ნანა ძაგნიძის გამარჯვება და ტრაგედია
ფოტო: Worldsport
ქართულ ქალთა ჭადრაკში ახალი ვარსკვლავი აკიაფდა. 30 წლის ქუთაისელმა ნანა ძაგნიძემ პირველად კარიერაში და საქართველოს ისტორიაში, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო.
ქართველმა დიდოსტატმა 8,5 ქულას მოუყარა თავი და უკან ჩამოიტოვა ევროპის ექს-ჩემპიონები: კრამლინგი, სტეფანოვა, ლაგნო, ჟუკოვა, ჩანგი, ატალიკი; მსოფლიოს ექს-ჩემპიონი: მარია მუზეჩუკი და ყოფილი პრეტენდენტები: ანა მუზეჩუკი, გალიამოვა და პოგონინა.
რიგაში, კონტინენტის ინდივიდუალურ პირველობაზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვება ოდნავ დაჩრდილა ჩემპიონატის კურიოზულმა და სევდიანმა პროლოგმა.
სასტუმრო რედისონ ბლუს საკონფერენციო დარბაზში, სადაც ჩემპიონატი გაიმართა, დაჯილდოვების ცერემონიალზე, ორგანიზატორებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის აჟღერება ვერაფრით შეძლეს. ევროპის ჭადრაკის კავშირის (ECU) პრეზიდენტი, ქართველი დიდოსტატი ზურაბ აზმაიფარაშვილი იძულებული გახდა ჰიმნი საკუთარი მობილურიდან ჩაერთო.
ზურაბ აზმაიფარაშვილი მობილურში საქართველოს ჰიმნს ეძებს
ფოტო: VOA
ცერემონიის დასრულების შემდეგ კი ნანა ძაგნიძეს უაღრესად ტრაგიკული ამბავი ელოდა. ახალ ჩემპიონს ერთი დღის დაგვიანებით გააგებინეს, რომ სამშობლოში მამა გარდაეცვალა. ტურნირის ფინიშის სწორს ეს უმძიმესი ამბავი მოჭადრაკეს შეგნებულად დაუმალეს. მამის ავადმყოფობის გამო, 2015 წელს, მან ჩაქვში, ევროპის ჩემპიონატი მესამე ტურიდან მიატოვა.
„ყველაზე დიდი წარმატება და ყველაზე მწარე დანაკარგი ერთდროულად მოვიდა“ - ასე გამოეხმაურა ფეისბუქში ნანა ძაგნიძე ევროპის ჩემპიონობას და ოჯახურ ტრაგედიას. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი აღნიშნა:
ჩემი სამშობლო საქართველო ამაყია ჩემი წარმატებით, ამ გამარჯვებით, კიდევ ერთხელ, ევროპის მასშტაბით, ჩვენი ქვეყნის აღიარება მოხდა. ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. იმედია, რომ ეს წარმატება ახალი გამარჯვებების დასაწყისი გახდება.
„ჩემი სამშობლო საქართველო ამაყია ჩემი წარმატებით, ამ გამარჯვებით, კიდევ ერთხელ, ევროპის მასშტაბით, ჩვენი ქვეყნის აღიარება მოხდა. ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. იმედია, რომ ეს წარმატება ახალი გამარჯვებების დასაწყისი გახდება.“
რიგაში, ევროპის რიგით მე-18 ინდივიდუალურ ჩემპიონატზე, რომლის საპრიზო ფონდი 70 000 ევროს შეადგენდა, ძალიან ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. შვეიცარიული სისტემით მიმდინარე პირველობაზე, 33 ქვეყნის 144 მოჭადრაკე იბრძოდა, მათ შორის, 9 ქართველი, შოტლანდიის სახელით მოასპარეზე, 48 წლის ქეთევან არახამია-გრანტის ჩათვლით.
ნანა ძაგნიძემ ერთი თვის წინ, თეირანში, მსოფლიო ჩემპიონატზეც აჩვენა, რომ პირადმა მწვრთნელმა - ხვიჩა სუპატაშვილმა ძალიან კარგად მოამზადა. მაშინ მან მეოთხედფინალს მიაღწია, სადაც ინდოელ დიდოსტატ ჰარიკა დრონავალთან დასანანი მარცხი იწვნია.
ამჯერად, ძაგნიძე შეუდარებელი იყო. ქუთაისელმა დიდოსტატმა საწყისი სამი პარტია (მამეჯაროვა, ბაბი, პაპი) უპრობლემოდ მოიგო. შემდეგ ანა მუზეჩუკს და ოლგა ზიმინას დაუზავდა, რასაც ევროპის ექს-ჩემპიონ თურქ ეკატერინე ატალიკთან გამარჯვება მოჰყვა.
დარჩენილი ხუთი პარტიიდან, ძაგნიძემ ორი მოიგო (დანიელიანი, სოცკო), სამში კი ყაიმი დააფიქსირა (გორიაჩკინა, პოგონინა), მათ შორის, მსოფლიოს ექსჩემპიონ მარია მუზეჩუკთან.
გადამწყვეტი ქულა ნანამ რუს დიდოსტატ პოგონინასთან მოიპოვა.
ფოტო: VOA
11 შესაძლებლიდან 8,5 ქულა ისტორიული გამარჯვებისთვის საკმარისი გამოდგა, ნანა ძაგნიძემ ნახევარი ქულით გაუსწრო - მეორე-მესამე ადგილზე გასულ რუს დიდოსტატებს: ალექსანდრა გოლიაჩკინასა და ალისა გალიამოვას.
7,5 ქულით მე-10 შედეგი აჩვენა თელაველმა დიდოსტატმა ბელა ხოტევანიშვილმა, რითაც ნანა ძაგნიძესთან ერთად, იმ 14 მოჭადრაკეს შორის მოხვდა, რომლებმაც მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს. ბელა ხოტევაშვილი ამბობს:
ჩემპიონატი დაუმარცხებლად გავიარე. მე-4 - მე-15 ადგილი გავიყავი და შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია მოვიპოვე, რაც ძალიან მნიშნველოვანი მიღწევაა.
„ჩემპიონატი დაუმარცხებლად გავიარე. მე-4 - მე-15 ადგილი გავიყავი და შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია მოვიპოვე, რაც ძალიან მნიშნველოვანი მიღწევაა.“
ნანა ძაგნიძის ეს გამარჯვება მით უფრო დასაფასებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ, ინდივიდუალურ დონეზე, ქართველ მოჭადრაკე ქალთა ფენომენალური გამარჯვებების სერია მხოლოდ საბჭოთა პერიოდზე მოდის.
საქართველოს დროშით, მსოფლიო ჩემპიონატის პრეტენდენტთა მატჩი, 24 წლის უკან, 1993 წელს, ერთადერთხელ ნანა იოსელიანმა ითამაშა და დამარცხდა. ევროპის ჩემპიონატზე კი აქამდე სამი ბრინჯაოს (2000, 2001, 2014) და ორი ვერცხლის (2013, 2015) მედალი გვქონდა.
უკვე ცხრა წელია ქართველ ქალებს არც საჭადრაკო ოლიმპიადაზე უმარჯვიათ. 1992-1996 წლებში, გაკეთებული "ჰეთ-თრიკის" შემდეგ, ბოლოს გუნდური ოქრო 2008 წელს, 38-ე ოლიმპიადაზე, დრეზდენში მოვიპოვეთ, იქ მეორე დაფაზე - 21 წლის ნანა ძაგნიძე იჯდა. 2015 წელს, კი საქართველოს ქალთა ნაკრებმა შედარებით ახალ ტურნირში, მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში იმარჯვა.
ნანა ძაგნიძის ისტორიულმა გამარჯვებამ ახალი ბიძგი უნდა მისცეს ქართული ჭადრაკის განვითარებას. მით უფრო, რომ საქართველო ორი უდიდესი საჭადრაკო ფორუმის მასპინძლად გვევლინება.
2017 წლის სექტემბერში, ბათუმი და თბილისი კაცთა შორის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ, სადაც ტიტულის დაცვას მოქმედი ჩემპიონი ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი ეცდება. 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კი ბათუმში, მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა გაიმართება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები