ხდება. ისინი, კოვიდ-19-ის მსგავსად, ზემო და ქვემო სასუნთქ გზებს აზიანებენ და მსგავსი სიმპტომების გამო, ხშირად გვერევა ხოლმე ახალ კორონავირუსში. ეს ნიშნებია ხველა, სუნთქვის გაძნელება, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და სხვა. აუცილებელია, არ დავივიწყოთ, რომ არა მხოლოდ კოვიდ-19 მოითხოვს ყურადღებას, არამედ სხვა რესპირაციული ინფექციებიც და მათი ნიშნების გახანგრძლივების შემთხვევაში სპეციალისტს უნდა მივმართოთ.
კიდევ რა ტიპის ინფექციები არსებობს და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიონ მათ?
ინფექციებს, ვირუსების გარდა, იწვევენ ბაქტერიები, უმარტივესები, სოკოები და ა.შ. ერთ-ერთი გლობალური გამოწვევაა ბაქტერიული პნევმონია, რადგან ხშირად საქმე რეზისტენტულ ბაქტერიებთან გვაქვს. ამიტომ, მისი მკურნალობა საკმაოდ რთულია და დროული დიაგნოზი და სპეციფიკური დანიშნულებაა საჭირო.
ინფექციების ცალკე ჯგუფს წარმოადგენენ ვირუსული ჰეპატიტები, მათგან ყველაზე გავრცელებული კი C და B ჰეპატიტებია. ამ დაავადებების არა მხოლოდ ადრეული დიაგნოსტირებაა მნიშვნელოვანი, არამედ მათი მუდმივი მონიტორინგიც. იგივე უნდა ვთქვათ აივ ინფექციაზეც.
კიდევ ერთი საკმაოდ დიდი ჯგუფია ჰერპესვირუსული ინფექციები. მარტივი ჰერპესი თითქმის ყველა ჩვენგანისთვისაა ნაცნობი, ბევრ ადამიანს კი საკმაოდ დიდ დისკომფორტს უქმნის. ამ ჯგუფიდან უნდა აღვნიშნოთ ინფექციური მონონუკლეოზიც, რომელიც, შესაძლოა, სხვადასხვა, მათ შორის, ონკოლოგიური დაავადებების ე.წ. ტრიგერადაც იქცნენ.
ასევე, უნდა გამოვყოთ ზოონოზური ინფექციები, რომლებიც ადამიანებში ცხოველებისგან ვრცელდება. ასეთებია ლეპტოსპიროზი, ბრუცელოზი, ქუ-ცხელება და სხვა. მათი დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია და მკურნალობის დანიშვნასაც მაღალი კვალიფიკაცია სჭირდება.
ცხელ სეზონზე უფრო აქტუალური ტკიპას ნაკბენით განვითარებული დაავადებები ხდება. მათგან ყველაზე ვერაგი ლაიმის დაავადება ანუ ბორელიოზია. ადრეულ სტადიაზე მისგან სრულად განკურნება შესაძლებელია, თუმცა, დაგვიანებულ შემთხვევაში, ძალიან საშიშია – ის ორგანოთა სისტემებს მნიშვნელოვნად აზიანებს. ამავე ჯგუფში შედის ტკიპასმიერი ენცეფალიტი და ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელთა დროული დიაგნოსტირებაც ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, თუკი, ტკიპასთან კონტაქტის შემდეგ დაგეწყებათ ცხელება, გამონაყარი და თავის ტკივილი, აუცილებლად მიმართეთ ინფექციონისტს.
მიუხედავად იმისა, რომ ინფექციები განსხვავდება ჯგუფებისა და ტიპების მიხედვით, აქვთ თუ არა მათ საერთო კლინიკური ნიშნები?
დიახ, არის რამდენიმე სიმპტომი, რომელთა გამოვლენისას, ეჭვი ინფექციებზეც გვიჩნდება. მაგალითად, ცხელების შემთხვევების დაახლოებით მესამედი ინფექციურ დაავადებებზე მოდის. თუ ცხელებას გამონაყარიც ახლავს, მაშინ 90%-ით საქმე რაიმე სახის ინფექციასთან გვაქვს. ასეთი დაავადებებია, მაგალითად, წითელა, წითურა, ქუნთრუშა, ჩუტყვავილა და სხვა. ინფექციებს, განსაკუთრებით ვირუსულ ჰეპატიტებს, სიყვითლეც ახასიათებთ. პირის ღრუში ნადები კი, შესაძლოა, დიფთერიაზე ან ინფექციურ მონონუკლეოზზე მიანიშნებდეს.
რა თქმა უნდა, ჩამოთვლილი სიმპტომები სხვა დაავადებებსაც ახასიათებთ, მაგრამ დიაგნოსტირების პროცესში, ინფექციებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება ინფექციური დაავადებების დროს?
როგორი მრავალფეროვანიც არის ინფექციები, ისეთივე მრავალფეროვანია მკურნალობის საშუალებებიც. მაგალითად, ბაქტერიული ინფექციების დროს, ძირითადად, ანტიბიოტიკებს ვიყენებთ. ის სპეციალისტმა სკრუპულოზურად უნდა დანიშნოს – ისეთი დანიშნულება უნდა გავცეთ, რომ პრეპარატი ეფექტურიც იყოს და თან არ დააზიანოს პაციენტის ჯანმრთელობა. სპეციალურ ანტივირუსულ პრეპარატებს ვიყენებთ ვირუსული ჰეპატიტების დროს. ინფექციური მონონუკლეოზის, წითელას, წითურას და მსგავსი ინფექციებისთვის კი ასეთი მედიკამენტები არ გვაქვს და მათი გართულებების პრევენციაზე ვართ ორიენტირებული. ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობის დანიშვნამდე უნდა გვქონდეს ზუსტი დიაგნოზი, ვიცოდეთ დაავადების სიმძიმე, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
არაერთხელ გაუსვით ხაზი დროული დიაგნოსტირებისა და დიაგნოზის სიზუსტის მნიშვნელობას. რა შესაძლებლობები და რა სადიაგნოსტიკო საშუალებებია ამ მიმართულებით თოდუას კლინიკაში?
თოდუას კლინიკას სრული ტექნიკური მხარდაჭერა აქვს, იმისათვის, რომ პაციენტმა ნებისმიერი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევა ჩაიტაროს. კლინიკაში ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ინფექციების 99%-ის გამოვლენა და ზუსტი დიაგნოზის დასმაა შესაძლებელი. ამასთან ერთად, როდესაც პაციენტი ინფექციის საეჭვო ნიშნებით მოდის, ის ერთ სივრცეში იტარებს ყველა კვლევას. სხვა დაავადებების გამოსარიცხად კი, ინფექციონისტების გარდა, დიაგნოსტირების პროცესში შესაბამის სპეციალისტებს ვრთავთ. ეს არა მხოლოდ კომფორტულია პაციენტისთვის, არამედ მნიშვნელოვნად ამცირებს დიაგნოზის დასმის დროს. დროული დიაგნოზი და მისი სიზუსტე კი, ეფექტური მკურნალობის წინაპირობებია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები