სასკოლო სტარტაპ მარათონის გამარჯვებულები ანუ როგორ ვაქციოთ იდეები რეალობად
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
მოზარდობისას იდეებით ვართ სავსე, სამომავლო გეგმებს ვაწყობთ და ამავდროულად ვფიქრობთ ყველა შესაძლებლობაზე, რომლის განხორციელებისთვისაც ფინანსური რესურსი არ გვყოფნის ან თავდაჯერება, დრო თუ გამოცდილება.
სკოლის დამამთავრებელ კლასებში მხარდაჭერა ყველაზე მეტად გვჭირდება, რაც წარმატების მიღწევას ბევრად გაგვიადვილებდა და მოტივაციასაც შეგვმატებდა.
ალტე უნივერსიტეტის სასკოლო სტარტაპ მარათონი
ფოტო: ალტე უნივერსიტეტ
ალტე უნივერსიტეტის სასკოლო სტარტაპ მარათონი მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასელებს იდეების რეალობად ქცევაში, სამეწარმეო უნარების განვითარებაში, ანტრეპრენერობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში და სამომავლო მიზნებისკენ მიმავალი გზის იოლად გავლაში ეხმარება.
დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების იდეების მრავალფეროვნებას წლევანდელი სტარტაპ მარათონიც მოწმობს, რომელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით 128 გუნდი ჩაერთო. კონკურსის ჟიურიმ ფინალურ ეტაპისთვის 13 გუნდი შეარჩია, რასაც ტრენინგები და ინოვაციურ იდეებზე მუშაობის 2-თვიანი ეტაპი უძღოდა წინ.
ალტე უნივერსიტეტის სტარტაპ გარაჟის ხელმძღვანელის, თეონა დალაქიშვილის თქმით, სურდათ, სკოლები უფრო აქტიურად ჩაერთოთ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში და მოსწავლეებისთვის ცოდნა გაეზიარებინათ.
"ჩვენ გვსურს, სკოლები უფრო აქტიურად ჩავრთოთ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში და აქტიური სკოლების ბაზაზე შევქმნათ სტარტაპ კლუბები. პროექტის შედეგები მონაწილეებისთვის ბევრად სცდება ჩვენს ასევე არანაკლებ საინტერესო და სასარგებლო პრიზებს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პროექტის მონაწილე გუნდებმა მიიღეს, არის ცოდნა და შესაძლებლობა, ჩამოაყალიბონ ბიზნეს ხედვა საკუთარი იდეის გარშემო, იმუშაონ ინოვაციურ ბიზნეს მოდელზე და საბოლოო ჯამში, სრულიად მზად იყვნენ ნებისმიერი დაინტერესებული ინვესტორის წინაშე იდეის წარსადგენად", — აღნიშნა თეონა დალაქიშვილმა.
ფინალურ ეტაპზე გადასული ინოვაციური იდეების ავტორები აღნიშნავენ, რომ სტარტაპ მარათონმა თავდაჯერება შესძინათ და საკუთარი მიზნის რეალობად ქცევაში დაეხმარათ. ამ სტატიაში ორ ასეთ გუნდს გაიცნობთ.
VPP — სამუშაო გამოცდილების მიღების ვირტუალური პლატფორმა
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
ხატია ვეშაგური თბილისის 180-ე საჯარო სკოლაში სწავლობს, მარათონის შესახებ ეკონომიკის მასწავლებლისგან გაიგო და მონაწილეობა გადაწყვიტა. მისი იდეა ისეთი აპლიკაციის შექმნა იყო, რომელიც მის თანატოლებსა და სტუდენტებს სამუშაო პრაქტიკის გამომუშავებაში დაეხმარებოდა. იდეა დაამუშავა და მეორე ეტაპზე გადასვლის შემდეგ კლასელთან, ლიზი კამკამიძესთან ერთად განაგრძო იდეაზე მუშაობა.
იგი უკეთ გვიხსნის აპლიკაციის მუშაობის პრინციპს და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებისთვის გამოცდილების არქონის გამო დასაქმება ხშირად პრობლემურია, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა თანატოლებისთვის დამატებითი შესაძლებლობა შეექმნა.
"ჩვენი აპლიკაცია ვირტუალური პლატფორმაა, რომელიც სტუდენტებს პრაქტიკის გავლაში ეხმარება, რათა დასაქმება გაუადვილდეთ. პლატფორმაზე დარეგისტრირებული კომპანიები დავალებებს ატვირთავენ, რომელსაც სტუდენტები და მაღალი კლასის მოსწავლეები შეასრულებენ და ფინალური სახით ისევ პლატფორმის საშულაებით გაუგზავნიან კომპანიას. მათი კარგად შესრულება სამომავლოდ სხვადასხვა ორგანიზაციაში დასაქმების შესაძლებლობას შექმნის. ახალგაზრდებისთვის დასაქმება ხშირად რთულია, რადგან კომპანიები გამოცდილებას ითხოვენ, ეს აპლიკაცია ამ დანაკლისის შევსებას ისახავს მიზნად", — გვიხსნის ხატია აპლიკაციაზე საუბრისას.
VPP ალტეს რჩეული გუნდი გახდა და გარდა სწავლის დაფინანსებისა, ალტე უნივერსიტეტი იდეის განვითარების და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მათთან აქტიურად ითანამშრომლებს.
ხატიას თქმით, მარათონში მონაწილეობამდე არ უფიქრია, რომ ბიზნესის მიმართულებით გაეგრძელებინა განვითარება, თუმცა საინტერესო პროცესმა ამ შესაძლებლობაზე დააფიქრა, ამიტომ ახალგაზრდებს ურჩევს, რომ სამომავლოდ ამ წამოწყებაში აუცილებლად ჩაერთონ.
"სტარტაპ მარათონმა დაგვარწმუნა, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ბიზნესის ქონა ასაკზე არ არის დამოკიდებული. ბევრად დიდი თავდაჯერებით გავაგრძელებთ მუშაობას. მსგავსი მარათონები ახალგაზრდების აზროვნების მეტად დახვეწას და ბიზნესის კუთხით განვითარებას უწყობს ხელს, ამიტომ მსგავსი შესაძლებლობა ყველამ უნდა გამოიყენოს. თუნდაც მეორე ეტაპზე ვერ გადავიდნენ, ეს დიდი გამოცდილებაა. ფინალამდე მისვლა და ტრენინგებში მონაწილეობა კი ნებისმიერს წაახალისებს", — აღნიშნავს ხატია.
Haru — აპლიკაცია, რომელიც შფოთვის, დეპრესიისა და მოტივაციის არქონის მართვას აიოლებს
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
მარიამ ნაცვლიშვილი ქუთაისის სკოლა — პროგრესის მოსწავლეა, რომელსაც აპლიკაციის იდეა დიდი ხანია აქვს, თუმცა მის რეალობად ქცევაზე არ უფიქრია. თვლიდა, რომ დიდი ფინანსური რესურსი დასჭირდებოდა. მასწავლებლისგან სტარტაპ მარათონის შესახებ გაიგო, ჩართვა გადაწყვიტა და ბევრი ჯილდოც დაიმსახურა. იგი ალტე უნივერსიტეტმა სწავლის დაფინანსებით, ხოლო ისრაელის საელჩომ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.
მისი იდეა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავებაში ადამიანების დახმარება იყო. გვეუბნება, რომ აპლიკაცია საერთაშორისო ანალოგებისგან განსხვავდება და მოიცავს ბევრად მეტ დეტალს, რაც შფოთვის, დეპრესიისა და მოტივაციის არქონის მართვას აიოლებს.
"აპლიკაციის სახელი Haru იქნება, რომელიც ადამიანებს დეპრესიის დაძლევაში დაეხმარება. მსგავსი კონცეფციის აპლიკაციები საერთაშორისო ბაზარზეც არსებობს, თუმცა არა საქართველოში. ჩემი იდეა სხვებისგან ბევრად განსხვავებულია, მაგალითად, ბევრად მეტ პუნქტს მოიცავს. პლატფორმაზე დარეგისტრირებისას ადამიანი მენტალური ჯანმრთელობის იმ პრობლემებს მონიშნავს, რომლებთან გამკლავებაც უნდა, იქნება ეს შფოთვა, დეპრესია, მოტივაციის არქონა თუ სხვა. ამის შემდეგ ავტობოტი ჰარუ ყოველდღიურად ამოცანებს გაუგზავნის, რისი მიზანიც მოტივაციის გამომუშავება, ხასიათის გაუმჯობესება იქნება. ასევე, მინი-გამოწვევების შესრულებითა და ყოველდღიური ჟურნალის წარმოებით მოხდება ხასიათის ცვალებადობაზე დაკვირვება. გარდა ამისა, აპლიკაცია დაფარავს მედიტაციებსაც, რასაც ბევრი პროფესიონალი ურჩევს ადამიანებს", — გვიხსნის მარიამი.
ისევე როგორც ხატია, მარიამიც აღნიშნავს, რომ მარათონში მონაწილეობამ თავდაჯერება შესძინა, ამიტომ ნებისმიერ ახალგაზრდას ურჩევს მსგავს წამოწყებებში ჩართვას.
"აქამდე ვერ წარმომედგინა, რომ ამდენი ადამიანის წინ პრეზენტაციის გაკეთებას შევძლებდი. ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელსაც იდეა აქვს, ვურჩევ მსგავს წამოწყებებში მონაწილეობას, რადგან ეს ნამდვილად ღირს. ცდა ბედის მონახევრეა, ამიტომ აუცილებლად უნდა სცადონ საკუთარი იდეის ამ ფორმით განხორციელება", — გვეუბნება მარიამი.
სასკოლო სტარტაპ მარათონი ალტე უნივერსიტეტის ინიციატივით, თიბისი — სტარტაპერის, თიბისი ახალი თაობისთვის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia და ონლაინ გამოცემა — ახალი განათლება. პროექტის აქტიური მხარდამჭერია ისრაელის საელჩო საქართველოში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები