დიახ, მანქანა ქალის საქმეა — 25 წლის ლიკა მაისურაძე თეგეტას სერვისცენტრიდან
ფოტო: თეგეტა მოტორსი
მანქანის ხელოსანი მამა ფიქრობდა, რომ ეს ხელობა და მით უმეტეს, მექანიკოსობა ქალის საქმე არ არის. დედას უნდოდა, შვილი იურისტი გამოსულიყო. პატარა გოგოს კი სულ სხვა ინტერესები ჰქონდა. ჯერ მანქანებით თამაშობდა და ასაკის მატებასთან ერთად, ხვდებოდა, სათამაშოებიდან ნამდვილ ავტომობილებზე უნდა გადასულიყო. უბრალოდ კი არ ოცნებობდა, არამედ მიზანი დაისახა. დედას არ აწყენინა, იურიდიულზე ჩააბარა, თუმცა პარალელურად მამას სამსახურში დაჰყვებოდა და მანქანას სიღრმისეულად სწავლობდა.
"მამას ბავშვობიდან ვუყურებდი და ყოველთვის ვიცოდი, რამდენად შრომატევადი იყო მისი საქმე, თუმცა ამას არ შევუშინებივარ. რთული საქმე თითქოს მიზიდავდა კიდეც. თან რომ ვხედავდი, თავს ვართმევდი, სტიმულიც მემატებოდა. არაერთ პროფილაქტიკაში ვიმუშავე, ელიავაზეც მათ შორის. უკვე 4-წლიანი სტაჟი მაქვს. გამოცდილებასთან ერთად, ბევრი იმედგაცრუება და სტრესული ეტაპიც გავიარე. რადგან გოგო ვარ, მომხმარებელიც და ხელოსნებიც არასერიოზულად აღმიქვამდნენ, გამქცევია კიდეც მომხმარებელი. ამის მიუხედავად, უკან დახევა არც მიფიქრია", — ამბობს ლიკა მაისურაძე, მოსწავლე მექანიკოსი.
დაბრკოლებები არ აშინებდა, თუმცა საყვარელი საქმის მშვიდად კეთებაზე ფიქრი არასდროს შეუწყვეტია. თეგეტაში ბედის ცდა მეგობარმა ურჩია. თეგეტას სატვირთოს მექანიკოსი ქალების ისტორიებიც მოსმენილი ჰქონდა და თავადაც უნდოდა ემუშავა კომპანიაში, რომლისთვისაც გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვანია.
"წარმატებით გავიარე გასაუბრება და რადგან ნულიდან არ ვიწყებდი და გამოცდილებაც მქონდა, მოსწავლე მექანიკოსად ამიყვანეს. ვგრძნობ, მენდობიან და ძალიან მინდა, იმედები გავუმართლო. თბილი გარემოა, მენეჯერებიდან დაწყებული, ხელოსნებით დამთავრებული, ყველა მზადაა, დამეხმაროს. კარგად მესმის, რთულ საქმეს შევეჭიდე, თუმცა არ მიჭირს. ძნელად შესასრულებელი სამუშაო არ მაშინებს, რაც უფრო პრობლემურია მანქანა, მით უფრო კმაყოფილი ვარ მეც", — განაცხადა ლიკა მაისურაძემ.
საკუთარი თავის რწმენას არასდროს კარგავს. თვითგანვითარებაზე მუდმივად ზრუნავს და არც ერთი წამის ფუჭად გაფლანგვა არ სურს. დილიდან საღამომდე აკვირდება და ეხმარება ხელოსნებს. მის მიერ წარმატებით შესრულებული რთული სამუშაოს დანახვისას კი თანამშრომლების კმაყოფილი და გაოცებული გამომეტყველება მოტივაციას უმაღლებს.
"მინდა, ვიყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, რომელზეც ყველა ილაპარაკებს, რომ თეგეტას ჰყავს ქალი მექანიკოსი, რომელიც ძალიან მაგარია. ასე შევძლებ, დავამსხვრიო სტერეოტიპები და ადამიანებს ვაჩვენო, რომ ქალებს ყველაფერი შეგვიძლია, რასაც მოვინდომებთ", — ამბობს ლიკა.
ბავშვობაში ორი ოცნება ჰქონდა — გამხდარიყო მანქანის პროფესიონალი მექანიკოსი, რის მისაღწევადაც თავს არ ზოგავს და ახლა სწავლის პროცესშია. სამომავლოდ კი სატვირთოს მძღოლობასაც აპირებს. იცის, ამისთვისაც გამონახავს დროს და არც ამ სურვილის შესრულება გაუჭირდება. იმიტომ რომ, "თუ რაიმე გულით გინდა, არ უნდა დანებდე, არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ სხვები. ეს დიდი ძალის მომცემია და ყველაფერს შეგაძლებინებს", — დასძინა ლიკამ.
თეგეტა მოტორსის შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები