სანქციებზე გაწიწმატებული რუსი ინფლუენსერები შანელის ჩანთებს ჭრიან
ფოტო: Instagram
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, რუსეთის ბაზარი უამრავმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა. მათ შორის შანელის მოდის სახლიცაა, რომელმაც რუსეთში მდებარე მაღაზიები დახურა. ცოტა ხნის წინ კი შანელმა საზღვარგარეთ პროდუქციის მიყიდვა აკრძალა იმ რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბრენდის პროდუქციის რუსეთში წაღებასა და გამოყენებას აპირებენ.
როგორც ჩანს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შანელის მაღაზიიდან ხელცარიელი უამრავი რუსი გამოაბრუნეს, რადგან ინფლუენსერები მოდის სახლს რუსოფობიაში ადანაშაულებენ და პროტესტის ნიშნად შანელის ძვირადღირებულ ჩანთებს ანადგურებენ.
"თუ შანელი არ სცემს პატივს საკუთარ კლიენტებს, ჩვენ რატომ უნდა ვცეთ პატივი შანელს?" — ეკითხება რუსი მოდელი ვიქტორია ბონია თავის 9,3 მილიონ გამომწერს ინსტაგრამზე და შანელის ჩანთას მაკრატლით ჭრის.
"ერთი ჩანთა, ერთი ნივთიც კი არაა ჩემი სამშობლოსადმი სიყვარულზე, საკუთარი თავის პატივისცემაზე მნიშვნელოვანი. მე ვეწინააღმდეგები რუსოფობიას და ვეწინააღმდეგები ბრენდს, რომელიც რუსოფობიას უჭერს მხარს. შანელი აქსესუარია, აქსესუარების კომპანიაა, რომელმაც გადაწყვიტა, დაამციროს ხალხი, ჩემი თანამემამულეები და წარმომავლობის გამო მათ დისკრიმინაციულად მოექცეს, რასაც არ ავიტან. საბოლოოდ, ყველაზე მთავარი ხომ პრინციპებია — ის ხელში არ გიჭირავს, ის შენშია", — ამბობს მსახიობი და ტელეწამყვანი მარინა ერმოშკინა ინსტაგრამზე.
რა თქმა უნდა, რუსეთის მოქალაქეები მსგავსი ვიდეოს ავტორებს მხარდაჭერას უცხადებენ, თუმცა სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ინფლუენსერებს უკრაინის ომის პარალელურად ძვირადღირებულ ბრენდებზე გაბრაზების გამო აკრიტიკებენ.
თავად შანელმა განცხადება გაავრცელა, რომ ბრენდი ევროკავშირის მიერ რუსებისთვის დაწესებული სანქციების მიხედვით მოქმედებს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეამოწმოს კლიენტის საცხოვრებელი ადგილი და დარწმუნდეს იმაში, რომ ის ნივთს რუსეთში არ გამოიყენებს.
"[სანქციების] გამო ჩვენს იმ კლიენტებს, რომელთა მუდმივი საცხოვრებელი არ ვიცით, ვთხოვთ დაადასტურონ, რომ შეძენილ ნივთებს რუსეთში არ წაიღებენ. ვხედავთ, რომ აღნიშნული კანონის მიხედვით მოქმედებამ ჩვენს ზოგიერთ კლიენტს იმედი გაუცრუა. ამჟამად ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი მიდგომის გაუმჯობესებაზე და ბოდიშს ვიხდით ნებისმიერი გაუგებრობისთვის, რომელიც შეიძლება გამოგვეწვია. წარმომავლობის მიუხედავად კლიენტების მომსახურება შანელისთვის პრიორიტეტია", — აცხადებენ შანელში.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსი ინფლუენსერები უკრაინაში დახოცილი ადამიანების მაგივრად, მათთვის დაწესებულ შეზღუდვებზე დარდობენ. ცოტა ხნის წინ რუსეთში ინსტაგრამის დაბლოკვას ინფლუენსერები ქვითინით გამოეხმაურნენ.
ამავე თემაზე:
ცხოვრებას მართმევენ — რუსი ინფლუენსერები ინსტაგრამს ქვითინით დაემშვიდობნენ
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები