რე|ბანკი მეწარმე ქალებს მარტის სემინარებს სთავაზობს
ფოტო: რე ბანკი
მარტის თვე ქალთა უფლებების დაცვისა და გაძლიერების დღეებს უკავშირდება. ამ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობისას განსაკუთრებული როლი ენიჭება კერძო სექტორის ჩართულობასა და ინიციატივებს.
მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ძლიერ ორგანიზაციებს აქვთ კარგი შესაძლებლობა, ხელი შეუწყონ ქალებს, მცირე დროში მიაღწიონ ეკონომიკურ მდგრადობასა და დამოუკიდებლობას, გადასცენ მათ სექტორთან დაკავშირებული ცოდნა და გაუმარტივონ პრაქტიკული ქმედებები. სწორედ ამ მიზნით, ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პაშა ბანკისა და რე|ბანკის ინიციატივით, BDO-სთან თანამშრომლების ფარგლებში შეიქმნა თემატური მასტერკლასები სპეციალურად მცირე მეწარმე ქალებისა და ბიზნესის წარმოებით დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის.
ამ ინიციატივის ფარგლებში 18 და 25 მარტს ორი შეხვედრა ჩატარდება. მასტერკლასების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, BDO-ის ექსპერტებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ იმ საკითხებზე, რაც მათ წარმოების პროცესის სწორად წარმართვასა და შემდგომ განვითარებაში შეუწყობს ხელს.
მასტერკლასების მოდულის თემები მეწარმე ქალების წინასწარი გამოკითხვის შედეგად შეირჩა. შესაბამისად, დარგის სპეციალისტებისგან ისინი მიიღებენ რეკომენდაციებს, თუ როგორ გარდაქმნან მათი იდეები ბიზნესგეგმად და როგორ მართონ ბიზნესპროცესები ფინანსური და საგადასახადო მიმართულებით.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას. ჩვენი ხედვა, ვიყოთ პასუხისმგებლიანი ბიზნესი, ასევე გულისხმობს საზოგადოებაში არსებულ არაერთ პრობლემურ საკითხზე მუშაობას. ამჯერად, ქალთა უფლებების დღესთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შეგვედგინა თემატური მასტერკლასები სპეციალურად მეწარმე ქალებისთვის და მათთვის, ვინც ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს დგამს. ჩვენ კომპანიის შიგნითაც აქტიურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ქალთა გაძლიერებას. გვეამაყება, რომ დღეისთვის ჩვენთან დასაქმებულთა 64,5%-ს ქალები წარმოადგენენ და რომ სამეთვალყურეო საბჭოში ქალი წარმომადგენელი გვყავს", — განაცხადა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის და რებანკის მარკეტინგის და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა.
"არსებობის მანძილზე BDO-ს არაერთი მსგავსი ინიციატივისთვის დაუჭერია მხარი. ჩვენი მისიაა, ცოდნით და გამოცდილებით უზრუნველვყოთ საზოგადოების კეთილდღეობა, მოცემული პროექტი კი საშუალებას მოგვცემს, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში შევიტანოთ წვლილი. ქალების ეკონომიკური სიძლიერე ქვეყნის განვითარების დონის მაჩვენებელია და მოხარულები ვართ, რომ მარტის აქტივობებს სწორედ ამ მიმართულებით წარვმართავთ", — ამბობს მაია ხაჩიძე, BDO-ს პარტნიორი.
რე|ბანკი პაშა ბანკის ქვებრენდია, რომელიც ფიზიკურ პირებს ემსახურება. მისი უნიკალური პროდუქტია ტოპ|ქარდი — შოპინგ ბარათი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გააკეთონ სასურველი შენაძენი, თანხის გადახდა კი შემდგომ თვეებზე გადაანაწილონ. ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ამ ბმულზე, ასევე რე|ბანკის ფილიალებსა და გაყიდვების წერტილებში.
BDO-ს პროფესიონალების გუნდი 20 წელზე მეტია, თავისი ინოვაციური მიდგომებით ეხმარება კლიენტებს მათი ბიზნესის განვითარებაში, სამუშაო პროცესების დახვეწასა და შესაძლო რისკების გამოვლენაში. BDO კლიენტებს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს.
სემინარზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები