Northeastern University-სა და ალტე უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
Northeastern University-სა და ალტე უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც მრავალმხრივია — აკადემიურ პერსონალს, მკვლევარებსა და სტუდენტებს შორის თანამშრომლობა; ტრენინგების, სემინარების, ვებინარების დაგეგმვა/განხორციელება; აკადემიურ პროგრამებზე, პროექტებსა და კურიკულუმზე ერთობლივად მუშაობა, კოლაბორაცია აკადემიური პუბლიკაციებისა და სხვა თემატური მასალების მომზადების მიმართულებით და სხვა. ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება Northeastern University-ის ცივილიზაციათა შორის დიალოგის პროგრამის პროექტი: საქართველო: მეორე სამოთხე ევროპასა და აზიას შორის, რომელიც თბილისში, ალტე უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდება.
"Northeastern University-სა და ალტე უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შექმნის არაერთ უნიკალურ შესაძლებლობას როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვისაც. გამოცდილება, რომელსაც ეს უნივერსიტეტი გაგვიზიარებს, იქნება უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის. მჯერა, რომ ეს არის ძალიან ძლიერი, ორმხრივად სასარგებლო პარტიონორობის დასაწყისი, რომელიც კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს ჩაუყრის საფუძველს" — რამაზ კუკულაძე, ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი.
"მოხარული ვარ, რომ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა - პირველი გლობალური სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც Northeastern University-სა და ალტე უნივერსიტეტის თანამშრომლობით შეიქმნა, სტუდენტებს გავუზიაროთ ცოდნა, როგორც დინამიკური ეკონომიკური ტრანსფორმაციის, ასევე ტრანსკულტურული პროცესების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ამ შესაძლებლობის ფარგლებში, სტუდენტები გამოიკვლევენ და გაანალიზებენ თუ როგორ მოახერხა საქართველომ გეგმიური ეკონომიკიდან კაპიტალიზმზე გადასვლა" — იაკოვ ბარტი, Northeastern University-ის უნივერსიტეტის მარკეტინგის ასოც. პროფესორი და ცივილიზაციათა შორის დიალოგის პროგრამის ხელმძღვანელი.
Northeastern University-ის შესახებ
Northeastern University დაფუძნდა 1898 წელს და წარმოადგენს გლობალურ კვლევით უნივერსიტეტს. უნივერსიტეტის კამპუსები მდებარეობს: ბოსტონში, მასაჩუსეტში, ჩრდილოთ კაროლინაში, ლონდონში, პორტლანდში, სან ფრანცისკოში, სიეტლში, სილიკონ ველში, ტორონტოსა და ვანკუვერში. ამ ქსელის ფარგლებში, უნივერსიტეტი მუდმივად აფართოებს შესაძლებლობებს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებისა და კოლაბორაციული კვლევითი საქმიანობის მიმართულებით. 9 კოლეჯისა და სკოლის მრავალრიცხოვანი პროგრამები - როგორც კამპუსში, ასევე ონლაინ და ჰიბრიდულ ფორმატში - იძლევა სხვადასხვა აკადემიური ხარისხის მოპოვების შესაძლებლობას. მათ შორის, უნივერსიტეტი აერთიანებს 140-ზე მეტ მულტიდისციპლინარულ პროგრამას, რათა სტუდენტები მოამზადოს მიზანზე ორიენტირებული ცხოვრებისა და წარმატებული კარიერისთვის.
ალტე უნივერსიტეტის შესახებ
ალტე უნივერსიტეტი სრულად ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 2002 წელს დაფუძნდა და ამჟამად 13 ქვეყნის 2100-ზე მეტ სტუდენტს აერთიანებს 4 სკოლაში, ესენია: მედიცინის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის სკოლები. უნივერსიტეტის მისიაა სტუდენტებისთვის სრულფასოვანი ცოდნისა და ყველა საჭირო უნარის მიცემა, იმისათვის, რომ შექმნან დამატებითი, გრძელვადიანი ღირებულება, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. www.alte.edu.ge
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები