საქართველო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ევროპის მე-11 რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს
ფოტო: საქართველოს წითელი ჯვარი
წითელი ჯვრის არსებობის ისტორიაში პირველად, ევროპისა და ცენტრალური აზიის საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს წითელი ჯვარი მასპინძლობს. კონფერენციას 53 ქვეყნის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.
ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველა ეროვნული საზოგადოება საქართველოში ერთდროულად ჩამოვა.
კონფერენციას დამატებით მნიშვნელობას სძენს რეგიონში შექმნილი კრიტიკული მდგომარეობა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მდგომარეობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დრამატულად შეიცვალა. Covid-19-მა თითქმის ორი მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მიგრაციისა და იძულებით გადაადგილების მასშტაბები კრიტიკულად იზრდება. კლიმატის ცვლილება კი რეგიონის მასშტაბით ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს. ამას ემატება უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი, რომლის შედეგადაც მილიონობით ადამიანს უწევს იძულებით გადაადგილება და საჭიროებს მყისიერ ჰუმანიტარულ თანადგომასა და დახმარებას.
როგორც ყოველთვის, წითელი ჯვარი და წითელი ნახევარმთვარე ყველა ამ გამოწვევის წინა ხაზზე დგას და ეხმარება მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
წითელი ჯვრის მე-11 რეგიონული კონფერენცია საქართველოში ტარდება, რაც საქართველოს წითელი ჯვრისთვის დიდი პატივი და წარმატებაა. კონფერენციაზე ევროპისა და ცენტრალური აზიის ეროვნული წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ლიდერები შეიკრიბებიან და განიხილავენ რეგიონის ყველაზე კრიტიკულ ჰუმანიტარულ კრიზისებთან გამკლავების გზებს.
3-დღიანი კონფერენციის ფარგლებში მოწვეული სტუმრები შეაჯამებენ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაწეულ მნიშვნელოვან სამუშაოს. გარდა ამისა, განიხილავენ მიმდინარე და სამომავლო გამოწვევებს და მათთან გამკლავების ეფექტურ სტრატეგიებს.
"ჩვენ ძალიან გვეამაყება, რომ საქართველოს წითელი ჯვარი ევროპისა და ცენტრალური აზიის მე-11 რეგიონული კონფერენციის მასპინძელია. ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ განვიხილოთ რეგიონში მიმდინარე კრიტიკული გამოწვევები და კოორდინირებულად, ურთიერთთანამშრომლობით შევძლოთ მათზე ადეკვატური პასუხის გაცემა", — თქვა საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ.
კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება სამი ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები:
- მიგრაცია
- COVID-19
- კლიმატის ცვლილება
"ბოლო ოთხი წლის განმავლობაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოხალისეები დაუღლელად მუშაობდნენ და ზრუნავდნენ მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მათ შორის იყო საქართველოს წითელი ჯვარიც, რომელმაც COVID-19-ის პანდემიის დროს არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეცვალა", — თქვა ნათია ლოლაძემ.
კონფერენცია თბილისში ტარდება, სასტუმრო შერატონში და სამი დღის განმავლობაში, 26-დან 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
"დღეს ჩვენი მთავარი მიზანია ერთიანი ძალებით მოვემზადოთ სამომავლო გამოწვევებისთვის, რათა მომავალშიც შევძლოთ გაერთიანებული ძალებით სხვა დიდ გამოწვევებთან გამკლავება. ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ ჩვენი კოორდინირებული მუშაობა უფრო გვაძლიერებს, რადგან პრობლემა, თუკი ის არსებობს, გვეხება ყველას. ჩვენი ძალა, ჩვენს ერთობაშია - ეს არის ამ კონფერენციის მთავარი მოტო, რომელიც გვაძლევს ძალას, შევცვალოთ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ", — თქვა საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ.
კონფერენციაზე მოწვეული სტუმრები და მომხსენებლები იქნებიან:
ფრანჩესკო როკა
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი.
დოქტორ კერემ კინიკი
თურქეთის წითელი ნახევარმთვარის პრეზიდენტი და საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
ბირგიტა ბიშოფ ებესენი
ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი
ნათია ლოლაძე
საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები