ქვიარ აქტივისტს თავს დაესხნენ — ვარაუდობს, რომ გარეგნობის გამო
ქვიარ აქტივისტსა და On.ge-ს გუნდის წევრს, გიორგი ბასხაჯაურს გუშინ, გვიან ღამით თავს დაესხნენ. ის ამბობს, რომ შემთხვევა ახმეტელის მეტროსთან მოხდა და ფიზიკური შეურაცხყოფა, სავარაუდოდ, გარეგნობის გამო მიაყენეს.
აქტივისტი საღამოს ტაქსის გამოძახებას ცდილობდა, როცა ორი პირი ხმამაღალი საუბრით მიუახლოვდა და ერთ-ერთი გამოელაპარაკა. მისი თქმით, პირმა, რომელიც ესაუბრებოდა, ვიდეოს გადაღება დააბრალა და ტელეფონის შემოწმება მოითხოვა, რა დროსაც მისმა თანმხლებმა დაარტყა.
"ერთი ბიჭი წამომეწია გზაში და დამიწყო ლაპარაკი. არ მინდოდა ლაპარაკი და რაღაც ვუპასუხე. შუქნიშანზე რომ გადმოვედი, მეორე ბიჭიც, ვინც დამარტყა, ეგეც წამოგვეწია. ერთმანეთში ლაპარაკობდნენ და მცირე კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდათ, არ ვიცი რის გამო. მე აქეთ ვიდექი და ვიძახებდი ტაქსის, ამოღებული მქონდა ტელეფონი. ამ ბიჭმა, რომელიც იქამდე გამომელაპარაკა, დამიწყო, რომ ვიდეოს იღებო, ვუთხარი, რომ არ ვიღებ", — ამბობს ის.
ბასხაჯაური იხსენებს, რომ ამ დროს მეორე პირმა მოულოდნელად ჯერ სახეში მუშტი, შემდეგ კი მკერდში წიხლი დაარტყა.
"ტელეფონში ჩვეულებრივად ჩაიხედა, თითით ნახა, როგორც მახსოვს, მაგ დროს, უცებ არსაიდან გვერდიდან მხვდება მუშტი ყბაში. საერთოდ ვერ გავიგე რა მოხდა, იმ მომენტში ეს ბიჭიც დაიბნა ძალიან და გაიყვანა, გაათრია ეს ტიპი. მერე მეორედაც დამარტყა, მეც იქეთ გავიწიე და ვამოწმებდი, ტაქსი თუ მოვიდა, თან ვფიქრობდი, 112-ში დამერეკა. მაგ მომენტში კიდევ ერთხელ, როგორც მახსოვს, მკერდში წიხლი მომარტყა. მოგერიებას ვცდილობდი, იქ გარემოვაჭრეების დახლები იყო, გისოსები ჰქონდა და ეგ გავიტანე ზურგით, დავეცი. მაგ მომენტიდან ერთადერთი ის მახსოვს, რომ წამომაყენა პოლიციამ", — ჰყვება ის.
ბასხაჯაური ვარაუდობს, რომ პირსინგისა და საყურის გამო სცემეს, რადგან მოძალადეებთან არანაირი სხვა კომუნიკაცია არ ჰქონია. იხსენებს, რომ გაშველების დროს მოძალადე ამბობდა ფრაზებს: "ამას როგორ არ მაცემინებ, ამასთან როგორ არ მიშვებ".
თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს, ხოლო დაშავებული დაკითხვაზე გადაიყვანეს.
"ცოტა უცნაური პროცესი იყო", — ამბობს აქტივისტი დაკითხვაზე, რომელიც მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა. მისი თქმით, პოლიციელებს არ აქვთ მგრძნობელობა და არ იციან, როგორ იმუშაონ მსგავს თემებზე. იხსენებს, რომ უცნაურ კითხვებს უსვამდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მას საერთოდ არ უხსენებია ორიენტაცია, კითხვები ამასაც შეეხებოდა.
ბახსაჯაურის თქმით, მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა დაცემის შედეგად ხელზე ნაკაწრი აქვს, ასევე, დაშავებული აქვს იდაყვი და თავი. მისივე თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
დამატებითი დეტალების გასარკვევად, On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს დაკავშირებას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები