დასავლეთს ახლა უკვე ესმის, რომ ეს აშკარა ომია — ნინო ხარატიშვილი
ფოტო: Picture Alliance / NEWS AGENCY / Henrik Montgomery
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მეორე დღეს გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის, ახალი რომანი — Das Mangelnde Licht — გამოვიდა. სამხედრო კონფლიქტისა და ევროპის კონტინენტზე გამწვავებული სიტუაციის ფონზე ხელოვნებამ და კულტურამ გვერდზე ჩაიჩოჩა, თუმცა, ხარატიშვილის ახალი რომანი დღევანდელობისთვის იმაზე რელევანტურია, ვიდრე ამას ბევრი მკითხველი შეიძლება ხვდებოდეს. წიგნში ხომ გასული საუკუნის 90-იანი წლების რეალობაა აღწერილი — ის რეალობა, რომელსაც ასევე ამჩნევია რუსული აგრესიის კვალი.
ამ კვალზე, უკრაინის ომზე, სიტუაციებს შორის გავლებულ პარალელებსა და უშუალოდ ახალ წიგნზე ქართველ მწერალს გერმანული გამოცემა, Frankfurter Rundschau, ესაუბრა. ჟურნალისტ ანდრეა პოლმაიერის ინტერვიუში ხარატიშვილმა ღიად ილაპარაკა წარსულის გამოცდილებასა და ამჟამინდელი სიტუაციის გააზრებაზე.
"ჩემში ბრაზს იწვევს ის ფაქტი, რომ სიტუაციის ამგვარ განვითარებას აქ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ამჩნევდნენ", — აღნიშნავს მწერალი, — "საქართველო და ჩეჩნეთი ხომ დიდი ხნის წინ იყო. სირია და ყირიმის ომიც ასევე ჩაიკარგა დასავლურ მედიაში. ახლა კი, როცა ეს საზარელი ამბები ჩვენ თვალწინ ხდება, ვეღარანაირი პროპაგანდა და სიცრუე მას ვეღარ დამალავს. ახლა დასავლურ სამყაროს ესმის, რომ ეს აშკარა ომია, სადაც ერთი ქვეყანა მეორეს იპყრობს. ეს იმდენად დაუფარავია, რომ მეტი არაფრის თქმა არ შეიძლება".
ჟურნალისტმა ხარატიშვილს ასევე ჰკითხა, რამდენად შეიძლება უკრაინის ამჟამინდელ სიტუაციასა და საქართველოს ახლო წარსულს შორის პარალელების გავლება — რამდენადაც აფხაზეთის ომშიც და დონეცკ-ლუჰანსკიც შემთხვევაშიც რუსეთის მოტივი "რუსული უმცირესობის უფლებების დაცვა იყო".
"ეს რთული კითხვაა, რადგან უკრაინასა და საქართველოს შორის გავლებული ისტორიული პარალელების ფონზე, ჩემი მხრიდან კადნიერება იქნებოდა, მეთქვა, რომ საკუთარ თავს უკრაინელი ხალხის ადგილას ვაყენებ. ვიტყოდი, რომ ჩემთვის ნაცნობია ბევრი რამ, რაც იქ ხდება, თუმცა სხვა დროა და ალბათ ძალადობის სხვაგვარი ესკალაციაც", — პასუხობს ქართველი მწერალი.
ხარატიშვილმა 90-იან წლებში შექმნილ სიტუაციაზე, გაჭირვებასა და უწესრიგობაზეც, ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისი ერთ-ერთი პერსონაჟის მსგავსად, მაშინ "ზოგიერთმა იდეალისტმა იმ რეალობას დადევნება სცადა, რომელიც უკვე აღარ არსებობდა". მწერლის თქმით, იმ დროის გახსენება მისთვის სასიამოვნო არ არის.
"გინდა, ამ გამოსახულებებს გაექცე. ამიტომ არის ფოტოები მნიშვნელოვანი — გაიძულებენ, გახსოვდეს", — ამბობს ხარატიშვილი, — "დედაჩემი რომ ჩემს წიგნს კითხულობდა, უცბად შემომხედა და მითხრა, როგორ მძულს ეს დროო. მგონი, მისი სიტყვები კარგად ასახავს, რამდენად დაძაბული იყო სიტუაცია, რომ მისგან გათავისუფლებას ვერ ახერხებ".
ფოტო: SWR2
ნინო ხარატიშვილის ახალმა რომანმა კი უკვე მიიქცია დიდი ყურადღება. შილერის მემორიალური პრიზის მფლობელი ქართველი მწერლის უახლეს წიგნზე უფლებები ჯერ კიდევ გამოცემამდე გაიყიდა 10 ქვეყანაში. რომანს ერთ-ერთი უდიდესი ინგლისურენოვანი გამომცემლობა, HarperCollins-იც გამოსცემს.
Das Mangelnde Licht მიმდინარე წლის განმავლობაში ქართულადაც დაიბეჭდება. წიგნს, რომლის სამუშაო სათაურიც უკმარი სინათლეა, ქართულად მაია ფანჯიკიძე თარგმნის.
სხვათა შორის, რომანი რამდენიმე თვის წინ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ და აღიარებულ ევროპულ კინოფესტივალზე, ბერლინალეზე, იმ ათ საუკეთესო წიგნს შორის დასახელდა, რომელთა ეკრანიზაციასაც კინოხელოვანებს ურჩევენ.
აღსანიშნავია, რომ ეს ნინო ხარატიშვილის პირველი წარმატება არაა. მწერლის მესამე რომანი, მერვე სიცოცხლე, დუბლინის ლიტერატურული პრემიის ლონგლისტში მოხვდა. წიგნი მაშინ "პასტერნაკისა და მარკესის ნაზავად" შეაფასეს. მანამდე ხარატიშვილი ამავე რომანით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის, ბუკერის, ფინალისტებს შორისაც აღმოჩნდა. 2014 წელს გამოცემული მერვე სიცოცხლე ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, ბესტსელერად იქცა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები