ინტერნეტში, სავარაუდოდ, ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის საუბარი გავრცელდა
ინტერნეტში, სავარაუდოდ, ვლადიმირ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის საუბარი გავრცელდა. ევტუშენკოვი მილიარდერი ოლიგაქრია, რომელსაც პუტინთან აფილირებულ პირად მიიჩნევენ, მას დასავლეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სანქციები დაუწესა. ჩანაწერში საუბარია ბიზნესგეგმებზე, რამაც გააჩინა მოსაზრება, რომ ოლიგარქები სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობენ.
აუდიომასალა YouTube არხზე გავრცელდა, სახელწოდებით Cyber Kmara. ჩანაწერს ახლავს ინფორმაცია იმაზე, რომ ევტუშენკოვს მარტში ივანიშვილთან 2 ზარი ჰქონდა — 10-ში და 12-ში. ვიდეოს ტიტრში ვკითხულობთ, რომ სწორედ ეს საუბრებია ჩაწერილი. ერთ-ერთ მათგანში პრემიერმინისტრთან შეხვედრაც არის ნახსენები.
ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვს და ივანიშვილს შორის საუბარი მეგობრულ ტონალობაშია. ისინი ერთმანეთს მიმართავენ სიტყვებით "მშობლიურო", "ძვირფასო", "მიხარია შენი მოსმენა", "გეხვევი".
სავარაუდოდ, ივანიშვილი, საუბრის დასაწყისში ამბობს: "სიტუაცია არც ისე სასიხარულოა, მაგრამ რას ვიზამთ, უნდა გაუძლო". სავარაუდოდ, ევტუშენკოვი კი პასუხობს: "აბა, რას ვიზამთ, ბორ. ჩვენ იმდენჯერ გვცემა ცხოვრებამ, რომ გაძლება გვასწავლა".
ამის შემდეგ, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ამბობს, რომ იდეა აქვს და თხოვს, სავარაუდოდ, ივანიშვილი შეხვდეს მის წარმომადგენლებს, ალის და დავიდს, რომელებსაც ის იცნობს. რუსი ოლიგარქი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს, თუმცა ახსენებს მარცვლეულობას და სავარაუდოდ, ივანიშვილს ეუბნება, რომ თუ ამაში ის ჩაერთვება, მაშინ თავადაც მიიღებს მონაწილეობას. მხარეები თანხმდებიან და საუბარი სრულდება.
მეორე ჩანაწერშიც საუბარი მეგობრული მისალმებით იწყება. სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ეკითხება, სავარაუდოდ, ივანიშვილს შეუძლია თუ არა მის წარმომადგენელთან, ალისთან შეხვედრა. პასუხად ის იღებს, რომ ხალხი პირდაპირ პრემიერთან გაგზავნა და ახლა ხვდებიან.
"ის ახალგაზრდაა, ის ყველაფერს დაალაგებს. მე მას მივეცი.. პრინციპში რაც არის გასაკეთებელი, ალბათ, პრემიერს ხვდებიან ახლა", — ამბობს, სავარაუდოდ, ივანიშვილი.
ამის შემდეგ, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი მას ეკითხება, შეუძლია თუ არა თავად შეხვდეს ამ ხალხს. სავარაუდოდ, ივანიშვილი კი პასუხობს, რომ ქალაქგარეთაა და მისთვის მოსახერხებელი არ იქნება, თუმცა თუ აუცილებელია, შეხვდება.
"ბორ, მე გთხოვ, რადგან ის გეტყვის, რაც მინდა", — ამბობს, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი, რაზეც, სავარაუდოდ, ივანიშვილი თანხმდება და მომდევნო დღეს შეხვედრას განიხილავენ.
საუბარი აქ სრულდება. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.
ჩანაწერი თავის ტელეგრამ არხზე უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამაც გამოაქვეყნა და ივანიშვილს ქართველი იანუკოვიჩი უწოდა. მან ევროკავშირისა და აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესების განხილვისკენ მოუწოდა.
"უკრაინელები და ქართველები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მოძმე ერები. ქართველები ომში უკრაინისთვის იბრძვიან, ცნობილმა ქართველებმა 24 თებერვლამდე, ჩვენი მხარდამჭერი ვიდეო ჩაწერეს. ისინი მხარს უჭერენ უკრაინასა და ჩვენს გამარჯვებას ომში, მაგრამ სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით საქართველოს ხელისუფლებაზე.
მიზეზი მარტივია — ქვეყნის მთავარ ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს, ახლო კავშირები აქვს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ახლახან გავრცელებული ივანიშვილის ჩანაწერით. საქართველოს მთავრობის მთელი პოლიტიკა კრემლის მითითებების შესრულებაა", — წერს ის.
გავრცელებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა სირცხვილია, მათ განცხადებით, ეს ადასტურებს რომ ივანიშვილი კრემლის ინტერესების გამტარია. არახამიას მსგავსად, ისინიც მიმართავენ დასავლეთს და ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.
უკვე რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, რუსეთი საქართველოს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იყენებდეს. ამაზე იყო საუბარი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაშიც, რაც ქვეყნებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა. საქართველო უკრაინის წაყენებულ ბრალდებებზე მტკიცებულებების წარდგენას ითხოვდა.
უკრაინაში ვიზიტის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება შესაძლებლობა, გვერდი აუაროს სანქციებს.
გაიგე მეტი:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები