საქართველოს ბანკი და Globalize ქართული სტარტაპებისა და ექსპორტიორებისთვის სილიკონ ველიზე
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად სტარტაპების მხარდაჭერასა და მათი მასშტაბირების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაცია Globalize-თან ერთად, ქართული სტარტაპების მხარდამჭერი, ახალი და საინტერესო ინიციატივების განხორციელებას გეგმავს.
15 აპრილს, Globalize-ის ინიციატივით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კალიფორნიაში, სილიკონ ველიზე პირველი კონფერენცია გაიმართება. Globalize Silicon Valley Conference ამერიკაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს, ტექნოლოგიებში მოღვაწე პროფესიონალებს, ინვესტორებს, სტარტაპებსა და მოწვეულ სპიკერებს გააერთიანებს.
ღონისძიების ფარგლებში, სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი კომპანიები ფართო აუდიტორიასა და ინვესტორებს ფიჩინგის, B2B შეხვედრების თუ ნეთვორქინგ ივენთების მეშვეობით გააცნონ. კონფერენციაზე 20-მდე სპიკერი იქნება წარმოდგენილი. პანელურ დისკუსიებში კი, ისეთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების ქართველი
წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, როგორიცაა: Google, Meta, Cisco და სხვა.
"მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს, რათა განვითარდნენ, მასშტაბირდნენ და გაიხსნან ახალი გზა გლობალური შესაძლებლობებისკენ. Globalize Silicon Valley-ის კონფერენციის მიზანია, გააერთიანოს წარმატებული ამერიკელი პროფესიონალები საქართველოდან, რომლებსაც მრავალფეროვანი და განსხვავებული გამოცდილება აქვთ, ერთმანეთთან დააკავშიროს ინვესტორები, ქართველი სტარტაპები, გამოცდილი სპიკერები, რათა განიხილონ ინვესტიციების მიმდინარე ტენდენციები, დღეს არსებული გამოწვევები, მუდმივადგანვითარებადი ტექნოლოგიური ეკოსისტემები.
აღნიშნული კონფერენცია ქართველი სტარტაპებისთვის უზრუნველყოფს უნიკალურ პლატფორმას ახალი კონტაქტების დასამყარებლად, საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური იდეების გასაზიარებლად. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ქართული კომპანიების საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების აქტიურ ხელშეწყობას", — განაცხადა საქართველოს ბანკის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელმა, ლევან
გომშიაშვილმა.
Globalize-ის დამფუძნებელი სალომე კუკავა კი აცხადებს, რომ Globalize Silicon Valley-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საჭირო კავშირების დამყარებას სტარტაპებსა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს შორის.
"რათა სამომავლოდ, მოხდეს მათ შორის ცოდნისა და გამოცდილების, ინოვაციური იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, სტარტაპებში ინვესტირება და მხარდაჭერა, ამერიკის ბაზრის ათვისების კუთხით. კონფერენცია იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის, მოისმინონ რჩევები უკვე წარმატებული ბიზნესმენებისგან, მაღალი რგოლის აღმასრულებლებისგან და ინვესტორებისგან. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მეტი მსგავსი შესაძლებლობა შევთავაზოთ მომავალში ქართულ სტარტაპებს", — განაცხადა მან.
Globalize ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას, ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. კომპანია ქმნის საკონსულტაციო ჯგუფებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისგან, რომლებიც თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, დაეხმარებიან ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს ადაპტაციაში და ხელს შეუწყობენ მათ ლოკალურ ინვესტორებთან, მეწარმეებთან თუ პარტნიორებთან დაკავშირებას. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, კომპანიას უკვე ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ჯგუფები 12-მდე ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები