წიგნები ბომბების წინააღმდეგ — როგორ იყენებენ უკრაინელები ლიტერატურას ომში
პანდემიის პერიოდში უკრაინელებმა მთავრობის წამოწყებული ვაქცინაციის კამპანიის წყალობით ბევრი წიგნი იყიდეს. მართალია, დღეს კითხვისთვის აღარავის სცალია, მაგრამ უკრაინელებმა წიგნებს დანიშნულება მაინც მოუძებნეს.
ფოტო: Lev Shevenko
ცოტა ხნით ადრე, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოს ბევრი სახელმწიფოს მსგავსად, ფორსმაჟორულ სიტუაციასა და კარანტინში აღმოჩნდა. თუმცა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, უკრაინაში ვაქცინაციის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო, რის გამოც უკრაინის წიგნის ინსტიტუტმა კამპანია წამოიწყო. კოვიდვაქცინის მიღების სანაცვლოდ მოქალაქეები 1000-ჰრივნიან (დაახლოებით, 112 ლარი) ვაუჩერს იღებდნენ, რომლითაც შეეძლოთ თეატრის და კინოს ბილეთი, სპორტული დარბაზის აბონემენტი ან წიგნები ეყიდათ. უკრაინელებმა არჩევანი უმეტესად ლიტერატურაზე შეაჩერეს და წიგნების საყიდლად 1 მილიარდზე მეტი ჰრივნა დახარჯეს.
ბევრ უკრაინელს წინათ არ სჩვეოდა წიგნების ყიდვა — კვლევები მიუთითებს, რომ რიგითი უკრაინელი წელიწადში მხოლოდ ერთ წიგნს კითხულობს. თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმისა და აღმოსავლეთ რეგიონების ანექსირება მოახდინა, უკრაინის ხელისუფლებამ წიგნებთან დაკავშირებული რამდენიმე კანონი შემოიღო. ერთ-ერთი მათგანი რუსეთში დაბეჭდილი წიგნების იმპორტს კრძალავდა, სხვა კი, მედიას მასალის უკრაინულ ენაზე გამოქვეყნებას ავალდებულებდა. წამოწყებული პროგრამების მიზანი უკრაინელი ავტორების მხარდაჭერა და უცხოური ტექსტების უკრაინულად თარგმნის წახალისება იყო. ინიციატივამ შედეგიც გამოიღო — ასპარეზზე ბევრი ახალი ავტორი გამოჩნდა, უკრაინულმა გამომცემლობებმა კი მათი აქტიურად დაბეჭდვა დაიწყეს.
თანამედროვე უკრაინელმა მწერლებმა პუტინის რეჟიმის აგრესიაზე უკვე წიგნებიც შექმნეს, თუმცა, ქვეყანა ლიტერატურას რუსეთის თავდასხმის პირველივე დღეს დაემშვიდობა. ახლა არც წერისთვის სცალია ვინმეს და არც კითხვისთვის — ყველა მხოლოდ ახლობლების უსაფრთხოებაზე ფიქრობს. მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, თავდასხმის სამიზნედ არა მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურა, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობაც იქცა. ქვეყნის არაერთ ქალაქში რუსულმა არმიამ მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების განადგურება დაიწყო, საპორტო დასახლება მარიუპოლში კი სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფოც კი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
მართალია, ახლა უკრაინის მოქალაქეებს კითხვის დრო არ აქვთ, მაგრამ ბოლო თვეებში ნაყიდი წიგნები მათ მაინც გამოადგათ. მკვლევარმა ლევ შევჩენკომ თავის უბანში ფოტოც გადაიღო, როგორ ააგეს მისმა მეზობლებმა ბარიკადები წიგნებით. ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებულ სურათზე ჩანს, რომ ფანჯარა თავიდან ბოლომდე წიგნებით არის დაგმანული — მათი უმეტესობა ყუით შიგნითკენ დევს, ამიტომ სათაურების ამოკითხვა შეუძლებელია. თუმცა, ერთი მოზრდილი ტომის ავტორის დანახვა შევჩენკომ მაინც შეძლო — ეს რუსი მხატვრის, ილია გლაზუნოვის წიგნია. საინტერესო ისაა, რომ გლაზუნოვი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი საკუთარი თვალით ნახა და საბჭოთა კავშირის დაშლასაც მოესწრო, პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერი იყო და რუსეთის "დიდებულებას" არაერთი ნახატიც მიუძღვნა. ახლა კი მისი ნამუშევრების ალბომით უკრაინელები სწორედ "დიდებული" რუსეთის არმიისგან იცავენ თავს.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
ასევე იხილეთ:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები