რამ გამოიწვია პროდუქტების დეფიციტი
ფოტო: Unsplash
სოციალურ ქსელში მოხმარებლები აქტიურად წერენ, რომ მაღაზიებში პროდუქტზე დეფიციტია. ასევე, აქვეყნებენ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ დახლები ცარიელია.
განსაკუთრებული აქცენტი შაქარზე კეთდება. მომხმარებელთა ნაწილი ამ პროდუქტზე არსებულ დეფიციტს რეგიონში არსებულ დაძაბულობას უკავშირებს.
რეალურად, შაქრის მთავარი იმპორტიორები ბრაზილია, თურქეთი და პოლონეთია. 2021 წელს საქართველოში სულ 120,7 ტონა, 60,35 მლნ დოლარის შაქარი შემოვიდა.
2021 წელს შაქრის ტოპ იმპორტიორი ქვეყნები საქართველოში:
- ბრაზილია — $28,2 მლნ;
- თურქეთი — $14,2 მლნ;
- პოლონეთი — $10,6 მლნ;
- მექსიკა — $4 მლნ;
- გერმანია — $1,3 მლნ;
- საფრანგეთი — $1 მლნ;
- ნიდერლანდები — $610 ათასი;
- ბელარუსი — $102 ათასი;
- აზერბაიჯანი — $100 ათასი;
- უკრაინა — $76 ათასი;
- კოლუმბია — $59 ათასი;
- რუსეთი — $35 ათასი;
- იტალია — $33 ათასი;
- სომხეთი — $11 ათასი;
- ესპანეთი — $3 ათასი;
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ამბობს, რომ სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების კუთხით არანაირი დეფიციტი არაა.
მინისტრი მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტიორ კომპანიებს შეხვდა, სადაც თქვა, რომ ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდების შენარჩუნების პარალელურად კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედონ, რათა "ფასების უსაფუძვლო ზრდა" არ მოხდეს.
"დღეს არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან საჭირო მიმართულებების მხარდაჭერა, ასევე ბიზნესისგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. იმპორტიორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისგან მივიღეთ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მაქსიმალურ კოორდინაციაში ვიმუშავებთ იმპორტიორებთან და მიმწოდებლებთან", — თქვა შამუგიამ.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ შესაბამისი სამსახურები ქვეყანაში სურსათის შეფერხებული მიწოდებისა და მარაგების შევსების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ.
საქართველოს დისტრიბუციის ასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია ამბობს, რომ, ამ ეტაპზე, ბაზარზე "სტაბილური ვითარებაა". ის მომხმარებლებს მოუწოდებს, ჭარბი შესყიდვებით არ დააზიანონ საკუთარი თავი. დისტრიბუტორთა ასოციაციაში იმასაც ამბობენ, რომ პროდუქტების ამჟამინდელი დეფიციტი პანიკური შესყიდვებით არის გამოწვეული.
"გარკვეულ ბრენდებთან დაკავშირებული ჩავარდნები გამოწვეულია ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტიდან, მაგრამ თუ დღეს გარკვეული ბრენდის ზეთი, წიწიბურა თუ შაქარი მომხმარებელს არ დახვდათ დახლზე, ეს არ ნიშნავს, რომ ორ-სამ დღეში არ იქნება, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ჭარბი შესყიდვებით არ დააზიანონ არც საკუთარი თავი და არც სხვა მომხმარებელი", — თქვა მან.
კომპანია აგარის შაქარი ბიზნესპარტნიორთან ამბობს, რომ სავაჭრო ქსელებში შაქრის დეფიციტის გამო იმპორტს აზერბაიჯანიდან გეგმავენ. აგარის შაქარში იმასაც აღნიშნავენ, რომ ქარხანას გააჩნია საკმარისი თეთრი შაქრის ნაშთები, რაც პანიკის საფუძველს არ ქმნის.
ლონდონის ბირჟაზე 1 ტონა შაქრის ღირებულება ამჟამად დაახლოებით 530 დოლარია, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პროდუქტზე არსებული ფასები წლის დასაწყისთან შედარებით 8%-ით არის გაზრდილი.
როგორც ჩანს, მომხმარებელთა ნაწილი რეგიონში არსებული ომის ფონზე პროდუქტების მარაგებს ქმნის, რაც ზოგიერთი სუპერმარკეტისთვის დეფიციტის გამომწვევი მიზეზია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები