ამერიკელ ძმებს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, 25 წლის შემდეგ კი უდანაშაულოდ ცნეს
ძმები ჯორჯ და მელვინ დეჯესუსები თითქმის 25-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ისინი სასჯელს იმ დანაშაულისთვის იხდიდნენ, რომელიც არ ჩაუდენიათ.
"ციხიდან გამოსვლის წუთები ძალიან ჰგავდა გამარჯვების შეგრძნებას, ეს დიდებული იყო", — განუცხადა ჯორჯ დეჯესუსმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, დაახლოებით 24 წელია, რაც ძმა არ უნახავს: ისინი სასჯელს სხვადასხვა დაწესებულებაში იხდიდნენ.
ამდენი წლის შემდეგ კი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.
ძმების მრავალი ალიბის მიუხედავად, ისინი 1997 წელს მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს. ჯორჯსა და მელვინს ვინმე მარგარეტ მიდკიფის მკვლელობაში ედებოდათ ბრალი: ქალი 1995 წელს საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი.
მრავალი წლის შემდეგ, როცა გამოძიებაში სხვა მტკიცებულებები გამოიკვეთა, გამომძიებლებმა აზრი შეიცვალეს და ძმებისთვის ბრალის მოხსნა მოითხოვეს.
"თქვენი ცხოვრების 25 წელი წაგართვეს და ამას ვეღარაფერი ჩაანაცვლებს. იმედია, ციხის კედლების მიღმა კვლავ შეძლებთ ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას", — უთხრა ძმებს ოკლენდის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ.
ამ საქმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დანაშაულის ადგილას აღებული დნმ-ის მიხედვით, ძმებს მკვლელობასთან არაფერი ესაქმებოდათ. ამის გარდა, არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რაც მათი ბრალეულობის გამოსაკვეთად გამოდგებოდა.
თავის დროზე ვინმე ბრენდონ გოჰაგენმა, რომლის დნმ-ის კვალი დანაშაულის ადგილას იპოვეს, გამოძიებას განუცხადა, რომ ერთ-ერთმა ძმამ, მელვინ დეჯესუსმა, აიძულა იგი, მსხვერპლი გაეუპატიურებინა, საბოლოოდ კი, ძმებმა სასიკვდილოდ სცემეს მსხვერპლი, მარგარეტ მიდკიფი. გოჰაგენმა ორივეს წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ დანაშაული აღიარა.
თუმცა თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, 2017 წელს, აღმოჩნდა, რომ გოჰაგენი კიდევ ერთი ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობაში იყო გარეული. მეტიც, ამ სასტიკი დამნაშავის ბრალდებები აქ არ მთავრდება: გამოძიება კიდევ 12 მსხვერპლი ქალის კვალზე გავიდა, რომლებზეც ის ემოციურად, ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა.
შესაბამისად, გაირკვა, რომ ძმების საქმეშიც დამნაშავე სწორედ გოჰაგენი იყო.
"მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კლიენტი, მელვინ დეჯესუსი და მისი ძმა, ჯორჯი 25 წლის შემდეგ სრულად გათავისუფლდებიან ამ ბრალდებისგან. ახლა ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ დავეხმაროთ მელვინ დეჯესუსს, დაუბრუნდეს მის ჩვეულ ცხოვრებას და შეიგრძნოს თავისუფლების გემო", — თქვა ადვოკატმა.
უდანაშაულო ჯორჯსა და მელვინს მხარდაჭერას ძალიან ბევრი სტრუქტურისა და ორგანოს წარმომადგენელი უცხადებს. გენერალური პროკურორის ოფისის თანახმად, გათავისუფლებულ პატიმრებს შეუძლიათ მიიღონ საცხოვრებელი ერთი წლით და სხვადასხვა სერვისზე უფასო ორწლიანი მომსახურება, მათ შორის ტრანსპორტირება, სამუშაო დახმარება და სასწავლო ტრენინგები.
მიჩიგანის შტატში 2016 წელს მიიღეს "უსამართლო პატიმრობის კომპენსაციის აქტი", რომელიც მიზნად ისახავს, უკანონო მსჯავრდადებულებისთვის 50,000 დოლარის ოდენობის კომპენსაციას და სხვა ხარჯების ანაზღაურებას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები