ილონ მასკი და ჯეიმს ფრანკო სასამართლოზე ამბერ ჰერდის მოწმეები იქნებიან
ფოტო: GETTY IMAGES, FILMMAGIC, WIREIMAGE
ყოფილი ცოლის, ამბერ ჰერდის, წინააღმდეგ ჯონი დეპის მიერ სასამართლოში 2019 წელს შეტანილი სარჩელის განხილვა სულ მალე დაიწყება: სასამართლო პროცესი ამ წლის 11 აპრილს გაიმართება და მასზე ამბერ ჰერდი მოწმეებად მოიწვევს ცნობილ ბიზნესმენ ილონ მასკსა და მსახიობ ჯეიმს ფრანკოს.
ჯონი დეპი ყოფილ მეუღლეს 2018 წელს ჟურნალ Washington Post-ში გამოქვეყნებული ტექსტის გამო უჩივის, რომელშიც ამბერი ოჯახურ ძალადობასა და მასთან გამკლავების გზებზე წერს. სტატიაში ჯონი ნახსენები არაა, თუმცა იქამდე, 2016 წელს, მათი დაშორების შემდეგ ჰერდიმ ყოფილი ქმარი ღიად დაადანაშაულა ძალადობაში, რასაც დეპი უარყოფს.
იმის გამო, რომ ბრიტანელი ტაბლოიდი The Sun ჯონი დეპს "მოძალადე ქმარს" უწოდებდა, მან "ცილისწამებისთვის" სარჩელი ამ ტაბლოიდის წინააღმდეგაც შეიტანა, თუმცა 2020 წელს დავა წააგო: ლონდონის სასამართლოს დადგენილებით, დეპი ცოლზე ნამდვილად ძალადობდა, ამიტომ მის შესახებ ტაბლოიდის მიერ გამოყენებული შეფასება "ცოლის მცემელი" სულაც არ იყო ცილისწამება.
ამჯერად განაჩენს ვირჯინიის შტატის სასამართლო გამოიტანს.
ფოტო: GETTY
ამბერმა მოითხოვა, რომ ვირჯინიის შტატის სასამართლოში ჯონის მიერ შეტანილი სარჩელი სასამართლოს არ განეხილა, რადგან დიდ ბრიტანეთში მიღებული გადაწყვეტილება არსებითად გავლენას უნდა ახდენდეს ზოგად სამართალწარმოებაზე. ამ ყველაფრის არგუმენტად ისიც გამოდგება, რომ ორივე სარჩელი ემყარება მოძალადის ბრალდებებს. ყველაფრის მიუხედავად, ვირჯინიის მოსამართლემ აგვისტოში დეპის სარჩელი დააკმაყოფილა და ამბერის მოთხოვნა დავის შეჩერების შესახებ უარყო.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, სასამართლო პროცესზე ამბერის მოწმეები მისი მეგობარი ჯეიმს ფრანკო, მსახიობი ელენ ბარკინი და ტესლას დამფუძნებელი ილონ მასკი იქნებიან. WandaVision-ის მსახიობი პოლ ბეტანი კი დეპის მოწმე იქნება.
ჰერდმა ადრე პროცესზე ჯეიმს ფრანკო უკვე ახსენა, რომელსაც საიდუმლოდ გაუმხილა, რომ ჯონთან ჩხუბის შედეგად სხეულზე სისხლჩაქცევები ჰქონდა. დეპი ამტკიცებს, რომ ჰერდს რომანი ჰქონდა ილონ მასკთან, როცა მათი ქორწინებიდან (2015) "ერთი თვეც კი არ იყო გასული".
ფოტო: WIREIMAGE, GETTY
ჯონი და ამბერი ერთმანეთს 2011 წელს ფილმის The Rum Diary გადაღებაზე შეხვდნენ და 2016 წლის მაისში დაშორდნენ, როცა ჰერდმა შემაკავებელი ორდერის გამოწერა მოითხოვა და მაშინ ჯერ კიდევ მისი ქმარი, ჯონი დეპი, ძალადობაში დაადანაშაულა. დეპმა უარყო ყველა ბრალდება და ყოფილი წყვილი ერთმანეთს სასამართლო პროცესების გარეშე 2016 წლის აგვისტოში დაშორდა. ემბრემა თქვა, რომ ქორწინებიდან მიღებული 7 მილიონი დოლარი ქველმოქმედებას შესწირა.
როგორც ცნობილია, მომავალ სასამართლოზე პირად შეტყობინებებსაც განიხილავენ — მიმოწერებს ჰერდსა და ჯონს შორის და ასევე მათ კოლეგებთან პირად საუბრებს. ამ ყველაფერში მონაწილეობას ჰარი პოტერის წიგნების სერიის ავტორი, ჯოან როულინგიც მიიღებს. ცნობილია, რომ ის საჯაროდ იცავდა დეპს, თუმცა მისი შემოქმედების მიხედვით გადაღებული ფილმების სერიაში ჯადოსნური ცხოველები ჯონი დეპმა როლი მაინც დაკარგა და ის მადს მიკელსენმა ჩაანაცვლა.
ფოტო: MIKE BEDARD
გასულ წელს ჯონმა ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემასთან აღნიშნა, რომ ჰოლივუდმა მას ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა იმედოვნებს, რომ მალე ყველაფერს "ნათელი მოეფინება".
დეპმა თავდაპირველად სარჩელი ცილისწამების ფაქტზე 2019 წელს შეიტანა, მისმა ადვოკატებმა კი სარჩელში აღნიშნეს: "ბატონ ჯონს არასდროს მიუყენებია ზიანი ქალბატონი ამბერისთვის. 2016 წელს მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები იყო მცდარი. ეს ყველაფერი იყო დახვეწილი თაღლითობის ნაწილი, რომელიც სპეციალურად შემუშავდა ქალბატონი ჰერდისტვის საჯარო ყურადღების მისაქცევად და მისი კარიერის განვითარებისთვის".
სარჩელის საპასუხოდ ჰერდის წარმომადგენელმა განაცხადა: "ეს უაზრო ქმედება არის ჯონი დეპის განმეორებითი და ბოლო მცდელობა, გააჩუმოს ყოფილი ცოლი. სინამდვილეში მას ვერ გააჩუმებენ. ბატონი ჯონის ქმედებები ადასტურებს, რომ მას ეს არ შეუძლია. ჩვენ გავიმარჯვებთ და დავამარცხებთ მას ამ ბრძოლაში, დავასრულებთ დეპისა და მისი იურიდიული გუნდის მიერ ჩემი კლიენტის უსაფუძვლო შევიწროებას."
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები