ურსულა ფონ დერ ლაიენი

23 Mar. 2022, 21:14

ყოველდღე ჩვენ ვუყურებთ სურათებს ალყაში მოქცეული უკრაინის ქალაქებიდან, მარიუპოლის, ხარკოვის და კიევის გარეუბნების განადგურებას. მაგრამ ნება მომეცით ერთი წუთით გადაგიყვანოთ ფრონტის ხაზის მიღმა, ოკუპირებულ უკრაინაში — ალყისა და დაბომბვის შემდეგ ოკუპაციის რეალობა ისეთივე შემზარავია. ახალი საკვები ფუფუნება გახდა, საავადმყოფოებსა და აფთიაქებში მედიკამენტების მარაგი იწურება, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ასობით ადამიანი დააკავეს. და მაინც, ყოველ დღე ათასობით უკრაინელი გამოდის გარეთ და აპროტესტებს რუსეთის შეჭრას.

ხერსონში, ბერდიანსკში, მელიტოპოლში ოკუპანტი ჯარისკაცების წინ თავის ლურჯ და ყვითელ დროშებს აფრიალებენ. ისინი არ გაჩერებულან, მას შემდეგაც, რაც რუსმა ჯარისკაცებმა სცემეს და ესროლეს რამდენიმე მათგანს. პატივცემულო წევრებო, თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მისი სახელია უკრაინა. და უკრაინის დროშა დღეს თავისუფლების დროშაა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…