საქართველოში SAP-ის ოქროს პარტნიორი Soft Motion გახდა
ფოტო: თეგეტა
პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა SAP-ის ოქროს პარტნიორი საქართველოში ტექნოლოგიური კომპანია Soft Motion გახდა. მათი მიზანი რეგიონში SAP-ის მოდულების პოპულარიზაციაა.
SAP-ის მხრიდან მსგავს სტატუსს ისეთი მასშტაბური კომპანიები იღებენ, ვისაც მათთან წარმატებული და პროფესიონალური პარტნიორობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.
SAP მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი კომპანიაა, რომლის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემას 180-ზე მეტ ქვეყანაში 440 000-მდე კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში იყენებენ. მათ შორის, ისეთი ცნობილი კომპანიებიც, როგორებიცაა: MAN, SHELL, GENERAL MOTORS, HP, COCA COLA BOTTLING CO., PEPSICO INC., METRO-GOLDWYN-MAYER, FUJITSU SIEMENS, IBM და მრავალი სხვა.
SAP მსხვილ და საშუალო ბიზნესს სამეურნეო საქმიანობას უმარტივებს. პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის მეშვეობით, ბიზნესპროცესების ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება ერთ პლატფორმაზე ხდება და ადამიანური ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი. აგრეთვე, პროგრამული სისტემა კომპანიებს კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას უადვილებს, ხოლო ანალიტიკური ფორმების დროული მიწოდება ხელს უწყობს სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას. შედეგად, ბიზნესს შეუძლია, დააჩქაროს სამუშაო პროცესები, გააუმჯობესოს საოპერაციო ეფექტურობა, გაზარდოს პროდუქტიულობა, გაზარდოს მომხმარებელთა გამოცდილება და, საბოლოოდ, გაზარდოს მოგება.
SAP-ის ოქროს პარტნიორი საქართველოში Soft Motion ცალკე კომპანიად 2021 წლის იანვარში ჩამოყალიბდა. მის დამფუძნებლებს ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. წლების განმავლობაში იყვნენ „თეგეტა მოტორსის“ SAP კონსულტანტ-ანალიტიკოსები. სწორედ „თეგეტა“ იყო პირველი საქართველოში, რომელმაც პროგრამული უზრუნველყოფა SAP-ი დანერგა. ამისათვის კომპანიამ 1 200 000 ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
Soft Motion დღეს საქართველოში 30-მდე კომპანიას ემსახურება. მათ შორის არიან, თეგეტა ჰოლდინგი და მასში შემავალი შვილობილი კომპანიები, ასევე სხვა საშუალო თუ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები.
"Soft Motion-ს ბაზარზე მთელი რიგი უპირატესობები აქვს. პირველ რიგში, ეს არის სრული ციკლი, ანუ პროდუქტის შერჩევა, შეძენა, ლიცენზიის მოპოვება, დანერგვა და მხარდაჭერა. გარდა ამისა, ჩვენ SAP-ის ოფიციალური პარტნიორები ვართ და საქართველოს ბაზარზე ისეთი პროდუქტების გაყიდვის უფლება გვაქვს, რაც სხვა კომპანიებს, უბრალოდ, არ გააჩნიათ.
ამ ეტაპზე საქართველოში მსხვილ და საშუალო ბიზნესებთან ვთანამშრომლობთ. სოფთ მოუშენს ირჩევენ მისი უპირატესობების გამო. მათ შორის არის 12-წლიანი გამოცდილება, საქართველოში პირველი ოფიციალურად სერტიფიცირებული თანამშრომლები, გამოცდილება სხვადასხვა სისტემასთან ინტეგრაციებში, ბიზნესპროცესების გაციფრულება და ელექტრონული კომერცია. აღსანიშნავია ბიზნესპროცესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების დანერგვა და SAP-ში შესრულებული 800-ზე მეტი დაკვეთა ბიზნესპროცესების სრულყოფისთვის", — ალექსანდრე ბარნოვი, Soft Motion-ის დირექტორი.
დღეს Soft Motion-ში 30-მდე თანამშრომელია. კომპანიის ძირითად ბირთვს წარმოადგენენ ალექსანდრე ბარნოვი, თამთა მეგრელიშვილი, SAP ERP დეპარტამენტის უფროსი და ამირან დარცმელია, სტრატეგიული განვითარების ჯგუფის უფროსი. მათ მენეჯმენტი თუ ტექნიკური საკითხები მიმართულებების მიხედვით აქვთ განაწილებული და თანამშრომლებთან ერთად, მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის სერვისს აწვდიან.
"SAP-ის სისტემების გარდა, დიდი მოთხოვნაა დეველოპმენტზეც. ცხადია, გვყავს ჩვენი დეველოპერები, თუმცა ახლა ვაპირებთ, გუნდში ცალკე მიმართულება ჩამოვაყალიბოთ და გამოცდილი კადრებიც დავიმატოთ", — ალექსანდრე ბარნოვი, Soft Motion-ის დირექტორი.
Soft Motion-ში აქტიურად მუშაობენ CX (customer experience) მიმართულებების განვითარებასა და პოპულარიზაციაზე, რომელიც ისეთ მარკეტინგულ ინსტრუმენტებს მოიცავს, როგორებიც არის CRM და ელექტრონული კომერცია. კომპანიაში ამ მიმართულებით დიდი გამოცდილების მქონე, ძლიერი გუნდი ჰყავთ და სხვადასხვა ბიზნესთან უკვე თანამშრომლობენ. '
ვგეგმავთ სწავლებისა და სტაჟირების პროგრამის დაწყებას, რომელიც სამომავლოდ ბაზრის მაღალკვალიფიციური კადრებით შევსებას უზრუნველყოფს. ამ რესურსს, ჩვენ გარდა, სხვა კომპანიებიც აუცილებლად გამოიყენებენ. დღეს ბაზარზე უცხოელი მოთამაშეებიც შემოდიან, სფეროში კადრების დიდი გადინებაა, ამიტომ გვინდა, ეს დანაკლისი შევავსოთ — მოვამზადოთ პროფესიონალები, რაც საბოლოოდ, ისევ სფეროს განვითარებისთვის იქნება უკეთესი", — ალექსანდრე ბარნოვი, Soft Motion-ის დირექტორი.
სამომავლოდ Soft Motion სერვისების ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. პარტნიორები უკვე ჰყავთ ევროპასა და ამერიკაში, ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, ყოველდღიურ საქმიანობაში მათი ჩართვაც შეუძლიათ. ოპერირებას გეგმავენ კავკასიის რეგიონშიც, სადაც დეველოპმენტისა და SAP-ის სისტემების მიმართ ინტერესი იზრდება, სერვისის მიმწოდებელი კომპანიები კი თითქმის არ არსებობს. შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ ბაზრის ასათვისებლად ხელსაყრელი პირობებია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები