Askgov.ge-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის მე-3 კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო
ფოტო: FORSET
Askgov.ge-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსების ყოველთვიური სერია გრძელდება. რიგით მესამე, მარტის კონკურსში სიახლეა — ვიზუალიზაციების ავტორები ფორსეტისგან მონაწილეობის სერტიფიკატს მიიღებენ, ერთ-ერთი გამარჯვებული კი "ფლანგვის დეტექტორში" სტაჟირებით დაჯილდოვდება. დამატებით, ყველა მონაწილეს ექნება შანსი გაიმარჯვოს და ფულადი პრიზი მიიღოს — საწყისი საპრიზო ფონდი 3 500 ლარია.
კონკურსისთვის მოსამზადებელ პერიოდში, ფორსეტი სწავლებისა და კონსულტაციების გაზრდილ შესაძლებლობებს გთავაზობთ. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ სასწავლო რესურსებს მონაცემთა დამუშავების, ანალიზის, დიზაინის პრინციპების, ვიზუალიზაციის კონცეფციის, აუდიტორიისა და ამბის თხრობის შესახებ.
ამასთან ერთად, ორი კვირის მანძილზე, საშუალება გექნებათ კითხები გაუზიაროთ მონაცემთა ვიზუალიზაციის ექსპერტებს და მიიღოთ კონსულტაციები ნაშრომის გაუმჯობესებისთვის.
კონკურსის შეფასების კრიტერიუმები და მენტორობის სესიები გამარჯვების შანსს აძლევს სხვადასხვა პროფესიის და უნარ-ჩვევების მქონე მონაწილეებს
❑ რა არის Askgov.ge?
Askgov.ge საზოგადოების მიერ მართული პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, მარტივად გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია 300-ზე მეტი საჯარო უწყებიდან და/ან გაეცნოს სხვების მიერ უკვე გამოთხოვილ მონაცემებს.
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც საჯარო დაწესებულება ფლობს, საჯარო ინფორმაციაა, იქნება ეს სტატისტიკური მონაცემი, პროექტის შესახებ ინფორმაცია, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერი. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა. დემოკრატიის მიერ მონიჭებულ ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ინსტრუმენტს, Askgov.ge-ის მეშვეობით, ვიყენებთ დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის, ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდისთვისა და საჯარო დაწესებულებებში მეტი გამჭვირვალობის მოპოვებისთვის.
❑ როგორ მივიღო მონაწილეობა?
მონაწილეობის მისაღებად, 14 მარტამდე დარეგისტრირდი ამ ბმულზე. მონაწილეობა შეგიძლია მიიღო როგორც ინდივიდუალურად, ასევე მეწყვილესთან ერთად.
კონკურსის პრინციპი მარტივია — თქვენი დავალებაა, Askgov.ge-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მონაცემთა ვიზუალიზაცია შექმნათ. მონაცემთა ვიზუალიზაცია მოიაზრებს:
- ინტერაქციულ ვიზუალიზაციას (ინტერაქციული დეშბორდი, რუკა, ა.შ);
- სტატიკურ ვიზუალიზაციას (ინფოგრაფიკას);
- ანიმაციურ გიფს;
- სხვას.
საკონკურსო ვადაში, შეგიძლია გამოითხოვო სასურველი ინფორმაცია Askgov.ge-ს მეშვეობით, ან გამოიყენო პორტალზე უკვე არსებული მონაცემები. ვიზუალიზაციის შექმნისას, შეზღუდული არ ხარ სასურველი ხელსაწყოს გამოყენებაში (მაგ: Adobe Illustrator, Tableau, Piktochart, Canva), თუმცა, ნაშრომის საბოლოო ფორმატის საჯაროდ გაზიარება უნდა იყოს შესაძლებელი.
❑ როგორია შეფასების კრიტერიუმები?
- სიზუსტე: რამდენად ზუსტია მონაცემების ანალიზი?
- რელევანტურობა: რამდენად აქტუალურია მონაცემთა ვიზუალიზაციის თემა?
- უნიკალურობა/სიახლე: რამდენად ახლებური გზები იპოვა მონაწილემ საკუთარი ამბის გადმოსაცემად? არის ეს ამბავი არაერთხელ გაშუქებული თუ მონაწილემ მოახერხა განსხვავებულად შეეხედა ამბისთვის?
- კონცეფცია: რამდენად დახვეწილია ვიზუალიზაციის კონცეფცია (ნაშრომის სტრუქტურა, მიზანი, გზავნილი და აუდიტორია)?
- დიზაინი: რამდენად გამართულია დიზაინი და რამდენად აკმაყოფილებს მონაცემთა ვიზუალიზაციის პრინციპებს?
- ტექნიკა: ვიზუალიზაციისთვის გამოყენებული ხელსაწყოების და პროგრამების კომპლექსურობა და მიზნობრიობა.
- პროგრესი: რამდენად დასრულებულია პროდუქტი?
- პრეზენტაცია: რამდენად კარგად წარადგინა მონაწილემ საკუთარი იდეა/პროექტი ჟიურის წინაშე?
- ბონუსი — მონაცემების მრავალფეროვნება: რამდენად ბევრი და რელევანტური მონაცემი გამოითხოვა მოაწილემ askgov.ge-ს პორტალიდან?*
* ბონუს ქულებში არ ჩაითვლება ინფორმაციის მოთხოვნის ის შემთხვევები, როცა საჯარო დაწესებულებას მოთხოვნილი მონაცემები საიტზე უკვე განთავსებული აქვს.
* შეფასების ყველა კომპონენტს თანაბარი ძალა აქვს.
❑ კონკურსის ვადები
11 მარტი, 17:30 — ინფო სესია — ამ ონლაინ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აგიხსნით კონკურსის წესებს, გაგიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს და თქვენს კითხვებს ვუპასუხებთ.
12 მარტი — რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ სასწავლო რესურსებს, რომელთა გაცნობა რეკომენდირებულია ნაშრომებზე მუშაობისას.
14 მარტი — რეგისტრაციის დასასრული.
16–29 მარტი — მენტორობის სესიები — ამ პერიოდის განმავლობაში საშუალება გექნებათ, თქვენი პროგრესი და კითხები გაუზიაროთ მონაცემთა ვიზუალიზაციის ექსპერტებს და მიიღოთ რჩევები მონაცემთა ანალიზის, ამბის თხრობისა და დიზაინის მიმართულებით.
30–31 მარტი — პრეზენტაციები და გამარჯვებულების გამოვლენა — დღის პირველ ნახევარში თქვენს ვიზუალიზაციებს გამოგვიგზავნით, საღამოს კი, საშუალება გექნებათ, საკუთარი ნამუშევარი თავად წარუდგინოთ ჟიურის წევრებს და უპასუხოთ მათ კითხვებს. გამარჯვებულები მომდევნო დღეს გამოვლინდებიან.
❑ როგორ დავრეგისტრირდე?
- შეავსე ეს ფორმა 14 მარტამდე: https://forms.gle/a2mocLrpUki3ntCE9
- გაეცანი კონკურსში მონაწილეობის პრაქტიკულ სახელმძღვანელოს: https://bit.ly/3rr63lh
- 11 მარტს, 17:30 წუთზე, შემოგვიერთდი ინფო სესიაზე: https://us06web.zoom.us/j/85754645554pwd=THVUR0JZZklyNklhS3QxN24xbkZCUT09
- კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდი: jubo@forset.ge
Askgov.ge ბეტა ვერსიაში მუშაობს. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, შეგვატყობინეთ.კონკურსში არ მიიღება პროექტები, რომლებიც ნებისმიერი სახის დისკრიმინაციულ მიზანს ან გზავნილებს შეიცავენ.ეს ბლოგ-პოსტი შეიქმნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ამ დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია ფორსეტი და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის პოზიციის ამსახველად.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები