"მე და ევროპა" — ახალი ქართული დოკუმენტური ფილმი ევროპის დღისთვის
წელს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 9 მაისს, ევროპის დღეს ოთხი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის შექმნით აღნიშნავს.
პროექტი რეჟისორ გიორგი ქველიძესთან თანამშრომლობით ხორციელდება. დოკუმენტური ფილმი საქართველოს ოთხი რეგიონიდან (კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი) ოთხ სხვადასხვა ისტორიას მოგვითხრობს და ქართველებისა და ევროპელების საერთო ხედვას, სულს, ღირებულებებსა და მიზნებს ასახავს.
დოკუმენტური ფილმის პრემიერა 9 მაისს 21:00 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაიმართება: https://bit.ly/37Wa8Xv.
სამი ფილმის თრეილერი იხილეთ აქ:
ისტორია რაჭიდან — https://bit.ly/3vImgVb
ისტორია კახეთიდან — https://bit.ly/38ZQNFi
ისტორია გურიიდან — https://bit.ly/3Fn3vKo
"ევროპის დღე ჩვენთვის განსაკუთრებულია. ეს არის ევროკავშირის ისტორიისა და ჩვენი ღირებულებების აღნიშვნა - საიდან მოვდივართ და რას ვუჭერთ მხარს", — განმარტავს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.
"მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ღირებულებები მართლაც ერთსა და იმავე პრინციპებზეა დაფუძნებული. თითქმის ოთხი წელია, რაც საქართველოში ვარ და ვხედავ, რომ ეს ღირებულებები საერთოა ევროკავშირსა და საქართველოში.
ყოველთვის ვიყურები წარსულისკენ და ვიხსენებ საქართველოს კონსტიტუციას. თუ ამ კონსტიტუციას ევროკავშირის ქვეყნების კონსტიტუციებს და საკანონმდებლო ჩარჩოებს შევადარებთ, დავინახავთ, რამდენად პროგრესული იყო საქართველო, როგორ იზიარებდა ქვეყანა დემოკრატიის, უმცირესობების დაცვისა და ქალთა უფლებების პრინციპებს. ღირებულებები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ერთი საერთო წყაროდან იღებს სათავეს და მინდა, რომ ეს ფილმი ამას ასახავდეს", — ამბობს ელჩი ჰარცელი.
მრავალფეროვნება, შემწყნარებლობა და ადამიანის უფლებები — ამ ღირებულებებს წარმოაჩენს კახეთში, სოფელ უდაბნოში განვითარებული ისტორია. ფილმში აღმოვაჩენთ, თუ როგორ ახერხებენ სხვადასხვა წარმომავლობის, რელიგიისა და კულტურის მქონე ადამიანები საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას და მშვიდობიანად თანაცხოვრებას.
სულ სხვა თემაზე — თავისუფლებისკენ სწრაფვაზე გვიყვებიან რაჭიდან, სადაც ფილმის მთავარი გმირი, საბჭოთა დროიდან მოყოლებული, რადიოებს აგროვებს, სხვადასხვა სიგნალს პოულობს და, ამ გზით, საქართველოს პატარა სოფლიდან, კავშირს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამყარებს.
მესამე ისტორია გურიის რეგიონში, ქალაქ ლანჩხუთში არსებულ ქალთა საფეხბურთო კლუბს უკავშირდება — გუნდის წევრებმა, საერთო წარმატების მიღწევის მიზნით, სტერეოტიპების მსხვრევაც შეძლეს და ევროპის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გავიდნენ.
ემოციურია მეოთხე ისტორიაც, რომელიც ქართველ აქტივისტ აკაკისა და ორი წლის წინ, პორტუგალიიდან საქართველოში, ქუთაისში საცხოვრებლად გადმოსულ ლეონორზე გვიყვება, რომელმაც ქართული ენა ისწავლა, ნაციონალურ ცეკვებსაც მარტივად აუღო ალღო და აქ შეძენილ მეგობრებთან ერთად, გარემოს დაცვის მიზნით, სამოქალაქო აქტივისტიც გახდა.
"ეს პროექტი ევროპის დღეს ეძღვნება და ოთხ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს მოიცავს, რომლებიც ერთ ფილმად ერთიანდება. ფილმის მთავარი გზავნილია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ. ამ გზით, ჩვენ საქართველოს რეგიონებში არსებულ რეალობას და ღირებულებებს წარმოვაჩენთ", — განმარტავს ფილმის რეჟისორი გიორგი ქველიძე.
დემოკრატია, თავისუფლება, თანასწორობა, მრავალფეროვნება — ეს იმ ღირებულებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანას აერთიანებს. ეს ღირებულებები ღრმად არის ფესვგადგმული ქართულ ისტორიასა და კულტურაშიც. საქართველო და ევროპა ერთსა და იმავე სულისკვეთებას, მიზნებსა და ღირებულებებს იზიარებენ. ეს არის ერის მისწრაფებები, გამოცდილება და ტრადიციები, რომლებიც, საბოლოოდ, საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს.
ევროკავშირს საფუძველი სამოცდათორმეტი წლის წინ, 1950 წლის 9 მაისს ჩაეყარა. სწორედ ამ დღეს წარადგინა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა დეკლარაცია, რომელიც დღევანდელი ევროკავშირის საწყისად მიიჩნევა. ამიტომ, ევროპაში მშვიდობის და ერთიანობის აღსანიშნავად, სწორედ 9 მაისს ზეიმობენ ევროპის დღეს, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყოველწლიურად უერთდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები