ნეტავ, ჩემი წინაპრებისეული ცხვირი შემენარჩუნებინა — ბელა ჰადიდის თქმით, რინოპლასტიკის ოპერაციის გაკეთებას ნანობს
ფოტო: Marc Piasecki / Getty Images
ამერიკული Vogue-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სუპერმოდელმა, ბელა ჰადიდმა, თავის გამოცდილებაზე და კარიერის განმავლობაში წარმოქმნილ ბარიერებზე ღიად ისაუბრა.
25 წლის მოდელის თქმით, ნანობს, რომ თავისი წინაპრების გარეგნული ნიშან-თვისებები დაკარგა. ჰადიდმა რინოპლასტიკის ოპერაცია 14 წლის ასაკში გაიკეთა, თუმცა, ამ თემაზე საჯაროდ არასდროს უსაუბრია.
"ნეტავ, ჩემი წინაპრებისეული ცხვირი შემენარჩუნებინა", — ამბობს ჰადიდი, რომლის მამას პალესტინური ფესვები აქვს, — "მგონი, ამას შევეგუებოდი".
ბელას თქმით, თავისი არასრულფასოვნების შეგრძნება გარკვეულწილად იმან გამოიწვია, რომ თავის უფროს დასთან, ასევე ცნობილ სუპერმოდელ ჯიჯი ჰადიდთან, შედარებისას თავს უფრო უშნოდ მიიჩნევდა. მიუხედავად დების განსხვავებული გარეგნობისა, მათ დღემდე ხშირად ადარებენ ერთმანეთს.
"უფრო უშნო და ვიყავი", — იხსენებს ბელა, — "შავგრემანი ვიყავი და ისეთი მაგარი და კომუნიკაბელური ვერა, როგორიც ჯიჯი. ყოველ შემთხვევაში, ხალხი ამას ამბობდა ჩემზე. და, სამწუხაროდ, როცა რაღაცას ბევრჯერ გიმეორებენ, ამის დაჯერებას იწყებ".
ინტერვიუს გამოქვეყნებისთანავე ინტერნეტში გაცხარებული განხილვა დაიწყო თემის ირგვლივ და ადამიანები აღნიშნავდნენ, რომ ბელას "ევროცენტრულმა სილამაზის სტანდარტებმა" ადრეულ ასაკშივე აიძულეს გარეგნობის შეცვლა, რის გამოც საკუთარი წინაპრებისეული და კულტურული ნიშან-თვისებები დაკარგა.
ფოტო: Victor Boyko / Getty Images
თუმცა, სტანდარტებთან ერთად, ბელას მიღებულ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენაში ბევრმა დების დედა, იოლანდა ჰადიდი, დაადანაშაულა. იოლანდას, რომელიც სატელევიზიო რეალითი შოუ The Real Housewives of Beverly Hills-ის ვარსკვლავი და ასევე ყოფილი მოდელია, ნიდერლანდური წარმომავლობა აქვს. იგი ბელასა და ჯიჯის მამაზე, მოჰამედზე, ექვსი წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული.
როგორც ეს რეალითი შოუში ვიხილეთ, იოლანდა თავისი შვილების ცხოვრებაში არცთუ იშვიათად ერეოდა და აკონტროლებდა, თუ რას ჭამდნენ ან იცვამდნენ, რომელ სპორტს მისდევდნენ და როგორ ფორმაში ჰქონდათ სხეული.
ინტერნეტმომხმარებლები დიდი ხანია, იოლანდას ევროცენტრული სილამაზის სტანდარტების თავისი შვილებისთვის თავსმოხვევაში ადანაშაულებენ — ქერათმიანი და ლურჯთვალება ჯიჯის "სულ მთლად ამერიკულ გოგოდ" არაერთხელ მოხსენიების გამო. შოუს ერთ-ერთ სერიაში იოლანდამ შვილები "შავ და თეთრ გედებადაც" მოიხსენია და აღნიშნა, რომ დებს შორის კი ყოველთვის იქნებოდა კონკურენცია, მაგრამ ბელა თავის გზას მაინც გაიკვლევდა.
"თუ ვიღაც შავგვრემან და ლურჯთვალება გოგოს ეძებს, ჯიჯი არ გამოადგება. მაგრამ თუკი სულ მთლად ამერიკელ გოგოს ეძებენ, ისინი ბელას არ აიყვანენ", — განაცხადა იოლანდამ.
მსგავსი რამ მან მოგვიანებითაც გაიმეორა, როცა W Magazine-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯიჯის ისევ "სულ მთლად ამერიკელი გოგო" უწოდა, ბელას კი "უფრო მუქგვრემანი და ეგზოტიკური".
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბელას ფანები ახლაც ვარაუდობენ, რომ არასრულფასოვნების გრძნობა სუპერმოდელს ადრეულ ასაკში, შესაძლოა, დედამისის "სულ მთლად ამერიკული" გარეგნობით შეპყრობამ გაუჩინა. ზოგიერთმა ამაში მოჰამედიც დაადანაშაულა, რადგან რინოპლასტიკის ოპერაციის გასაკეთებლად 14 წლის ბელას მშობლების თანხმობა დასჭირდებოდა.
ბელა, ჯიჯი და იოლანდა ჰადიდები
ფოტო: Getty Images
იოლანდას ევროპული სილამაზის სტანდარტებით შეპყრობის დასამტკიცებლად ფანებმა რეალითი შოუს კიდევ ერთი მომენტი გაიხსენეს, როცა ქალმა ვიზაჟისტს სთხოვა, ჯიჯის თვალები მოემრგვალებინა, რადგან "ამ მაკიაჟით ჩინელს ჰგავდა".
Vogue-თან ინტერვიუში კი ბელამ ასევე აღნიშნა, რომ წარსულში ანორექსია და "სხეულის ფორმასთან დაკავშირებული პრობლემები" აწუხებდა. მოდელის თქმით, მართალია, ახლა საკვებთან ჯანსაღი ურთიერთობა აქვს, თუმცა, წარსული ჩვევების შედეგად სარკეში იშვიათად თუ ჩაიხედება.
"ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს, როგორ აღმოჩნდა ამ საქმეში გოგო, რომელსაც წარმოუდგენელი კომპლექსები, შფოთვა, დეპრესია, სხეულის ფორმასთან და კვებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და ვერ იტანდა შეხებას? თუმცა, წლების განმავლობაში ჩემგან კარგი მსახიობი დადგა. სახეზე ღიმილს ან ძლიერ გამომეტყველებას ვიფარებ. ყოველთვის მეგონა, რომ რაღაც უნდა დამემტკიცებინა", — ამბობს ბელა.
სხვათა შორის, კვებასთან დაკავშირებული პრობლემების ხსენებისას ბევრმა ისევ იოლანდა გაიხსენა, როცა ჯიჯის დედა გამოსაშვებ საღამოზე ნამცხვრის ჭამის გამო გაუწყრა და შეახსენა, რომ "გამხდარი ფორმა უნდა შეენარჩუნებინა".
"იოლანდა ჰადიდს არ უნდოდა, ჯიჯის ნამცხვარი ეჭამა, მაგრამ მშობლის ნებართვას ხელი მოაწერა, რომ თავისი 14 წლის შვილს ცხვირის ოპერაცია გაეკეთებინა", — წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები