ხელისუფლება აქტივისტების წინააღმდეგ მართლმსაჯულების რეპრესიის მიზნებისთვის გამოყენებას განაგრძობს — NGO-ები
ფოტო: სირცხვილია
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ხელისუფლება სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მართლმსაჯულების რეპრესიების მიზნებისთვის გამოყენებას განაგრძობს. ასე ეხმაურებიან ისინი უკრაინის სოლიდარობის აქციაზე დაკავებული 16 ადამიანის ჯამში 34 ათასი ლარით დაჯარებას.
მათი შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ამით აქტივისტების უფლებები ირღვევა, ასევე, იზღუდება მშვიდობიანი გამოხატვის უფლებაც. საუბრობენ, საქმეში გამოვლენილ დარღვევებზეც. კერძოდ, მათი თქმით, შესაბამისი მტკიცებულებებისა და საფუძვლების გარეშე თვითნებურად დააკავეს რამდენიმე აქტივისტი. მათ არ განუმარტეს უფლებები, არ აცნობეს დაკავების საფუძველი.
ორგანიზაციები ამბობენ, რომ დაკავების ოქმები შაბლონური და არაინფორმატიული იყო. უკანონოდ იყო გამოყენებული დაკავების მაქსიმალური ვადა. ამას გარდა, სასამართლომ უგულებელყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილი სამართლიანი სასამართლოს მინიმალური სტანდარტები. ორგანიზაციები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ მტკიცებულებები ადმინისტრაციული ჯარიმის დასაკისრებლად საკმარისი არ იყო.
"სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, რომ წარმოდგენილი სამართალდარღვევები სახდელის სახით ითვალისწინებს პატიმრობას, ან ჯარიმას, რომლის ოდენობაც რამდენჯერმე აღემატება საქართველოში საშუალო ყოველთვიურ ხელფასს. სანქციის სიმკაცრე კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქმეში საკმარისი მტკიცებულებებისა და დასაბუთების არსებობას", — აღნიშნავენ ისინი.
NGO-ები განმარტავენ, რომ მსგავსი მანკიერი პრაქტიკა ხელისუფლების სურვილზე მიუთითებს, რომ შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და ფინანსური ზიანის მიყენებით პროტესტის მოტივაცია შეარყიოს.
აქტივისტების დასახმარებლად მოქალაქეებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშზე შეუძლიათ:
- TBC: #GE27TB7589236070100003;
- BOG: #GE44BG0000000162241054.
სოლიდარობის აქციაზე დაკავებულ აქტივისტებს ჯარიმები 6 აპრილს ჯარიმები დაეკისრათ. 3 800 ლარი დაეკისრა ზუკა ბერძენიშვილს, 2 800 ლარი გიორგი მჟავანაძეს, გური გოლიაძეს და ნოდარ რუხაძეს. 2 600 ლარით დააჯარიმეს ალექსანდრე სამხარაძე, 1 000 ლარით კი გიგა მაქარაშვილი.
25 მარტს აქციაზე დაკავებული კიდევ 4 აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე, თათია მელიქიშვილი, გვანცა პერტია და ლიკა ლომიძე დააჯარიმეს — 3 მათგანი 2 200 ლარით, ერთი კი 2 000 ლარით. იმავე აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი პირი ბაჩი ვალიშვილი 11 მარტს სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა.
7 მარტს კანცელარიასთან აქციაზე რამდენიმე პირი ტუალეტის ქაღალდის სროლისა და ფქვილის შეყრის გამო დააკავეს. 8 მარტს დააკავეს მოძრაობა სირცხვილიას წევრი, შოთა დიღმელაშვილიც, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციას კვერცხები ესროლა. დიღმელაშვილს სასამართლომ 4-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები