გაზის შეწყვეტა არის პირდაპირი თავდასხმა პოლონეთზე, ამისთვის ვემზადებოდით — მორავიეცკი
ფოტო: Euractiv
პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, გაზის შეწყვეტა არის პირდაპირი თავდასხმა პოლონეთზე, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ ამისთვის ემზადებოდნენ. როგორც CNN წერს, მან პოლონეთის სეიმში გამოსვლისას კანონმდებლებს ალტერნატიული გაზის მილსადენები შესთავაზა და თქვა, რომ 2022 წლის შემოდგომისთვის პოლონეთს რუსული გაზი აღარ დასჭირდება.
"ეს არის პირდაპირი თავდასხმა პოლონეთზე... მაგრამ ჩვენ ამ მომენტისთვის ვემზადებოდით", — ამბობს ის.
მისი თქმით ამ შანტაჟის წინაშე ქედს არ იხრიან. ამბობს, რომ უკრაინა ფრონტის ხაზზეა და ეს არის ბრძოლა მშვიდობისთვის, ბრძოლა სუვერენიტეტისთვის.
"ჩვენ ამ შანტაჟის წინაშე ქედს არ ვიხრით. მინდა, დავარწმუნო ჩვენი თანამოქალაქეები, რომ პუტინის ქმედებები პოლონეთში არსებულ ვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს. რუსეთმა არამხოლოდ უკრაინას, არამედ ენერგეტიკისა და სურსათის უსაფრთხოებას ესხმის თავს.
უკრაინა ფრონტის ხაზზეა. ჩვენ, ყველა ევროპულმა ქვეყანამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ბრძოლა მშვიდობისთვის, ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ბრძოლა უსაფრთხოებისთვის და ამიტომ, რუსეთის წინაშე, ქედს ვერ მოვიხრით", — აღნიშნა მან.
პოლონეთის პრემიერმინისტრის თქმით, ქვეყანაში Świnoujście-ის ტერმინალი ექვსი მილიარდი კუბური მეტრიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოებას რვა მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ასევე, ნორვეგიაში ახალი ბალტიის გაზსადენის მშენებლობა 3 თვეში დასრულდება, რომელიც პოლონეთს 10 მილიარდ კუბურ მეტრ LNG-ს მიაწვდის.
"სლოვაკეთთან მშენებარე ახალი ტრანსსასაზღვრო მილსადენი, დასრულების შემდეგ, ხუთ მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ LNG-ს ამოტუმბავს", — ამბობს მორავიეცკი.
მისივე განმარტებით, პოლონეთს ინტერკონექტორები გერმანიასთან და ჩეხეთთან აქვს, რამდენიმე დღეში კი ლიტვასთანაც გახსნის.
რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდებას უჩერებს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ "არამეგობრულმა ქვეყნებმა" გაზის საფასურის გადახდა რუბლში უნდა დაიწყონ, რაზეც ბულგარეთმა და პოლონეთმა უარი თქვეს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთი ევროპის გაზით შანტაჟს იწყებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით კი რუსეთის საბოლოო მიზანი დემოკრატიისთვის გლობალური დარტყმის მიყენებაა.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით შანტაჟის ინსტრუმენტია. მისი თქმით, ეს ნაბიჯი გაუმართლებელი და მიუღებელია და აჩვენებს რუსეთის, როგორც გაზის მიმწოდებლის არასანდოობას.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები