სტრატეგია შეცვალეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს ომის დასრულებას, სიტუაცია საკმაოდ რთულია — ერმაკი
ფოტო: president.gov.ua
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ჯარების გაყვანაზე რუსეთის მტკიცების მიუხედავად, უკრაინა ამის რეალურ დასტურს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა, რომელსაც პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
"გვჯერა, რომ მათ საკუთარი სტრატეგია და გეგმები შეცვალეს. სამწუხაროდ, ეს არ ნიშნავს ომის დასრულებას. შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაცია საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით, მინდა ხაზი გავუსვა ჰუმანიტარულ სიტუაციას — ყველაფერი ძალიან ცუდად არის", — თქვა მან.
მისივე განცხადებით, მარიუპოლში სიტუაცია კატასტროფულია — ხალხი იხოცება შიმშილითა და წყურვილით, რუსები კი მათ ქალაქის დატოვების უფლებას არ აძლევენ.
"რუსები ადგილობრივებს ქალაქის დატოვების საშუალებას არ აძლევენ. მათ ათასობით მოქალაქე წაიყვანეს რუსეთში. ჩვენი, უკრაინის პოზიცია ძალიან ღია და გამჭვირვალეა: ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, გვინდა, რომ რუსული ძალები ჩვენი ტერიტორიიდან გავიდნენ. მოვითხოვთ ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას, განსაკუთრებით, მარიუპოლიდან", — აღნიშნა ერმაკმა.
ერმაკმა, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება, რასაც პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს გარშემო პარლამენტებში სიტყვით გამოსვლისას ყოველთვის მკაფიოდ აღნიშნავს.
"ჩვენ არ გვაქვს საკმარისი იარაღები და ისინი გვჭირდება, რათა ჩვენი ბრძოლა გავაგრძელოთ. მთელი მსოფლიო ხედავს, რომ უკრაინა ის ერია, რომელიც არასოდეს შეწყვეტს ბრძოლას, რადგან ჩვენი ჩვენი მიწისთვის ვიბრძვით. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვიბრძვით სრულიად დემოკრატიული მსოფლიოსთვის", — თქვა მან.
მან პრეზიდენტ ზელენსკის როლზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ძალიან მამაცი ადამიანია, რომელიც შედეგებზეა ორიენტირებული.
"ის აბსოლუტური ლიდერია ჩვენი ერის. ის არის ადამიანი, რომელიც ყველა უკრაინელს, მთელს მსოფლიოსა და ყველა ადამიანს საჭირო ენერგიასა და გამბედაობას აძლევს. დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს გარშემო ხალხმა, ვინც უკრაინას მხარს უჭერს, საკუთარი არჩევანი გააკეთა.
ჩვენ ათასობით ადამიანს ვხედავთ მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქალაქში ქუჩებში გამოსულებს და ჩვენ გავიმარჯვებთ, უკრაინა გამარჯვებული იქნება. ამაში დარწმუნებულები ვართ. მაგრამ საჭიროა, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს", — განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები