ალექსეი რეზნიკოვი

8 Mar. 2022, 16:07

ორი კვირის წინ, მსოფლიო შეიცვალა. ყველაფერი შეიცვალა, თუმცა ამ დრომდე ყველა არ არის საქმის კურსში. რუსეთი მკაფიოდ დაესხა თავს უკრაინას. რვა წლის წინ ყირიმში და დონბასში ისინი ამბობდნენ, "ჩვენ არ ვართ აქ", ახლა კი კრემლი ჩემი ხალხის წინააღმდეგ დემონსტრაციულად ომობს. ეს ხდება ევროპის გულში. რაკეტები ასობით კილომეტრს დაფრინავენ და მშვიდობიანი ქალაქებს ბომბავენ. დღეს ისინი ჩვენი ქალაქებია, ხვალ შეიძლება სხვისი, თქვენი იყოს. არავითარმა გაფრთხილებამ, დიალოგის მცდელობამ ან შეშფოთებამ გავლენა არ მოახდინა, არანაირი საერთაშორისო წესები და მექანიზმები. კრემლს არ აინტერესებს თქვენი კომუნიკაციის მცდელობა. მას არ აშფოთებს გაერო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეა ან სხვა ინსტიტუტები, სადაც თქვენ მის შენარჩუნებას ცდილობთ. რუსი ჯარისკაცები ისე იქცევიან როგორც ტერორისტები და მშიშრები. [...]

რუსი დამპყრობლები ბომბავენ ჰუმანიტარულ დერეფნებს, რომლითაც მშვიდობიანი მოქალაქეები გაქცევას ცდილობენ. ისინი კლავენ მათ, ვისაც დაპირდნენ, რომ გაუშვებდნენ. ისინი კლავენ მათ, ვინც ცდილობს გადაარჩინოს ტერორისტი მძევლები ტრავმისგან ან შიმშილისგან. ეს ომის დანაშაულია. ეს უკრაინისთვის საშინელი მწუხარებაა. და მაინც, შეგახსენებთ, რომ რუსი ჯარისკაცები კლავენ ევროპული ქვეყნის მოსახლეობას. სად არის თქვენი ღირებულებები და იდეალები? სად არის საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა? სად არის გაერო, საერთაშორისო წითელი ჯვარი, ეუთო? ისინი დაიმალნენ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…