Startup Drive-ის აქსელერაციის ეტაპის მონაწილეები გამოვლინდნენ
ფოტო: თეგეტა მოტორსი
Future Laboratory-სა და თეგეტა ჰოლდინგის სტარტაპ აქსელერაციის პროგრამის მონაწილეებმა ბიზნესიდეები წარადგინეს. ავტოინოვაციების მიმართულებით მომუშავე 20-მდე სტარტაპმა პრეაქსელერაციის ეტაპი გაიარა. აქსელერაციის ეტაპზე გადასული 10 გუნდი კი სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა:
- Autoelement — მეორადი ავტონაწილების P2P ონლაინმაღაზია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ნაწილისა და ავტომობილების მფლობელებს;
- Ivi legal — იურიდიული პლატფორმა ლოჯისტიკის სექტორისთვის, რომელიც შექმნილია სატვირთოს მძღოლების მხარდასაჭერად, კონკრეტული ქვეყნების ტერიტორიაზე გადაადგილების პროცესში;
- Sos auto — ავტომომსახურების მობილური აპლიკაცია ავტოდახმარების, ევაკუატორის გამოსაძახებლად;
- Take me — მძღოლებისა და მგზავრების დასაკავშირებელი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ამანათების სანდოდ და უსაფრთხოდ ტრანსპორტირება;
- MG Drones — მცირე და საშუალო ზომის ამანათების ტრანსპორტირება ტექნოლოგიურად დახვეწილი დრონების საშუალებით;
- Cartune — Airbnb-ის შინაარსის აპლიკაცია ავტოინდუსტრიაში, რომლის მიზანია, მომხმარებლები დააკავშიროს ავტოხელოსნებთან;
- Unipass — სატრანსპორტო კომპანიებისა და მგზავრების დამაკავშირებელი ერთიანი პლატფორმა, რომელიც აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ზრდის უსაფრთხოებას. პლატფორმა წარმოადგენს Web და Mobile ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გაუმჯობესებულ პროდუქტს ჯავშნების მიმართულებით;
- Egarage — აპლიკაცია, რომელიც ავტომობილის მძღოლს შესაძლებლობას აძლევს, აკონტროლოს სერვისის მიღების ვადები;
- Opucat — მოპედებისთვის განკუთვნილი სამგზავრო ჩანთა გათბობისა და გაცივების სისტემით;
- SD — ჭკვიანი ტექნოლოგია უსაფრთხო მგზავრობისთვის. მოწყობილობა ახდენს ნასვამი მძღოლის იდენტიფიცირებას, ამოიცნობს, არის თუ არა ერთი და იგივე პირი ალკოტესტის ჩამბარებელი და მანქანის მძღოლი.
აქსელერაციის ეტაპისთვის შერჩეული სტარტაპები 5000-ლარიან გრანტს მიიღებენ. მომავალი 3 თვის განმავლობაში გუნდები მიღებული ინვესტიციით საკუთარი ბიზნესიდეის პროტოტიპის ფორმირებასა და ტესტირებაზე იმუშავებენ. მათ ცოდნის გაღრმავებასა და განვითარებაში დარგობრივი სპეციალისტები და გამოცდილი სტარტაპერები დაეხმარებიან. მონაწილეებს ექნებათ ინდივიდუალური შეხვედრები მენტორებთან, დაესწრებიან P2P შეკრებებსა და მოწვეული სპიკერების სესიებს.
საბოლოოდ, სტარტაპის შედეგებსა და პროტოტიპებს გუნდები დემო დღეზე წარადგენენ და გამარჯვებულებს ექნებათ წვდომა 200 000-ლარიან საინვესტიციო ფონდთან.
"Startup Drive-მა გვაჩვენა, რომ კორპორაციული სააქსელერაციო პროგრამის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. მოთხოვნა მაღალი იყო ავტოინოვაციების მიმართულებითაც. პრეაქსელერაციის ეტაპის შემდგომ, სესიებისა და მენტორების დახმარებით, შერჩეული სტარტაპების განვითარების მხრივ, დიდი წინსვლა გვაქვს. მიხარია, რომ 10 ძალიან საინტერესო სტარტაპს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი იდეები კიდევ უფრო რეალური გახადოს", — განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ, Future laboratory-ის დამფუძნებელმა.
რაც შეეხება თეგეა ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების დირექტორს, დავით ჭეიშვილს, მისი თქმით, ავტოინდუსტრია ბოლო წლებში ძალიან სწრაფად ვითარდება და ახლა ამ მიმართულებით ბევრი სტარტაპი აქტიურად მუშაობს.
"Startup Drive-ით, სწორედ ავტოინოვაციებზე მომუშავე სტარტაპებს მივეცით შესაძლებლობა, საკუთარი ბიზნესიდეები წარედგინათ, განევითარებინათ და საბოლოო მოდელამდე მიეყვანათ. 15 იდეა მოვისმინეთ და მიხარია, რომ არჩევანის გაკეთება მარტივი არ იყო. ეს უკვე ნიშნავს პროექტის წარმატებას და კიდევ ერთ ნაბიჯს სტარტაპ ეკოსისტემის განსავითარებლად", — თქვა მან.
Future Laboratory-სა და თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით, ავტოინოვაციებზე მომუშავე სტარტაპების აქსელერაციის პროექტი Startap Drive გასულ წელს დაიწყო და მონაწილეობის სურვილი 150-ზე მეტმა სტარტაპმა გამოთქვა.
შერჩევის შედეგად, პრეაქსელერაციის ეტაპზე 20-მდე მონაწილე გადავიდა. მათ საშუალება ჰქონდათ, ბიზნესიდეაზე დარგობრივი სპეციალისტების დახმარებით ემუშავათ. 3 კვირის განმავლობაში გუნდები სხვადასხვა თემატურ სესიას დაესწრნენ და რეკომენდაციები ქართველი და უცხოელი მენტორებისგან მიიღეს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები