ვიზაჟისტმა ბუჩაში ომის მსხვერპლი ქალი მანიკიურით ამოიცნო
ფოტო: Zohra Bensemra/Reuters
უკრაინის რაიონ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ რუსი ოკუპანტების გამოვლენილმა სისასტიკემ მთელი მსოფლიო შეძრა. სასტიკად მოკლული უკრაინელების სურათებს შორის, რომლებიც რუსეთის გაუგონარი აგრესიის საილუსტრაციოდ გავრცელდა, ერთ-ერთ ფოტოზე მსხვერპლი ქალი ვიზაჟისტმა ანასტასია სუბაჩევამ მანიკუირით ამოიცნო.
მოვლილი ხელი ფრჩხილის წითელი და თეთრი ლაქით — გარდაცვლილი ქალი ანასტასია სუბაჩევას ასეთი სწორედ მაკიაჟის გაკვეთილებიდან ახსოვდა. სუბაჩევას ბუჩაში მაკიაჟის დახვეწისა და კოსმეტიკური საშუალებების სწორად გამოყენების შესასწავლი კურსი ჰქონდა, რომელსაც ირინა ფილკინაც გადიოდა.
ანასტასიას მისი მანიკურიანი ხელი იმიტომ დაამახსოვრდა, რომ სულ პომადა ან ფუნჯი ეჭირა. ახლა კი ეს ხელი უსიცოცხლო, ჭუჭყით დაფარული იდო ქუჩაში.
"როცა დავინახე, ვიგრძენი, რომ გული საშინლად ჩამწყდა", — უთხრა სუბაჩევამ The New York Times-ს სატელეფონო საუბრისას ქალაქ კროპივნიცკიდან, სადაც ოჯახთან ერთად გაიქცა.
ანასტასია სუბაჩევა, რომელიც ბუჩაში ხუთი წელი ვიზაჟისტად მუშაობდა, ამბობს, რომ იქ უამრავ ქალს იცნობს, რადგან ბევრი მათგანი მისი კლიენტი იყო.
ფოტოზე გამოსახული ქალი, ირინა ფილკინა, რომელიც 52 წლის იყო, თებერვალში დაუკავშირდა სუბაჩევას მაკიაჟის გაკვეთილებზე ჩასაწერად. ის ოცნებობდა, რომ პოპულარული გამხდარიყო და ინსტაგრამის გამომწერების რაოდენობა გაეზარდა, იხსენებს ვიზაჟისტი.
ფოტო: Anastasiia Subacheva
ირინა ფილკინა ვიზაჟისტის დახმარებით ცდილობდა, უფრო მომხიბვლელი და მოდური გამხდარიყო. ის მოუთმენლად ელოდა უკრაინელი პოპმომღერლის ოლია პოლიაკოვას კონცერტს და გაკვეთილებზე იმასაც ჰყვებოდა, თუ რას ჩაიცვამდა და როგორ გაიკეთებდა მაკიაჟს ამ ღონისძიებაზე.
"საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანს მივხვდი: უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი და უნდა იცხოვრო კიდეც მისთვის, ჰოდა ვიცხოვრებ ისე, როგორც მინდა" — ბოლო საუბრისას, ეს უთხრა ფილკინამ სუბაჩევას.
როგორც აღმოჩნდა, ომმა მის ყველა ოცნებას ერთდროულად მოუღო ბოლო.
ფილკინას შვილმა, ოლჰა შჩირუკმა, რომელიც ბუჩადან ომის დაწყების შემდეგ გაიქცა, 6 მარტს გაიგო, რომ დედამისი მოკლეს: მაშინ ესროლეს, როცა სამსახურიდან ველოსიპედით ბრუნდებოდა.
დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ოლჰას მაინც ჰქონდა იმედი, რომ დედა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
"მესმის, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან ის კონტაქტზე ერთი თვის განმავლობაში არ გამოდიოდა, მაგრამ შვილი ხომ ყოველთვის ელოდება დედას", — თქვა მან.
პირველ აპრილს, დედამისის დაბადების დღეზე, ოლჰამ მიიღო ვიდეო, სადაც დედამისი უსიცოცხლოდ წევს მიწაზე და იმ ხელის სურათი, რომლითაც ირინა ამოიცნეს.
"მანიკიურის გარეშეც მივხვდებოდი, რომ ის დედაჩემი იყო"
ოლჰა ამბობს, რომ დედის ცხედარს ჯერ კიდევ ეძებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები