რას ამბობს საქართველოს პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო 2008 წლის ომზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
ფოტო: Reuters/Gleb Garanich
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ჰააგის სასამართლოში საქართველომ 2008 წლის ომის საქმეზე კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია. უწყების თქმით, საქმეზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს პოზიციის დამადასტურებელ მტკიცებულებების მოპოვებაში სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულები.
უწყებაში ამბობენ, რომ ქართული მხარის მიერ გამოძიებით მოპოვებული სამართლებრივი არგუმენტები ჰააგის სასამართლოში აქვთ გაგზავნილი. პროკურატურაში აღნიშნავენ იმასაც, რომ მათთან ერთად ამ გამარჯვებაში დიდია იუსტიციის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი.
"ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. როგორც საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებაშია ნათქვამი, პროკურორის სტანდარტების შესაბამისად, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება ყველა ეტაპზე მიმდინარეობდა დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად და ხელმძღვანელობდა მხოლოდ მოპოვებული მტკიცებულებებითა და რომის სტატუსით განსაზღვრული ვალდებულებებით", — აღნიშნავენ ისინი.
რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, სასამართლოს გადაწყვეტილებას ისინიც საქართველოს მიერ საერთაშორისო სასამართლოებში მიღწეულ მორიგ გამარჯვებად აფასებენ.
"ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი მძიმე დარღვევები შეერაცხება რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტულ წარმომადგენლებს", — ნათქვამია განცხადებაში.
უწყების თქმით, 2016 წლიდან საქართველოს მთავრობა იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისთან აქტიურად თანამშრომლობდა და სრულყოფილ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს აწვდიდა.
"ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის ახლანდელი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების წარდგენის შედეგი და სტრასბურგის ისტორიული გამარჯვების ლოგიკური გაგრძელებაა. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან, რათა საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ ყველა სხვა დანაშაულზე აღსრულდეს საერთაშორისო მართლმსაჯულება", — ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, სამინისტროში განმარტავენ, რომ რომის სტატუსის ყველა წევრ სახელმწიფოს ჰააგის სასამართლოსთან პირის დაკავებისა და სასამართლოსთვის გადაცემის კუთხით თანამშრომლობის ვალდებულება აქვს და საქართველო ამას სრულად შეასრულებს.
"აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოებში ქართული მხარის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ადასტურებს, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით", — აღნიშნავენ უწყებაში.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე დაკავების სამი ორდერი გასცა. ICC-ის პროკურორის კარიმ ხანის განცხადებით, ორდერები გაიცემა შემდეგ მაღალჩინოსნებზე:
- გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა, თანამდებობაზე იყო 2008 წლის31 ოქტომბრამდე;
- გამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც აგვისტოს მოვლენების დროს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი იყო;
- დავიდ სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში.
პროკურორის თქმით, აქვს დასაბუთებული საფუძველი ივარაუდოს, რომ ეს სამი პირი ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 2008 წლის 8-დან 27 აგვისტოს ჩათვლით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და მის გარშემო ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის.
მისი განცხადებით, დაკავების ორდერები კონკრეტულად ეხება უკანონო პატიმრობებს, არასათანადო მოპყრობას, მძევლების აყვანას და შემდგომში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო გადაყვანას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები