გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და თიბისიმ სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმეს
ფოტო: თიბისი
თიბისი პირველი კერძო კომპანიაა საქართველოში, რომელთანაც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
ხელმოწერის ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა და მას საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი, კაორი იშიკავა და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე უძღვებოდნენ.
სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გააძლიერებს გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრაციას როგორც თიბისის შიგნით, ისე ორგანიზაციის გარეთ — ბაზარზე და ზოგადად, საზოგადოებაში.
ორგანიზაციებს შორის გაფორმებული მემორანდუმი შემდეგი მიმართულებების გაძლიერებას შეუწყობს ხელს: ქალთა პროფესიული განვითარება; ქალი მეწარმეების მხარდაჭერა რეგიონებსა და დიდ ქალაქებში; ქალების დასაქმების წახალისება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში; თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
"თიბისის, როგორც კერძო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებლის, როლი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების, მათ შორის გენდერული თანასწორობის, მიღწევაში ძალიან მნიშვნელოვანია. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალებისა და გოგოების ჩართულობის ხელშეწყობის კუთხით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და თიბისი ბანკი 2020 წლიდან აქტიურად თანამშრომლობენ. დარწმუნებული ვარ, ეს მემორანდუმი ჩვენს პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს და გაამრავალფეროვნებს", — გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, კაორი იშიკავა.
"ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ ერთგულება თიბისის კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. კომპანიის არსებობის 30 წლის მანძილზე, მდგრადი განვითარების და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით პროექტების განხორციელებას თიბისიში ისეთივე მნიშვნელობას ვანიჭებთ, როგორსაც ბიზნესის მიმართულების ხელშეწყობას. თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უწყობს ორი ორგანიზაცია ხელს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, რაც რა თქმა უნდა, თავის მხრივ, ბიზნესებში ქალების უფრო მეტად ჩართულობას განაპირობებს. დარწმუნებული ვარ, ერთად არაერთ საინტერესო და სასარგებლო ინიციატივას განვახორციელებთ", — ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სტრატეგიულ პარტნიორობას წინ უძღოდა 2021 წელს, თიბისის მიერ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმოწერა. აღნიშნული პრინციპები ერთგვარი გზამკვლევია მაღალი სოციალური პასუხისმბელობის მქონე ბიზნესებისთვის, შეექმნან ისეთი ეკონომიკური და სოციალური პირობები, რომლებიც ქალებს და კაცებს განვითარების შესაძლებლობას მისცემს, დაიცავს ქალების და კაცების თანასწორ უფლებებს სამუშაო სივრცესა და სოციუმში და იზრუნებს მათ გაძლიერებაზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.
თიბისიში, როგორც ტექნოლოგიურ კომპანიაში, ქალთა გაძლიერების საკითხების ინტეგრაციას და გენდერულ თანასწორობის საკითხებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 2021 წლის მონაცემებით, სხვადასხვა პოზიციაზე თიბისიში დასაქმებული თანამშრომლების 68% ქალია, ასევე, უმაღლესი რგოლის მენეჯერების 35%-ს ქალები წარმოადგენენ. თიბისი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს პროექტს — "500 ქალი ტექში", რაც ტექნოლოგიების სფეროში ქალთა როლის გაძლიერებასა და მათ ჩართულობას გულისხმობს. ამას გარდა, თიბისის IT აკადემიაში ქალებს შესაძლებლობა ეძლევათ, IT მიმართულებით გაიღრმავონ ცოდნა და დასაქმდნენ თიბისი ჯგუფში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები