ეკონომიკაში ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს — ღარიბაშვილი
ფოტო: ქართული ოცნება
საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ეკონომიკაში "ძალიან პოზიტიური" მოლოდინები აქვს და აცხადებს, რომ თვეების განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ყველა სხვა მონაცემი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევთ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"ომის დაწყების დღიდან ძალიან მალე ერთ კვირაში ლარიც გაუფასურდა და ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, გავლენაც იქონია ფასებზე, თუმცა ახლა თქვენ ნახეთ, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ კოორდინირებულად მოვახდინეთ ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე და ვნახეთ, რომ დასტაბილურდა სიტუაცია მკვეთრად, 3,05-ზე, თითქმის 3,00-ზეა ჩამოსული ლარის კურსი დოლართან მიმართებაში. ვითარება არის დასტაბილურებული, დავიჭირეთ სიტუაცია, კონტროლდება მაქსიმალურად, არავითარი პრობლემა არ არის.
შემოდინებები გრძელდება, ტურიზმი, ხედავთ, რომ ძალიან იზრდება, ტურისტების რაოდენობას ვხედავთ, რომ იზრდება ყოველდღიურად და ზოგადად, ეკონომიკაში გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები. კიდევ ვიმეორებ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ექსპორტი იზრდება და ყველა ეს მონაცემები გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს", — განაცხადა მან.
მიმდიანრე წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 14,6%-ით გაიზარდა.
ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება და სამთომოპოვებითი მრეწველობა.
საქსტატის ანგარიშში მითითებულია, რომ იანვარ-თებერვალში საქონლის ექსპორტი 54,5%-ით, ხოლო იმპორტი 47,2%-ით გაიზარდა. შესაბამისად, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 49,3%-ით არის გაზრდილი.
მიმდინარე წლის თებერვალში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წლიურად 6,9%-ით, 4 155-მდე შემცირდა. ამავე პერიოდში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 27,3%-ით 8,9 მილიარდ ლარამდე მოიმატა.
ეკონომიკური ზრდის ანგარიში ქვეყანაში არსებული ინფლაციის შესახებ მონაცემებსაც მოიცავს და აღნიშნულია, რომ იანვარში წლიური ინფლაცია 13,7%-იყო. აღსანიშნავია, რომ არსებული მონაცემებით, საქართველოში ინფლაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები