რუსთავში, ოზურგეთსა და ბათუმში სპექტაკლი "სამი და" დაიდგმება
ფოტო: ჰარაკი
თეატრალური კომპანია ჰარაკი თავისი სპექტაკლით სამი და 5-12 მაისს რუსთავს, ოზურგეთსა და ბათუმს ეწევა. მარიამ მეღვინეთუხუცესის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა 2021 წლის სექტემბერში თბილისში შედგა, ახლა კი, დასი წარმოდგენას თბილისის სხვადასხვა ქალაქის თეატრებში გამართავს. სპექტაკლის რეჟისორია სანდრო კალანდაძე და მასში მონაწილეობენ: ნატალია გაბისონია, ანანო მახარაძე, ანასტასია ჭანტურაია, გიორგი რაზმაძე, გიორგი შარვაშიძე, ბექა ხაჩიძე. პროექტი ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით.
ჩვენებების განრიგი შემდეგნაირია:
- 5 მაისი, 20:00 — გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი;
- 10 მაისი, 19:00 — ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
- 12 მაისი, 19:00 — ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი
ვინაიდან სპექტაკლი ქალთა თემებს ეხმიანება, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ქალთა ორგანიზაციებთან, რათა მაქსიმალურად მიაწვდინოს ხმა შესაბამისს აუდიტორიას. ყოველი სპექტაკლის შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის (Q&A) სესია, რომელშიც ჩართულები იქნებიან როგორც დასის წევრები, ასევე ორგანიზაციების წარმომადგენლები და მაყურებელს საშუალება ექნება, სპექტაკლის და მასში წამოჭრილი თემების გარშემო იმსჯელოს.
ბილეთების შესახებ:
ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილების რაოდენობა შეზღუდული. უფასო ბილეთების აღება შესაძლებელი იქნება სალაროდან ღონისძიების დღეს.
სპექტაკლის შესახებ:
სინოფსისი: რა განსაზღვრავს და რა არღვევს ადამიანებს შორის სიახლოვეს? წლობით გაწყვეტილი ურთიერთობა თუ ერთ სახლში ძალიან დიდხანს ცხოვრება? გაუცხოებული დები, რომლებმაც ერთ ჭერქვეშ გატარებული ბავშვობიდან სრულიად განსხვავებული მოგონებები წამოიყოლეს, ერთმანეთის მიმართ ემოციური კავშირის განახლებას ცდილობენ, თუმცა იმაზე ვერ თანხმდებიან — წარსული ავადმყოფობაა თუ შვება.
სპექტაკლის მთავარ პერსონაჟები (მარგო, მარიამი, მაია) სამი და არიან, რომლებიც 5-წლიანი პაუზის შემდეგ ერთ სივრცეში აღმოჩნდებიან, რომელიც მათი მთელი ბავშვობის მოგონებებს იტევს. ისინი საერთო ენის გამონახვას ცდილობენ, თუმცა ხშირად ამაოდ. სპექტაკლი ეხება ისეთ მგრძნობიარე თემებს, როგორებიცაა: მენტალური ჯანმრთელობა, ურთიერთზრუნვა, ზრუნვის პოლიტიკა, ემიგრაცია, ქართული მასკულინური ბუნების კრიზისი და სხვა. უყურადღებოდ სპექტაკლი არც სხვა სოციალურ ფონს ტოვებს. მისი მზერის ქვეშ ექცევა ისეთი საკითხები, როგორებიცაა 90-იანებიდან მოყოლებული სოციალური ნორმების რღვევა და ოჯახის კონსტრუქტის მოშლა. როგორც პიესის ავტორი აღნიშნავს, "პიესა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში არსებული ქალის როლების ნაკლებობის გამო დაიწერა".
- ავტორი: მარიამ მეღვინეთუხუცესი;
- რეჟისორი: სანდრო კალანდაძე;
- როლებში: ნატალია გაბისონია, ანანო მახარაძე, ანასტასია ჭანტურაია, გიორგი რაზმაძე, გიორგი შარვაშიძე, ბექა ხაჩიძე;
- მხატვარი: მარიამ კალანდაძე;
- კოსტიუმები: ელენე ბახტაძე;
- კომპოზიტორები: გიორგი ანთაძე, სანდრო ჩინჩალაძე.
კომპანიის შესახებ:
თეატრალური კომპანია ჰარაკი 2019 წლის თებერვალში შეიქმნა და ცოლ-ქმრის, დრამატურგის მარიამ მეღვინეთუხუცესისა და რეჟისორ სანდრო კალანდაძის ინიციატივით მრავალფეროვანი დასი გააერთიანა. 2021 წელს ჰარაკმა ბინა ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე დაიდო და დღესდღეობით წარმოადგენს არა მხოლოდ თეატრს, არამედ სივრცეს, რომლის მიზანია, ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში არსებული სიცარიელეები შეავსოს და შექმნას უფრო უშუალო გარემო ნებისმიერი ტიპის ღონისძიებისთვის, იქნება ეს სპექტაკლი, პრეზენტაცია, მუსიკის საღამო თუ სხვა. აქვე ხელმისაწვდომია დამოუკიდებელი გამომცემლობების წიგნები, რომელთა შორისაცაა, მაგალითად, გამომცემლობა მელანი.
მისამართი: ღვინის ქარხანა, პეტრიაშვილის #1, შემოსასვლელი მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან საკონტაქტო პირი: 579108755 - მარიამ პაიჭაძე
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები