ნინო გოგუაძე: ჩვენ ისევე ვიცავთ რუსთავი 2-ს, როგორც ნაციონალებისგან ვიცავდით იმედს
ფოტო: თავისუფალი დემოკრატები
რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად სააპელაციო სასამართლოს ეზოში მისულმა ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს გაუნცხადა, რომ რუსთავი 2-ის საქმე ხელისუფლების მიერ წარმართული პოლიტიკური პროცესია:
"ეს ნათლად გამოვლინდა პირველი ინსტანციის სასამართლოზე, მურუსიძეს იმიტომ ჩააბარეს სააპელაციო სასამართლო, რომ ყველა პოლიტიკური შეკვეთა შეასრულოს, ისე, როგორც ასრულებდა ნაციონალების დროს. თავისუფალმა დემოკრატებმა კარგად ვიცით, როგორ იქცევა ე.წ. დამოუკიდებელი სასამართლო, როცა შეკვეთა ზემოდან მოდის".
ნინო გოგუაძის თქმით, რუსთავი 2-ის საქმეზე ხელისუფლების გადაწყვეტილება საზოგადოების დაპირისპირებას გამოიწვევს:
"ეს არის ხელისუფლების უგუნური ნაბიჯი, რომელიც გამოიწვევს საზოგადოების დაპირისპირებას. ეს იქნება ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოად გადადგმული ნაბიჯი, რაც ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ. ამის გამო არჩევნების ლეგიტიმაციის პროცესიც იქნება დაბალი, ხელისუფლება გამიზნულად მიდის ამ გზით.
ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებები მიდიან და მოდიან და ჭკუას ვერ სწავლობენ. ჩვენ დღეს ისევე ვიცავთ რუსთავი 2-ს, როგორც დამოუკიდებელი სიტყვის მთავარ ღირებულებას, როგორც თავის დროზე ვიცავდით ნაციონალური მოძრაობისგან იმედს, იბერიას თუ ბევრ სხვა ტელევიზიას".
თავისუფალი დემოკრატების ლიდერის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ნაციონალების მმართველობის "მანკიერი პრაქტიკა" სრულად გადაიღო:
"ივანიშვილს ჰგონია, რომ ქვეყანაში რთული სიტუაცია კი არაა, ამას რუსთავი 2 აჩვენებს ხოლმე. ამიტომ უწოდა მას თავის წერილში სიცრუის ტირაჟირების მანქანა".
გოგუაძის თქმით, ივანიშვილს საკმაოდ ბევრი კონტროლირებული ტელევიზია ჰყავს და მას შეეძლო შეექმნა რუსთავი 2-ის საპირწონე ტელევიზია, რომელიც მისთვის სასურველ რეალობას გააშუქებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვის პარალელურად, სასამართლოს ეზოში შეკრებილნი არიან ტელეკომპანიის მხარდამჭერები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მოსამართლეები პოლიტიკურ ზეწოლას დაექვემდებარებიან და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით, ძალაში დატოვებენ. მსგავსი განწყობა აქვთ სასამართლოში მისულ პოლიტიკოსებსა და თავად რუსთავი 2-ის მენეჯმენტს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები