კონფიდენციალურ ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომის გზები ფართოვდება — რა რისკებს ხედავს TI
ფოტო: On.ge
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, კონფიდენციალურ ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომის გზები ფართოვდება.
საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლითაც ფართოვდება იმ უწყებების წრე, რომლებსაც სასამართლოს ნებართვის გარეშე ფინანსურ საიდუმლოებაზე ხელი მიუწვდებათ.
TI-ის ინფორმაციით, მთავრობა მისი ინიციატივის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვს.
განმარტებითი ბარათში წერია, რომ ცვლილებების შემუშავების მიზანია საქართველოს კანონმდებლობაში ევროპის საბჭოს რეკომენდაციების ასახვა, რაც, თავის მხრივ, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებზეა დაფუძნებული.
ცვლილებების თანახმად:
- გაიზრდება იმ უწყებების სია, რომლებსაც შეუძლიათ მოითხოვონ ფინანსური მონიტორინგის სამსახურისაგან კონფიდენციალური ინფორმაცია;
- ფართოვდება იმ დანაშაულების სია, რომლებზედაც კონფიდენციალური ინფორმაციის მოთხოვნის უფლებამოსილება ვრცელდება.
TI წერს, რომ კანონის არსებული რედაქციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური უფლებამოსილია გენერალურ პროკურორს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ან შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგინოს კონფიდენციალური ფინანსური ინფორმაცია სისხლის სამართლის შემდეგი საქმეების გამოძიებისთვის:
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება);
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება;
- ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა;
- ნარკოტიკული დანაშაულები.
ახალი რედაქციის მიხედვით კი, ინფორმაციის წარდგენა შესაძლებელი იქნება უკვე ყველა ტიპის დანაშაულების გამოძიების მიზნებისათვის.
ამასთან, კანონის არსებული რედაქციის მიხედივით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში კონფიდენციალურ ფინანსურ ინფორმაციას უგზავნის გენერალურ პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შემოსავლების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს. კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ კი ჩამონათვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც დაემატება.
TI-ის თქმით, პროექტის ამ სახით მიღების შემთხვევაში, ყველა ტიპის დანაშაულის გამოძიებისას შესაძლებელი იქნება საგამოძიებო უწყებებმა სასამართლოს ნებართვის გარეშე მოიპოვონ კონფიდენციალური ინფორმაცია.
"კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებამ მართალია ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას შეიძლება შეუწყოს ხელი, თუმცა ამ ინფორმაციასთან სასამართლოს კონტროლის გარეშე წვდომაკავშირში უნდა იყოს დანაშაულის ტიპთან.
მოცემული კანონი ეხება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის, გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების საკითხებსდა ამდენად, უფლებამოსილებათა გაფართოება მხოლოდ ამ დანაშაულებთან დაკავშირებულ გამოძიებაზე შეიძლება ვრცელდებოდეს. ცვლილებების შედეგად კი, აღნიშნული მექანიზმი ყველა დანაშაულის გამოძიებაზე გავრცელდება, რაც გაუმართლებლად ზრდის საგამოძიებო უწყებების უფლებამოსილებას, სასამართლო კონტროლის გვერდის ავლით მოიპოვონ პირთა კონფიდენციალური ინფორმაცია", — წერია ორგანიზაციის ანგარიშში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს შეფასებით, საგამოძიებო უწყებების მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობის გაფართოება რისკებს შეიცავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები