სამოქალაქო სექტორი 2008 წელს დამწვარი ბორჯომის ეროვნული ტყის აღსადგენად ერთიანდება
ფოტო: Travel Box
ეკოციდიდან 9 წლის შემდეგ, ქართველმა აქტივისტებმა ბორჯომის ტყის სრულად აღსადგენად მასშტაბური კამპანია დაიწყეს, რომელიც ბუნებრივი საფარის აღსადგენად საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლების გაერთიანებას ითვალისწინებს.
კამპანიის ფარგლებში თითქმის მილიონი (750 000) ხის დარგვა იგეგმება. მისი ინიციატორია ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო (ბია) და ხორციელდება თრიფექსის (Treepex) ტექნოლოგიური უზრუნველყოფით. დაგეგმილი პროექტისთვის შეიქმნა ვებგვერდი agadgine.ge.
ბორჯომის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 2008 წელს, რუსეთის მიერ გაჩენილი ხანძრის შედეგად, 250–მდე ჰექტარზე ტყის საფარი მთლიანად განადგურდა. ტყეს ცეცხლი რამდენიმე კვირის განმავლობაში ეკიდა. განადგურებული საფარი, კლასიფიკაციის მიხედვით, განეკუთვნებოდა უნიკალურ, განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების ტყეს, რომლის არსებობა განაპირობებს რეგიონში ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას.
ბორჯომის ტყის მდგომარეობა შეფასდა, როგორც ეკოლოგიური კატასტროფა.
წლების შემდეგ, ეკოლოგიური მდგომარეობა რეგიონში კიდევ უფრო დამძიმებულია. ვერ ხერხდება დაზიანებული უბნების ბუნებრივი განახლება, დამძიმებულია ეროზიული ფონი. ტერიტორიაზე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, მდგომარეობა შეფასდა როგორც ეკოლოგიური კატასტროფა. კვლევების მიხედვით, ტყის აღდგენის პროცესში ჩარევის გარეშე, ის ვეღარასდროს დაუბრუნდება პირვანდელ სახეს.
ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე ხის დარგვა ნებისმიერ მსურველს კამპანიისთვის სპეციალურად შექმნილი ვებგვერდის საშუალებით შეუძლია.
ვებგვერდზე agadgine.ge მომხმარებელი თავად ირჩევს რამდენი ხის დარგვა სურს. ხის დარგვა შესაძლებელია როგორც კომპანიის, ისე ფიზიკური პირის სახელით.
კამპანიის ფარგლებში, მომხმარებელს საშუალება აქვს თვალი ადევნოს პროცესს და ყოველდღიურად ვებგვერდზე გადაამოწმოს, რამდენი ხე დაირგო და რამდენი დარჩა ტყის სრულად აღსადგენად.
ტყის აღდგენის პროცესში ჩარევის გარეშე, ის ვეღარასდროს დაუბრუნდება პირვანდელ სახეს.
ბორჯომის ეროვნული პარკი ერთ-ერთი უდიდესი პარკია ევროპაში. ტერიტორია ყოველთვის გამოირჩეოდა იშვიათი სახეობის ხეებით და უნიკალური მცენარეებით. პარკის ტერიტორიაზე ბინადრობს წითელ ნუსხაში შესული ცხოველების 8 სახეობა.
2008 წლის ომის დროს, ბორჯომის ხეობაში, ხაიშში, ატენის ხეობასა და გორის მიმდებარე ტერიტორიაზე მთლიანად 1 100 ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა.
გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საომარი მოქმედებების დროს საქართველოს ბუნებას მილიარდ ლარზე მეტი ზიანი მიადგა. ბუნებაში დატოვებული რუსული კვალის აღმოფხვრას და ომამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნებას ათეულობით წელი დასჭირდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები