რუსეთმა კანადას ოფიციალური წერილი მისწერა და უკან წითლად ჩასწორებული დაუბრუნეს
ცოტა ხნის წინ რუსეთმა კანადას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომლითაც სთხოვდა, გაეროს უშიშროების საბჭოსთვის უკრაინის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საფრანგეთისა და მექსიკის მიერ წარდგენილი რეზოლუციისთვის მხარი არ დაეჭირა. ამის ნაცვლად კი მხარდაჭერა გამოეხატა თავად რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტისთვის, რომელიც, რუსეთის განცხადებით, უკრაინელი მოქალაქეების უსაფრთხოებას ეფექტიანად უზრუნველყოფდა და თანაც "პოლიტიკისგან დაცლილი" იქნებოდა. რუსეთის თქმით, დასავლეთის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას "ანტირუსული" ხასიათი ჰქონდა და "თითს რუსეთისკენ მიკერძოებულად იშვერდა".
გაეროში კანადის დელეგაციამ წერილსა და შესაბამის დახმარებაზე უბრალოდ უარის თქმა არ იკმარა და გადაწყვიტა, რუსეთისთვის ნათლად დაენახებინა, თუ რამდენად არადამაჯერებელი იყო მათი ოფიციალური მიმართვა, რომელშიც რუსეთი უკრაინაში დაღუპული და დაშავებული ადამიანების ბედზე პასუხისმგებლობას საერთოდ არ იღებდა.
კანადის დელეგაციამ გადაწყვიტა, წერილი წითლად შეესწორებინა და ჩაეწერა ყველაფერი, რაც რუსეთის დელეგაციამ არ აღიარა. კანადამ შესწორებული წერილი ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშზე გამოაქვეყნა.
"მოგმართავთ უკრაინაში არსებული საზარელი ჰუმანიტარული მდგომარეობის გადაუდებელ საკითხთან დაკავშირებით", — ამ წინადადებით იწყება ოფიციალური წერილი, რომელსაც კანადამ ფრაზა "რომელიც ჩვენმა უკანონო ომმა და აგრესიამ გამოიწვია" დაურთო.
"საერთაშორისო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მსგავსად ჩვენც შეშფოთებულები ვართ მდგომარეობის გაუარესებით" — ეს ფრაზა კანადამ შემდეგნაირად გადააკეთა: "ჩვენ არ ვართ შეშფოთებულები მდგომარეობის გაუარესებით, რადგან ამის გამომწვევი მთავარი მიზეზი თავად ვართ".
წერილში რუსეთის დელეგაცია აცხადებს, რომ გეოპოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შემცირება ნებისმიერი მეთოდით უნდა ეცადონ. ამის შესახებ აბზაცს კანადამ შენიშვნის სახით დაურთო: "დიახ, მაგრამ თქვენ თავს ესხმით მშვიდობიან მოსახლეობას, ბომბავთ სკოლებსა და საავადმყოფოებს და იპარავთ მათთვის განკუთვნილ დახმარებას. ეს გვაფიქრებინებს, რომ განცხადების თავადაც არ გჯერათ".
რუსეთმა დასავლეთი ანტირუსული პოლიტიკის გატარებაშიც დაადანაშაულა: "სამწუხაროდ, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს, ანტირუსული პოლიტიკა გაატარონ და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირება მოახდინონ". კანადას კომენტარის გარეშე არც ეს აბზაცი დაუტოვებია: "მართლა გგონიათ, რომ გაერო ამას დაიჯერებს?"
წერილში ბავშვებისა და ქალების დახმარების მზაობის გამოთქმას კანადამ სამშობიაროს დაბომბვის შეხსენებით უპასუხა: "როგორ ახსნით სამშობიაროს დაბომბვასა და 200-მდე სკოლის განადგურებას?"
კანადის წარმომადგენლობამ წერილის ბოლოს ისიც დააზუსტა, რომ წერილით რუსეთის მთავარი მიზანი იყო, კანადა დაეყოლიებინა იმ დანაშაულის დაფარვაში, რომელიც თავად რუსეთმა უკრაინელი ხალხის წინაშე ჩაიდინეს.
ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტს გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა დიმიტრი პოლიანსკიმ "საბავშვო ბაღის დონის" უწოდა და კანადა რუსოფობიაში დაადანაშაულა:
"მადლობა კანადის დელეგაციას ამ საბავშვო ბაღის დონის რუსოფობიური ცილისწამებისთვის. ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი დიპლომატიური უნარები და კარგი მანერები დაკნინებულია. ვხვდებით, თუ რატომ უარყოფს გაერო ბოლო 20 წელია, თქვენი ქვეყნის სურვილს, რომ უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი გახდეს", — ვკითხულობთ ტვიტში.
აღსანიშნავია, რომ უშიშროების საბჭო რუსეთის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს კენჭს აღარ უყრის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები