Askgov.ge-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის მეორე კონკურსში ახალი შესაძლებლობები გელოდებათ
ფოტო: Forset
იანვარში ჩატარებული მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსი, რომელიც Askgov.ge-ს ამოქმედების აღსანიშნავად მოეწყო, მხოლოდ დასაწყისი იყო. ფორსეტი რიგით მეორე კონკურსში გიწვევთ — ვიზუალიზაციისთვის მეტი მონაცემით და სწავლების მეტი შესაძლებლობით. კონკურსის საწყისი საპრიზო ფონდი 3500 ლარია.
❒ როგორ წარიმართა პირველი კონკურსი?
კონკურსი მონაცემთა ღიაობის და აუდიტორიასთან მათი ეფექტური მიწოდების ნამდვილი ზეიმი იყო. მონაწილეებმა 23 ვიზუალიზაცია შემოგვთავაზეს, მათ შორის ინტერაქციული, სტატისტიკური, ანიმაციური და სხვა სახით.
ნამუშევრების დეტალური შეფასების შედეგად, ჟიურის წევრებმა 5 გამარჯვებული პროექტი შეარჩიეს, რომლებსაც 4500 ლარიანი საპრიზო ფონდის სხვადასხვა წილი ერგოთ. გამარჯვებულები, ფორსეტის გუნდთან ერთად, ერთთვიან ინკუბაციის პერიოდს გაივლიან. ნაშრომების გაუმჯობესების შემდეგ, საბოლოო ვიზუალიზაციებს ფორსეტი, მედია პარტნიორებთან ერთად, საზოგადოებას შესთავაზებს.
❒ რა სიახლეს უნდა ველოდო ამ კონკურსში?
კონკურსის მიზანი კვლავ Askgov.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით ვიზუალიზაციის შექმნაა. ამისათვის, სასურველია პლატფორმის გამოყენებით საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაცია გამოითხოვო და პასუხს დაელოდო. ამას გარდა, შეგიძლია Askgov.ge-ზე უკვე განთავსებულ მონაცემებს გაეცნო და ვიზუალიზაციისთვის გამოიყენო. Პორტალზე უკვე ათობით წარმატებული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაა თავმოყრილი, რომლებსაც თან მონაცემთა სხვადასხვა სახის კრებული ერთვის.
კონკურსისთვის მოსამზადებელ პერიოდში, ფორსეტი სწავლებისა და კონსულტაციების გაზრდილ შესაძლებლობებს გთავაზობთ. Მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ სასწავლო რესურსებს მონაცემთა დამუშავების, ანალიზის, დიზაინის პრინციპების, ვიზუალიზაციის კონცეფციის, აუდიტორიისა და ამბის თხრობის შესახებ.
ამასთან ერთად, ორი კვირის მანძილზე, საშუალება გექნებათ კითხები გაუზიაროთ მონაცემთა ვიზუალიზაციის ექსპერტებს და მიიღოთ კონსულტაციები ნაშრომის გაუმჯობესებისთვის.
❒ რა არის Askgov.ge?
Askgov.ge საზოგადოების მიერ მართული პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, მარტივად გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია 300-ზე მეტი საჯარო უწყებიდან და/ან გაეცნოს სხვების მიერ უკვე გამოთხოვილ მონაცემებს.
ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა. დემოკრატიის მიერ მონიჭებულ ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ინსტრუმენტს, Askgov.ge-ის მეშვეობით, ვიყენებთ დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის, ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდისთვისა და საჯარო დაწესებულებებში მეტი გამჭვირვალობის მოპოვებისთვის.
❒ რა არის საჯარო ინფორმაცია?
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც საჯარო დაწესებულება ფლობს, საჯარო ინფორმაციაა, იქნება ეს სტატისტიკური მონაცემი, პროექტის შესახებ ინფორმაცია, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერი.
პირს აქვს ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნის უფლება, თუ ის არ შეიცავს სახელწიფო, პირად ან კომერციულ საიდუმლოებას. საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა.
❒ როგორ მივიღო მონაწილეობა?
მონაწილეობის მისაღებად,12 თებერვლამდე დარეგისტრირდი ამ ბმულზე. Მონაწილეობა შეგიძლია მიიღო როგორც ინდივიდუალურად, ასევე მეწყვილესთან ერთად.
Საკონკურსო ვადაში, შეგიძლია გამოითხოვო სასურველი ინფორმაცია Askgov.ge-ს მეშვეობით, ან გამოიყენო პორტალზე უკვე არსებული მონაცემები. ვიზუალიზაციის შექმნისას, შეზღუდული არ ხარ სასურველი ხელსაწყოს გამოყენებაში (მაგ: Adobe Illustrator, Tableau, Piktochart, Canva), თუმცა, ნაშრომის საბოლოო ფორმატის საჯაროდ გაზიარება უნდა იყოს შესაძლებელი.
კონკურსისთვის გამიზნული მონაცემთა ვიზუალიზაცია მოიაზრებს:
- ინტერაქციულ ვიზუალიზაციას (იტერაქციული დეშბორდი, რუკა, ა.შ);
- სტატიკურ ვიზუალიზაციას (ინფოგრაფიკას);
- ანიმაციურ გიფს; სხვას.
❒ როგორია შეფასების კრიტერიუმები?
- სიზუსტე: რამდენად ზუსტია მონაცემების ანალიზი? (10 ქულა)
- რელევანტურობა: რამდენად აქტუალურია მონაცემთა ვიზუალიზაციის თემა? (10 ქულა)
- უნიკალურობა/სიახლე: რამდენად ახლებური გზები იპოვა მონაწილემ საკუთარი ამბის გადმოსაცემად? არის ეს ამბავი არაერთხელ გაშუქებული თუ მონაწილემ მოახერხა განსხვავებულად შეეხედა ამბისთვის? (10 ქულა)
- კონცეფცია: რამდენად დახვეწილია ვიზუალიზაციის კონცეფცია (ნაშრომის სტრუქტურა, მიზანი, გზავნილი და აუდიტორია)? (10 ქულა)
- ტექნიკა: ვიზუალიზაციისთვის გამოყენებული ხელსაწყოების და პროგრამების კომპლექსურობა და მიზნობრიობა. (10 ქულა)
- დიზაინი: რამდენად გამართულია დიზაინი და რამდენად აკმაყოფილებს მონაცემთა ვიზუალიზაციის პრინციპებს? (10 ქულა)
- პროგრესი: რამდენად დასრულებულია პროდუქტი? (10 ქულა)
- პრეზენტაცია: რამდენად კარგად წარადგინა მონაწილემ საკუთარი იდეა/პროექტი ჟიურის წინაშე? (10 ქულა)
- ბონუს ქულა — მონაცემების მრავალფეროვნება: რამდენად ბევრი და რელევანტური მონაცემი გამოითხოვა მონაწილემ askgov.ge-ს პორტალიდან? (5 ქულა)
❒ კონკურსის ვადები
2 თებერვალი — კონკურსის გამოცხადება.
10 თებერვალი, 17:30 — ინფო სესია — ამ ონლაინ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აგიხსნით კონკურსის წესებს და თქვენს კითხვებს ვუპასუხებთ.
12 თებერვალი— რეგისტრაციის დასასრული.
9–20 თებერვალი — რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ ვორქშოფების ვიდეო ჩანაწერებს, რომელთა ნახვა რეკომენდირებულია ნაშრომებზე მუშაობისას.
14–24 თებერვალი — მენტორობის სესიები — ამ პერიოდის განმავლობაში საშუალება გექნებათ, თქვენი პროგრესი და კითხები გაუზიაროთ მონაცემთა ვიზუალიზაციის ექსპერტებს და მიიღოთ რჩევები მონაცემთა ანალიზის, ამბის თხრობისა და დიზაინის მიმართულებით.
25 თებერვალი — პრეზენტაციები და გამარჯვებულების გამოვლენა — დღის პირველ ნახევარში თქვენს ვიზუალიზაციებს გამოგვიგზავნით, საღამოს კი, საშუალება გექნებათ, საკუთარი ნამუშევარი თავად წარუდგინოთ ჟიურის წევრებს და უპასუხოთ მათ კითხვებს. გამარჯვებულები მომდევნო დღეს გამოვლინდებიან.
❒ როგორ დავრეგისტრირდე?
Შეავსე ფორმა და დააფიქსირე საკონტაქტო ინფორმაცია. ეს დაგვეხმარება, პერიოდულად უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ კონკურსის შესახებ: ინფო სესიაზე, მენტორობის სესიებზე და ა. Შ.
- Შეავსე ეს ფორმა 12 თებერვლამდე: https://forms.gle/xURt6gLuJBw6JMQm6
- გაეცანი კონკურსში მონაწილეობის პრაქტიკულ სახელმძღვანელოს: https://bit.ly/3rr63lh
- 10 თებერვალს, 17:30 წუთზე, შემოგვიერთდი ინფო სესიაზე: https://us06web.zoom.us/meeting/register/tZArfqvqzMtEt1cBlsrDYx1eWN1OrsRetPL
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდი
თეონა თომაშვილი
teona@forset.ge
ჯუბო ბერიძიშვილი
jubo@forset.ge
Askgov.ge ბეტა ვერსიაში მუშაობს. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, შეგვატყობინეთ.
კონკურსში არ მიიღება პროექტები, რომლებიც ნებისმიერი სახის დისკრიმინაციულ მიზანს ან გზავნილებს შეიცავენ.
ეს ბლოგ-პოსტი შეიქმნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ამ დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია ფორსეტი და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის პოზიციის ამსახველად.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები