500 Georgia-ს გამარჯვებულმა Cargon-მა Flexport-ისგან დამატებითი ინვესტიცია მოიზიდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2019 წელს მსოფლიოში წამყვანი აქსელერატორი, 500 Global საქართველოში შემოვიდა. პროგრამაში ჩართულმა ქართულმა და საერთაშორისო სტარტაპებმა უკვე არაერთ წარმატებას მიაღწიეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა Cargon, რომელიც ამავდროულად 500 Georgia-ს პირველი ნაკადის გამარჯვებულია.
ციფრული ლოგისტიკური პლატფორმა, რომელიც რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერით ტვირთის მფლობელსა და გადამზიდს ერთმანეთთან აკავშირებს, უკვე წარმატებით ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე. პროექტის ფინალურ ეტაპზე, სტარტაპი ახალი გამოცდილების მისაღებად და ინვესტორებთან შესახვედრად სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე იმყოფებოდა. Cargon-ი სომხეთის შემდეგ, უზბეკეთისა და ყაზახეთის ბაზრებზეც შევიდა. სულ ახლახან კი, კომპანიამ მსოფლიოში ყველაზე დიდი ლოგისტიკური სტარტაპისგან Flexport , დამატებითი ინვესტიცია მოიზიდა.
Flexport ერთ-ერთია იმ უნიქორნ სტარტაპებს შორის, რომელიც სილიკონ ველიზე დაფუძნდა. მისი ამჟამინდელი ღირებულება 8 მილარდ დოლარს აღემატება.
"მსგავსი კომპანიისგან ინვესტიციის მოპოვება ჩვენი საქმიანობის ვალიდაციაა და დამატებითი მოტივაცია, რომ ჩვენი რეგიონი კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ ლოგისტიკის კუთხით. მოპოვებული ინვესტიცია და ზოგადად, Flexport-თან პარტნიორობის ფარგლებში გაჩენილი ახალი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დაეხმარება Cargon-ს რეგიონალურ განვითარებასა და ახალი ბაზრების ათვისებაში" , — აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი შაკო ჯალაბაძე.
კომპანიის განვითარების საწყის ეტაპზე, Cargon-ის ძირითად სამიზნე აუდიტორიას ის საშუალო ზომის ბიზნესები წარმოადგენდა, რომლებიც საკუთარ პროდუქტს აწარმოებდნენ. დღეს, სტარტაპი უკვე ისეთ კომპანიებთანაც თანამშრომლობს, რომლებიც საექსპორტო და საიმპორტო საქმიანობით არიან დაკავებული.
"საწყის ეტაპზე, გვქონდა სხვადასხვა წინაღობა, რის გამოც Cargon-ის განვითარება ნელი ტემპით მიმდინარეობდა. 500 Georgia-ს მენტორებთან მუშაობით შევძელით, ეს პროცესი დაგვეჩქარებინა — მათი რჩევების გათვალისწინებით შევცვალეთ და დავხვეწეთ პლატფორმის დიზაინი, რის შედეგადაც სისტემით სარგებლობა კიდევ უფრო მარტივი და მოსახერხებელი გავხადეთ მომხმარებლისთვის", — ყვება კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვანო ჩალაძე.
"აქსელერაციის პროგრამიდან მიღებული ცოდნა დაგვეხმარა ნათლად დაგვენახა, თუ ვინ არის ჩვენი პოტენციური აუდიტორია და როგორ ვაქციოთ ისინი ლოიალურ მომხმარებლებად. გარდა ამისა, მოგვეცა უნიკალური შესაძლებლობა, შევხვედროდით მენტორებსა და ინვესტორებს სილიკონ ველიზე და შეგვეძინა მნიშვნელოვანი კონტაქტები. ეს კი, Cargon-ის სამომავლო ზრდისა და მასშტაბირებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი აღმოჩნდა. შედეგმაც არ დააყოვნა და Flexport-ის მიერ გამოყოფილი ინვესტიცია Cargon-ს შესაძლებლობას მისცემს კიდევ მეტად დახვეწოს სერვისი და მეტი ტვირთის მფლობელი და გადამზიდი დააკავშიროს ერთმანეთთან ", — დასძენს ის.
ინფორმაციისთვის, 500 Georgia-ს პირველი 2 ნაკადის მონაწილე 28 სტარტაპმა პროექტის ფარგლებში შთამბეჭდავი 212%-იანი ზრდა აჩვენა. მათი ჯამური შედეგები ასე გამოიყურება: 16.5 მილიონი ლარი – მოზიდული ინვესტიცია; 627 ათასზე მეტი – რეგისტრირებული მომხმარებელი; 89 – საერთაშორისო პარტნიორი; 354 – შექმნილი სამუშაო ადგილი; 4400 B2B მომხმარებელი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები