სტარტაპერი 5 — სამბრელას წარმატების გზა
ფოტო: სტარტაპერი / Sambrela
ახალი ბიზნესებისა და იდეების მხარდასაჭერად თიბისიმ 2017 წელს გადაწყვიტა, რომ პროგრამა სტარტაპერი შეექმნა, რომელსაც უკვე 5 წელი შეუსრულდა. ამ დროის განმავლობაში თიბისიმ პროგრამის ფარგლებში არაერთ ქართულ სტარტაპს დაუჭირა მხარი, რაც ახალი ბიზნესებისთვის ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: საბანკო პროდუქტებს, სტარტაპ განათლებას, სტარტაპ შეთავაზებასა და მედია მხარდაჭერას.
თიბისის სტარტაპერის ერთ-ერთი მონაწილეა სამბრელა, რომელიც მობილური თამაშებისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით მუშაობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქართული სტარტაპი თამაშებს მთელი მსოფლიოსთვის ქმნის. ასე რომ, სამბრელა დღეს ერთ-ერთ წარმატებული ქართული კომპანიაა და იმისათვის, რომ საზოგადოებამ უფრო მეტი გაიგოს ამ სტარტაპის შესახებ, ინტერვიუს სამბრელას წარმომადგენელ მარიამ გიორგობიანთან გთავაზობთ.
პირველ რიგში, საინტერესოა, როგორ მოგივიდათ სამბრელას შექმნის იდეა?
კომპანიის დაფუძნების მომენტისათვის მსოფლიოში Hyper Casual Games ახალი ტრენდი იყო. ამაში იგულისხმება თამაშები, რომლებიც არ მოითხოვს რთული გადაწყვეტილებების მიღებას, იოლი სათამაშოა და მათ მხოლოდ ერთი თითით თამაშობ. იმ დროს, 2019 წელს, საქართველოში არცერთი ცნობილი კომპანია ამ ტიპის თამაშებს არ ქმნიდა. ჩვენ კი გეიმ-დეველოპერების პატარა გუნდი შევიკრიბეთ და პირველი მსგავსი თამაშების შექმნა დავიწყეთ.
ფოტო: Facebook / Sambrela
რას სთავაზობს სამბრელა ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს და თქვენი აზრით, რა გამოარჩევს მას კონკურენტებისგან?
სამბრელა დღესაც გეიმ-დეველოპმენტით არის დაკავებული, ხოლო ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო კომპლექსური და ხარისხიანი თამაშები შევქმნათ. ამ მომენტისთვის ჩვენი გუნდი მუშაობს NFT თამაშის განვითარებაზე: Arena Master — სამბრელას პირველი NFT თამაშია, რომლითაც ჩვენ უკვე გავედით საერთაშორისო ბაზარზე და ინდუსტრიის წამყვანი კომპანიებთან და პროექტებთან ვთანამშრომლობთ. მომავალში კიდევ მრავალი მსგავსი თამაშისა და GameFi პლატფორმის შექმნას ვაპირებთ, სადაც ყველა ჩვენი NFT პროექტი იქნება განთავსებული. ამის გარდა, ჩვენი პარტნიორი-პლატფორმა Skillz-ის დახმარებით, Skill-based თამაშების განვითარებაზე ისევ ვმუშაობთ. პლატფორმაზე უკვე გამოქვეყნებულია სამბრელას განახლებული კარტის თამაში — 21 Solitaire, რომელსაც საკმაოდ კარგი შედეგები აქვს და შესაძლოა, Skillz-ის ერთ-ერთი ტოპ თამაში გახდებს.
სამბრელა თიბისის სტარტაპერის ერთ-ერთი მონაწილეა. საინტერესოა, რა ეტაპზე იყო თქვენი ბიზნესი, როცა თიბისის პარტნიორი გახდით და პროგრამა სტარტაპერში ჩაერთეთ? რა ტიპის მხარდაჭერა მიიღეთ ამ პროგრამის ფარგლებში?
ჩვენ თიბისის სტარტაპერის პროგრამაში კომპანიის დაფუძნების პირველივე დღიდან ჩავერთეთ. სტარტაპერი მედია მხარდაჭერის ფარგლებში, ხშირად გვაძლევდა და გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი კომპანიის შესახებ ფართო აუდიტორიას მოვუყვეთ.
რა სიახლეებს უნდა ელოდნენ თქვენი მომხმარებლები სამომავლოდ?
სამბრელას დიდი გეგმები აქვს: უფრო მეტი GameFi პროექტის წამოწყებასა და განვითარებას ვაპირებთ. სამომავლოდ გვინდა, შევქმნათ ე.წ. ჰაბი, სადაც NFT GameFi მიმართულებით დაინტერესებული ხალხი შეიკრიბება. უკვე ერთ კვირაში ვგეგმავთ პირველ ღონისძიებას, რომელიც სტარტს მისცემს ინდუსტრიით დაინტერესებული კომუნითის შექმნას.
და ბოლოს, რა რჩევას მისცემდით მომავალ სტარტაპერებს?
ყველაფერი — გუნდია. მთავარია, სწორი და მოტივირებული ადამიანთა გუნდი შეიკრას, რომელიც ნებისმიერ სტარტაპ პრობლემას გაუმკლავდება.
თიბისიმ 2017 წელს საქართველოში დამწყები ბიზნესების დაფინანსება დაიწყო და პროგრამა სტარტაპერი შექმნა. პროგრამა სტარტაპერის მიზანი ქვეყანაში სტარტაპების მხარდაჭერა და ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციაა. ამ დრომდე სტარტაპერებზე სესხის სახით გაცემულია 315 მილიონ ლარზე მეტი. იდეის ბიზნესად ქცევაში პროგრამა სტარტაპერი ადამიანებს ოთხი მიმართულებით სთავაზობს მხარდაჭერას: საბანკო პროდუქტები, სტარტაპ განათლება, სტარტაპ შეთავაზება და მედია მხარდაჭერა. 5 წლის განმავლობაში უკვე 55 000-ზე მეტმა დამწყებმა ბიზნესმა ისარგებლა სხვადასხვა მხარდაჭერით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები