რატომ ინთება "CHECK ENGINE" მანიშნებელი?
ფოტო: თეგეტა
წლებია, რაც ავტომობილი მყავს და სიამაყით ვამბობ, რომ მის გამართულობაზე მუდმივად ვზრუნავ. თუმცა, რამდენიმე დღის წინ სამსახურისკენ მიმავალ გზაზე საცობში შევნიშნე, რომ საწვავი იწურებოდა. ამიტომ უახლოეს ბენზინგასამართ სადგურზე მივედი. საწვავის ჩამატების შემდეგ გზა გავაგრძელე და რამდენიმე წუთში საინფორმაციო დაფაზე ძრავის შემოწმების ყვითელი მანიშნებელი, check engine აინთო.
რა თქმა უნდა, გადავწყვიტე, დროულად მიმემართა სერვისცენტრისთვის და არჩევანი "თეგეტა მოტორსზე" შევაჩერე, რადგან წლებია, მათი მომსახურებით ვსარგებლობ. ვიზიტის დროს, პირველ რიგში, გამომკითხეს, რა ვითარებაში აინთო ეს ინდიკატორი და ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკა მირჩიეს. კომპიუტერული დიაგნოსტიკის შედეგად დაფიქსირდა გაჟონვა საწვავის ავზის ვენტილაციის სისტემაში. გამიმართლა და პრობლემა შეცდომის განულებით მოგვარდა. ასევე, ბევრი საინტერესო რეკომენდაცია მივიღე სპეციალისტებისგან და მინდა, რამდენიმე მათგანი გაგიზიაროთ.
რა მოხდა ჩემს შემთხვევაში?
სპეციალისტმა ივარაუდა, რომ საწვავი დაქოქილ ავტომობილში ჩავასხი. სიმართლე გითხრათ, ცოტა დავიბენი, ამიტომ ჩავეძიე და ვთხოვე, დეტალურად აეხსნა, რატომ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო.
მისი თქმით, თანამედროვე ავტომობილების საწვავის ავზი აღჭურვილია ვენტილაციის სისტემით, რომელიც საწვავის ანაორთქლის გარეთ გაჟონვის პრევენციას ახდენს, ვინაიდან საწვავის ანაორთქლი ეკოლოგიისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს და ამ სისტემის საშუალებით ის იფილტრება. აღმოჩნდა, რომ ჩემი ავტომობილის ვენტილაციის სისტემა აღჭურვილია წნევის სენსორით. ბენზინგასამართ სადგურზე, დაქოქილ ავტომობილში საწვავის ავზზე ხუფის მოხსნის დროს, ამ სენსორმა წნევის ვარდნა დააფიქსირა და ინსტრუმენტების პანელზე შესაბამისი ინდიკატორი (check engine) აინთო.
რჩევა: არასდროს ჩაასხათ საწვავი დაქოქილ ავტომობილში.
ფოტო: თეგეტა
ალბათ, გაგიჩნდათ კითხვა, რა მნიშვნელობა აქვს, საწვავის ჩასხმის დროს ავტომობილი დაქოქილი იქნება თუ არა? ავტომობილის გამორთვა-ჩართვის შედეგად, საწვავის ავზის ვენტილაციის სისტემა თავიდან იწყებს წნევის მონიტორინგს და თავდაპირველ წნევის ვარდნას არ ითვალისწინებს.
ასევე, რეკომენდაციის სახით მითხრეს, რომ დაუშვებელია საწვავის ავზის გადავსება, რადგან ზედმეტი საწვავი ვენტილაციის ფილტრში გადადის და მას აზიანებს, რასაც ასევე მოჰყვება "ჩეკის" ინდიკატორის ანთება.
რჩევა: არასდროს გააგრძელოთ საწვავის ჩასხმა "პისტოლეტის" გათიშვის შემდეგ.
ფოტო: თეგეტა
ზოგადად, რატომ შეიძლება აინთოს ჩეკის ინდიკატორი?
ძრავა და მისი პერიფერიული სისტემები სინქრონულად მუშაობს. თითოეულ სისტემაში არსებულმა ხარვეზმა შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს დანარჩენი სისტემების ეფექტიანად მუშაობაზე. სწორედ ამიტომ, როგორც კი მართვის სისტემა (ECM/TCM) პარამეტრების დასაშვებ ზღვარს მიღმა ცვლილებას აღმოაჩენს, მაშინვე მართვის პანელზე "ჩეკს" აანთებს.
ეს არ ნიშნავს, რომ სიტუაცია კრიტიკულია, აღნიშნული მითითება პირველი სიგნალია, რომელიც სერიოზული პრობლემების თავიდან ასარიდებლადაა შექმნილი. თუმცა, ასეთ დროს აუცილებელია, ავტომობილი სერვისცენტრში გადაიყვანოთ და სრული კომპიუტერული დიაგნოსტიკა ჩაუტაროთ. მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოვეკიდოთ ამ საკითხს და პრობლემის მოგვარება პროფესიონალებს ვანდოთ, რაშიც "თეგეტა მოტორსის" მექანიკოსები დაგვეხმარებიან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები