ჩოგბურთელი ემა რადუკანუ Porsche Tennis Grand Prix-ზე ასპარეზობს
ფოტო: თეგეტა მოტორსი
პორშეს ბრენდის ახალი ელჩს, ემა რადუკანუს პორშე-არენაზე დებიუტი ჰქონდა. Porsche Tennis Grand Prix-ის ტურნირმა სტარტი შტუტგარტში დღეს აიღო. ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული, 19 წლის სპორტსმენი გამარჯვების მოპოვებას ახლა თიხის კორტებზე აპირებს.
რას ნიშნავს, იყო პრემიუმ ბრენდის, პორშეს ელჩი და რა მოლოდინი აქვს ბრიტანელ ჩოგბურთელს? ამ თემებზე ემა რადუკანუმ ტურნირის დაწყებამდე ისაუბრა:
ეს თქვენი დებიუტია Porsche Tennis Grand Prix-ზე, როგორია წინასწარი განწყობა და მოლოდინი?
მოხარული ვარ, რომ შევძლებ, პირველად გამოვიდე WTA ტურნირზე და ვითამაშო თიხის კორტზე. მიხარია, რომ ეს სწორედ Tennis Grand Prix-ზე მოხდება. ამ განსაკუთრებულ ტურნირს ბავშვობიდან თვალს ვადევნებ. ეს არის პრესტიჟული და პოპულარული შეჯიბრება, რა დროსაც პორშეს მოგების შანსი გაქვს. ვის არ უნდა პორშეს საოცარი მანქანა?!.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ტურნირს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს: ტოპათეულში შემავალი 9 მოთამაშე. რამდენად არის ეს თქვენთვის მოტივაცია?
ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, თუმცა მე უკვე შევხვედრივარ მათ და მომიგია კიდეც. რა თქმა უნდა, დიდი მოტივაცია იქნება, თუ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელებთან კიდევ უფრო მეტ გამარჯვებას მოვიპოვებ. ჩემთვის სიახლეა თიხის კორტებზე თამაშიც, ამ მხრივ, დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ამ გამოცდისთვისაც მზად ვარ.
ავტოსპორტის დიდი მოყვარული ხართ. რა გიტაცებთ სპორტის ამ სახეობაში?
6 წლის ასაკიდან კარტინგებზე დავდიოდი. ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი ასაკის ბავშვებისგან გამომარჩევდა. შემდეგი გამოწვევა იყო კარტინგიდან მოტორბოლაზე გადასვლა, ეს ძალიან სახალისო აღმოჩნდა. რომელ ბავშვს არ უყვარს ტალახში თამაში? ამავდროულად, მიყვარს სისწრაფის შეგრძნება. სიჩქარის განვითარება და შემდეგ სწრაფად დამუხრუჭება. თუმცა წესებს არასოდეს ვარღვევ.
არის თუ არა მსგავსება ავტოსპორტსა და ჩოგბურთს შორის?
ორივე შემთხვევაში საჭიროა მუდმივი განვითარება. კორტებზეც, ისევე როგორც რბოლისას, მუდმივად კონცენტრირებული უნდა იყო და ინსტინქტურად იმოქმედო, პრობლემის გადაჭრის სწრაფი გზები მოძებნო. განსხვავება კი ის არის, რომ ავტოსპორტში ერთი წამიც კი შეიძლება გადამწყვეტი გახდეს.
რომელ ავტომრბოლელთან გაივლიდით მართვის გაკვეთილს და რომელი მანქანით?
ვისურვებდი, ეს ავტომობილი 911 ყოფილიყო, რადგან ეს ჩემი საყვარელი მანქანაა. ასევე, სუპერსპორტული 718 Cayman GT4. რაც შეეხება მასწავლებელს, ეს დანიელ რიკარდოა. მისი უნარები და მართვის აუღელვებელი სტილი ძალიან სასიამოვნოა სწავლისა და განვითარების პროცესში.
პორშეს თქვენი საყვარელი მოდელია 911. რატომ?
ჩემი ორი ყოფილი მწვრთნელი მართავდა 911-ს. ყოველ დილით, როდესაც სავარჯიშოდ მივდიოდი, მათ პორშეებს ვხედავდი და აღფრთოვანებული ვიყავი. ძალიან მომწონდა ეს მოდელი და მინდოდა, მყოლოდა. როცა გავიზარდე, სიარული დავიწყე Brands Hatch-ზე და თვალს ვადევნებდი Carrera Cup-ის რბოლებს. 911-ის ყოველი ახალი მოდელი ისეთი უნიკალური, ლამაზი და გამორჩეულია. ეს ავტომობილი არის ლეგენდა. ეს არის საუკეთესო მახასიათებლების და სტილის სიმბოლო.
19 წლის ასაკში უკვე ბევრს მიაღწიეთ, აისრულეთ მრავალი ოცნება როგორც კორტებზე, ისე მის გარეთ. როგორ ინარჩუნებთ მოტივაციას?
მიზნები გამუდმებით გვეცვლება, რასაც ახალი გამოწვევები ახლავს. ცხადია, პირველ რიგში, ჩემს საქმეზე ვარ კონცენტრირებული. გამუდმებით ვფიქრობ, როგორ შემიძლია გავაუმჯობესო თამაშის სტილი. ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ცოტა ხნის წინ პორშეს ბრენდის ელჩი გახდით. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
პორშე არის ბრენდი, რომელმაც ჯერ კიდევ ბავშვობაში მოიგო ჩემი გული. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლო ისეთ პარტნიორებთან და ბრენდებთან, რომელთა პრინციპებსა და ღირებულებებსაც ვიზიარებ. ასეთია ჩემთვის პორშე და ახლა მოუთმენლად ველოდები იმ საინტერესო შესაძლებლობებს, რომელთა განხორციელებაც ერთად შეგვიძლია.
Porsche Tennis Grand Prix 16 აპრილს დაიწყო და 24 აპრილს დასრულდება. პორშე-არენაზე გამართულ რბოლაში პორშეს ბრენდის ელჩი, ემა რადუკანუ პირველად მონაწილეობს. 19 წლის სპორტსმენი ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველი ბრიტანელი ქალი ჩოგბურთელია, რომელმაც გასულ წელს გრანდ სლემის ტურნირი მოიგო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები