თბილისში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები ამოქმედდება — სია
ფოტო: ლანა კოკაია / On.ge
თბილისის მერიის ინფორმაციით, 15 აპრილიდან ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები ეტაპობრივად ამოქმედდება. მათივე თქმით, სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გასაუმჯობესებლად ავტობუსის შვიდი და მიკროავტობუსის ათი ახალი მარშრუტი ამოქმედდება.
ავტობუსების ახალი მარშრუტები:
- #298 ავტობუსი — უზრუნველყოფს მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქავთარაძის ქუჩის გავლით, ყაზბეგისა და პეკინის გამზირების კავშირს, ასევე, მგზავრების მომსახურებას სადგურის მოედნის მიმართულებით;
- #299 ავტობუსი — უზრუნველყოფს მგზავრების მომსახურებას მეტროსადგურ დიდუბის ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან დიღმის მასივის მიმართულებით (ლუბლიანას ქუჩისკენ);
- #300 ავტობუსი — დავით აღმაშენებლის გამზირიდან საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით გადაადგილდება;
- #303 ავტობუსი — მგზავრებს მეტროსადგურ ვარკეთილიდან ილია სუხიშვილისა და სესილია თაყაიშვილის ქუჩების გავლით მოემსახურება;
- #366 ავტობუსი — სრულად ჩაანაცვლებს N420 მიკროავტობუსს და უზრუნველყოფს გიორგი აბაშვილის, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის, თრიალეთისა და კალოუბნის ქუჩების მომსახურებას (მეტროსადგურ ვარკეთილამდე);
- #396 ავტობუსი — ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს — #408. იგი მეტროსადგურ ისნის მიმართულებით, უზრუნველყოფს აეროპორტის, ალექსეევკის დასახლებებისა და მასთან ერთად, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების გადაყვანას;
- #399 ავტობუსი — ჩაანაცვლებს მიკროავტობუს #537-ს და მეტროსადგურ ვარკეთილიდან ლილო მოლის მიმართულებით იმოძრავებს;
- ავტობუსების — #373 და #379 მარშრუტებზე მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შემცირდება მოცდის ინტერვალი.
ავტობუსების მარშრუტების გარდა, ამოქმედდება მიკროავტობუსის შემდეგი ახალი მარშრუტები:
- #408 მიკროავტობუსი — მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნის გავლით, უზრუნველყოფს კაკაბაძისა და ჭონქაძის ქუჩების
მცხოვრებლების მომსახურებას;
-
#420 მიკროავტობუსი — მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან ჭოველიძისა და ბელინსკის ქუჩების გავლით, რჩეულიშვილისა და ჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს მოემსახურება;
-
#537 მიკროავტობუსი — მეტროსადგურ დელისიდან უზრუნველყოფს ნუცუბიძის პლატოს III და IV მიკრორაიონების კავშირს, ასევე, მოემსახურება დათუაშვილისა და ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩებს;
-
#549 მიკროავტობუსი — მოემსახურება წინანაურის, საბატონოს, ცოლიკაურის, ჟორდანიასა და დიდი ხეივნის ქუჩების მოსახლეობას;
-
#552 მიკროავტობუსი — უზრუნველყოფს კალანდაძისა და თორთლაძის ქუჩების მცხოვრებლების მომსახურებას და მგზავრებს მეტროსადგურ 300 არაგველთან დააკავშირებს.
-
#553 მიკროავტობუსი მეტროსადგურ ღრმაღელემდე იმოძრავებს გვაზაურის II შესახვევის, ზიგზაგის I და ბოგვის ქუჩების გავლით;
-
#554 მიკროავტობუსი — უზრუნველყოფს თვალჭრელიძის ქუჩისა და ამავე ქუჩის II შესახვევის, ასევე, ბერიაშვილის ქუჩის მომსახურებას და მესამე მასივის გავლით, მგზავრებს მეტროსადგურ ვარკეთილთან დააკავშირებს;
-
#555 მიკროავტობუსი — უზრუნველყოფს მგზავრთა გადაადგილებას მეტროსადგურ 300 არაგველამდე შორაპნის II ქუჩის, ზურაბიშვილისა და დოლაბაურის ქუჩების გავლით;
-
#556 მიკროავტობუსი — მგზავრებს როსტოვის, ქინქლაძის, ლარეხისა და ჩეჩელაშვილის ქუჩებით რკინიგზის გადასასვლელ ხიდთან დააკავშირებს;
-
N558 მიკროავტობუსი — უზრუნველყოფს მომსახურების გაუმჯობესებას მეტროსადგურ დელისამდე ნუცუბიძის I მიკრორაიონიდან ნუცუბიძის ქუჩის გავლით.
მერიაში ამბობენ, რომ მოცდის ინტერვალები შემცირდება შემდეგ მიკროავტობუსებზე — #403, #423, #424, #425, #428, #429, #439, #444, #445, #456, #465, #480, #496, #500, #510, #511, #520, #521, #524 და #546.
შეიცვალა ზოგიერთი მიკროავტობუსის მარშრუტი:
- #411 მიკროავტობუსის მარშრუტი დამატებით, მოემსახურება ქვემო ფონიჭალაში ალექსანდრე ბერიძის ქუჩის მოსახლეობას;
- #419-ის მარშრუტი წრიული იქნება და მიკროავტობუსი სოფელ აგარაკების მოსახლეობას მოემსახურება;
- #422 მიკროავტობუსი ნესტან დარეჯანის ქუჩიდან სოფელი დიღმის მიმართულებით იმოძრავებს;
- #427-ის მარშრუტიც წრიული იქნება და დამატებით, მოემსახურება იაკობ ცურტაველისა და გიორგი გურამიშვილის ქუჩებს;
- მიკროავტობუსი — #486 მოემსახურება გლდანის ხევის მოსახლეობას;
- #476 მარშრუტში განხორციელდება ცვლილება. აღნიშნული მიკროავტობუსი სადგურის მოედნიდან მგზავრებს ნუცუბიძისა და მინდელის ქუჩების მიმართულებით მოემსახურება.
21 მარტს ავტობუსის სამარშრუტო ნომრები შეიცვალა. ნომრის ცვლილება ავტობუსების იმ მარშრუტებს შეეხო, რომლები მგზავრებს ინტეგრირებული გადახდის სისტემის დანერგვამდე ემსახურებოდა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები