არაორდინალური შესრულების სტილი, რომელიც პირველივე ბგერებიდან იპყრობს ყურადღებას
ვახო ჟორჟოლიანს ამერიკული მუსიკა ბავშვობიდან შეუყვარდა. მუსიკალური ფილმი Crossroads მისთვის იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ გიტარაზე და ჰარმონიკაზე დაკვრა თავად ისწავლა. დღეს ვახო ჟორჟოლიანი როგორც ისრაელში, ისე საქართველოში ბლუზის ერთ-ერთ გამორჩეულ შემსრულებლად ითვლება.
90-იანებში, როცა საქართველოში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა, ვახოს ოჯახი საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა, თუმცა ვახო საქართველოში დარჩა, რათა კონსერვატორიაში გაეგრძელებინა სწავლა.
"რამდენადაც შესაძლებელი იყო პოსტსაბჭოთა საქართველოში მუსიკალური ინფორმაცია მოგვეგროვებინა, ვაგროვებდით, თუმცა მაინც არ გვყოფნიდა. მუსიკალურმა სკოლამ და კონსერვატორიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემს განვითარებაში. კონსერვატორიაში სწავლისას სულ ვცდილობდი, მეტი ადამიანისათვის გამეცნო ბლუზი. ბოლოს კონსერვატორიის რექტორმა დარბაზიც კი დაგვითმო კონცერტის ჩასატარებლად. პოსტსაბჭოთა სივრცის საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ეს დიდი რევოლუცია იყო. დღეს კონსერვატორიაში ჯაზისა და ბლუზის ფაკულტეტია გახსნილი, რაც იმ დროისთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. ვფიქრობ, რომ ამაში ჩემი წვლილიც არის".
კონსერვატორიის შემდეგ ვახომ სწავლა იერუსალიმის რუბინ აკადემიაში გააგრძელა; ჰქონდა კონცერტები და მუშაობდა ცნობილ მუსიკოსებთან ერთად. 2003 წელს აშშ-ში გაემგზავრა, კერძოდ კი — მისისიპიში: "წავედი გზაჯვარედინზე როუზდეილში, სადაც ლეგენდის მიხედვით, რობერტ ჯონსონმა სული გაყიდა, რათა ბოლომდე შეეგრძნო, რა არის ბლუზი". ვახოს თქმით, ყველა ბლუზმენმა იცის, ვინ არის რობერტ ჯონსონი და მის ჩანაწერებზე დღემდე იზრდებიან თაობები.
კადრი ფილმიდან Crossroads
ფოტო: Crossroads (1986)
აშშ-მ ვახოს ახალი შესაძლებლობები გაუჩინა: მუსიკოსმა მისისიპის შტატის ბლუზის რეგიონალურ კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა, რასაც მალევე მოჰყვა II ადგილი მსოფლიო ბლუზის კონკურსზე. გვერდიგვერ მუშაობდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: დევიდ ლი დურჰამი, დევიდ ლი თომსონი და სხვები. ასევე, უკრავდა მორგან ფრიმანის ძალიან ცნობილ კლუბ "Ground Zero"-ში. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ 2004 წელს კლუბ "ებანიში" ბიბი კინგის დახვედრის ყოველწლიური ღონისძიება "BiBi King Coming Home" სწორედ ვახომ გახსნა. იმავე წელს მუსიკოსმა დელტა სთეით უნივერსიტეტშიც ჩააბარა.
გეგმები ისრაელში მომხდარი ტეროტისტული აქტის გამო აირია. დაშავებული მამის მოსანახულებლად ვახო ისრაელში, ოჯახთან დაბრუნდა. დღეს ის საქართველოში ცხოვრობს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად და მისი ცხოვრება კვლავაც მუსიკასთანაა დაკავშირებული. სულ რამდენიმე დღის წინ ჯაზ კლუბ ზინგერში თავად გავხდი ვახოს არაჩვეულებრივი პერფორმანსის მომსწრე, დარბაზი ფეხზე წამოდგა და რამდენიმე წუთის განმავლობაში გაუჩერებლად უკრავდა ტაშს.
თუმცა, მისი ოცნება, რომ ამერიკაში ამერიკული ბლუზი დაუკრას, ჯერ კიდევ
ძალაშია...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები